საბუნებისმეტყველო ათი გასაოცარი მტაცებელი მცენარე 2014, 27 ნოემბერი, 17:19 ![]() მტაცებელი ცხოველების შესახებ ალბათ ყველა თქვენგანმა ყველაფერი იცის, ხოლო რაც შეეხება მტაცებელ მცენარეებს, ბევრისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი არსებობენ და ბუნებაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებულნი არიან. ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ დედამიწაზე გავრცელებული ყველაზე ცნობილი მწერიჭამია მტაცებელი მცენარეების ათეული. 1. სარაცენია (Sarracenia) ![]() სარაცენია ანუ ჩრდილოამერიკული მწერიჭამია მცენარე მიეკუთვნება შხამიანი მცენარეების ჯგუფს, რომელიც გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ რაიონებში, ტეხასის შტატში, დიდი ტბების რაიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადაში. ეს მცენარე თავის ფოთლებს იყენებს მწერების დასაჭერად. მცენარის ფოთლები ჰგავს ძაბრს, რომელსაც თითქოს კაპიუშონი აქვს წამოცმული იმისათვის, რომ ხვრელში არ მოხვდეს წვიმის წვეთები. მწერებს იზიდავს ყვავილის ფერი, სუნი და გამოყოფილი ნექტარი. ყვავილის სრიალა ზედაპირი და ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც ნექტარი შეიცავს, მწერებს აბრუებს და ისინი ვარდებიან ყვავილის შუაგულში არსებულ ხვრელში, სადაც გადამუშავდებიან ფერმენტების ზემოქმედებით. 2. ნეპენტესი (Nepenthes) ![]() ნეპენტესი ტროპიკული შხამიანი მცენარეა, რომელსაც მწერების დასაჭერად დოქისმაგვარი ყვავილები აქვს. ეს მცენარე ფართოდაა გავრცელებული ჩინეთში, იაპონიაში, მალაიზიაში, ფილიპინებში, მაგადასკარზე. მას მეორენაირად "მაიმუნის ფიალასაც" უწოდებენ, რადგან ხშირად უნახავთ, თუ როგორ სვამენ მაიმუნები ამ "დოქიდან" წყალს. მწერების სატყუარა ყვავილი შეიცავს სითხეს, რომელსაც აქვს წებოვანი სტრუქტურა. სწორედ მასში იხრჩობიან მწერები. ნეპენტესის ზოგიერთი ჯიშის ყვავილი იმხელა იზრდება, რომ შეუძლია თაგვის ან ვირთხის დაჭერაც კი. 3. მტაცებელი მცენარე გენლისეა (Genlisea) ![]() გენლისეას 21-მდე სახეობა არსებობს და ის იზრდება აფრიკის, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკის წყლიან და ჭაობიან ადგილებში. გენლისეა ბალახოვანი მცენარეა ყვითელი ყვავილებით, რომლებსაც აქვს კიბორჩხალისმაგვარი მარწუხები მწერების დასაჭერად. ამ ხაფანგში მოხვედრა იოლია, მისგან თავის დაღწევა კი შეძლებელია იქ არსებული მრავალრიცხოვანი ძაფებისა და აბლაბუდის არსებობის გამო. 4. კალიფორნიული დარგლინგტონია (Darlingtonia Californica) ![]() კალიფორნიული დაგლინგტონია-დალინგტონიების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ორეგონას შტატში და კალიფორნიაში იზრდება. ის ძირითადად ჭაობებში და წყლიან ადგილებში ხარობს და საკმაოდ იშვიათ მცენარეს წარმოადგენს. დარლინგტონიას ფოთლებს აქვს დაგრეხილი ფორმა და ისინი წარმოქმნიან ხვრელს, რომელიც დროდადრო ბუშტივით იბერება ხოლმე. მასში მწერის მოხვედრისთანავე ყვავილი იხურება და მწერი უკვე ვეღარ ახერხებს გარეთ გამოსვლას. ფოთლები მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა მწერი ბოლომდე გადამუშავდება. 5. უტრიკულარია (Utricularia) ![]() 6. ცხიმოვანა (Pinguicula) ![]() ცხიმოვანა მიეკუთვნება იმ მცენარების რიგს, რომლებიც გამოიყენებენ წებოვან, სრიალაზედაპირიან ფოთლები იმისათვის, რათა მიიზიდონ და გადამუშაონ მწერები. ამ მცენარის 40-მდე სახეობაა გავრცელებული და ისინი ხარობენ ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. 7. დროზერა (Drosera) ![]() 8. ბიბლისი (Byblis) ![]() 9. ბუშტისებური ალდროვანდა (Aldrovanda vesiculosa) ![]() 10. ბუზებისჭამია ვენერინა (Dionaea Muscipula) ![]() ბუზებისჭამია ვენერინა ყველაზე ცნობილი მწერიჭამია შხამიანი მცენარეა. ის ძირითადად ბუზებითა და ობობებით იკვებება. ეს არის პატარა ზომის მცენარე, რომელსაც სულ 7-8 ფოთოლი გააჩნია. მცენარის ფოთოლი გაყოფილია ორ ნაწილად და ბოლოვდება წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსებით. ფოთლის ეს ნაწილები ახორციელებენ სწრაფ მოძრაობას, როცა მათ მწერი ან ბუზი შეეხება. ისინი იხურებიან 0, 1 წამის განმავლობაში და თავის შიგნით წარმოქმნიან მცენარის ეგრეთწოდებულ "კუჭს", სადაც ხდება მწერის გადამუშავება. გთავაზობთ საინტერესო ვიდეოს, სადაც ასახულია ამ მცენარის მიერ მუხლუხოს დაჭერის მომენტი. 3576 13-ს მოსწონს
|