კახეთი ლიტერატურულ სამეცნიერო წრეს თინათინ თუშაბრამიშვილი უხელმძღვანელებს 2014, 27 ნოემბერი, 16:28 თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლიტერატურული სამეცნიერო წრე დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელია თესაუ-ს ფილოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თინათინ თუშაბრამიშვილი. ღია ორგანიზაციაა, მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ და წრის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო დისკუსიებში. ამ წრის წევრებად მოიაზრებიან უნივერსიტეტის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის – სტუდენტები. ეს მათთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ეჩვევიან ტექსტებზე მუშაობას, გამოდიან კონფერენციაზე, ხვეწენ წერის კულტურას და უვითარდებათ აზროვნება. “- აღნიშნა თინათინ თუშაბრამიშვილმა. 44 1-ს მოსწონს
|