x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134928
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509328
კორონას 14 ახალი შემთხვევა დედოფლისწყაროში, სულ 77 ინფიცირებული - დაიხურა სკოლები
image


ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ კახეთიდან გაგზავნილი 229 ტესტის პასუხის ნაწილი ცნობილია. ამ დროის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირების რაოდენობა 1216-მდე გაიზარდა. კახეთში გარდაიცვალა ორი პაციენტი.


9 ნოემბრის მონაცემებით დედოფლისწყაროში 63 შემთხვევა იყო აღრიცხული, 11 ნოემბრის სტატისტიკით კი კიდევ 14 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდეა გაზრდილი. მათ შორის, უკვე გამოჯანმრთელდა 20-მდე პაციენტი.


სასწავლო პრიცესი შეჩერდა დედოფლისწყაროს ხუთ სოფელში. როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ეთერ ზურიკაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადა, დახურულია ზემო მაჩხაანის, მირზაანის, ოზაანის, ხორნაბუჯისა და არხილოსკალოს საჯარო სკოლები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ზოგ შემთხვევაში პედაგოგები, ზოგშიც მოსწავლეები დაინფიცირდნენ. დაინფიცირების ორი შემთხვევა იყო დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც, სადაც კოვიდ 19 ერთ მედიკოსსა და ერთსაც ტექნიკურ პერსონალს დაუდასტურდა, თუმცა მათ ინფექცია პაციენტისგან არ გადასდებიათ.



ინფიცირებულების სრული უმრავლესობა დედოფლისწყაროში, საკუთრ ბინაში მკურნალობს და მათთან კორონავირუსი სუსტი სიმპტომებით მიმდინარეობს. რამდენიმე რისკჯგუფის პაციენტის დედაქალაქის კლინიკებში გადაყვანის აუცილებლობა დადგა. მსუბუქად მიმდინარე პაციენტები არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ გადიან. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს.


ამ დროისთვის, ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თელავშია, სადაც სულ 371 შემთხვევა აღირიცხა, ამას მოჰყვება გურჯაანის მუნიციპალიტეტი, აქ COVID -19 288 მოქალაქეს აღმოაჩნდა.


რაც შეეხება ყვარელს, ეპიდემიოლოგების მიერ 136 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსის არსებობა ორგანიზმში. საგარეჯო – 113, ლაგოდეხი - 112, სიღნაღი - 75, დედოფლისწყარო – 77, ხოლო ახმეტა – 44.


ჯამში კახეთში 819 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 862 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 21 კოვიდსასტუმროში და 52 იმყოფება კოვიდკლინიკაში. გამოჯანმრთელდა 268, სექტემბრიდან ამ დრომდე კახეთში გარდაცვალების 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

.
ორი კვირის წინ სხვადასხვა მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ინფიცირებული იყო დედოფლისწყაროს საპატრიარქოს სკოლის ერთერთი პედაგოგი. დედოფლისწყაროს ტელევიზიას სამრევლო სკოლის პედაგოგის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. საპატრიარქოს სკოლის დირექტორი თეა სხირტლაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის პედაგოგი არ ყოფილა, ის მათი ტექნიკური თანამშრომელი იყო:'
.
„საქმე ეხება საპატრიარქოს სკოლის ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელდა. მას კონტაქტი ჰქონდა არა თელავში, არამედ სხვა სკოლის ერთერთ პედაგოგთან ვისაც კოვიდი დაუდასტურდა. სწორედ ამის გამო, ჩვენი თანამშრომელი სიმპტომების გამოჩენამდეც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა სკოლისათვის და არ ჰქონია შეხება სამსახურთან, “ - განუცხადა დედოფლისწყაროს ტელევიზიას თეა სხირტლაძემ.
.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც კორონავირუსის ორი შემთხვევაა, ერთი მედიკოსი, ერთიც ტექნიკური პერსონალია, თუმცა ისინი პაციენტისგან არ დასნებოვნებულან.
.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული სიტუაცია! ხელის ჰიგიენა, დისტანცია და ნიღბის ტარება აუცილებელია რათა თავიდან ავიცილოთ covid 19-ის გავრცელება, “ - აღნიშნავენ დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში.
.
მსუბუქად მიმდინარე პაციენტები არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ გადიან. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს.
.
1
171
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
171
  
2020, 13 ნოემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1