საზოგადოება მილიონერმა უძრავ-მოძრავი ქონება დაარიგა და ქოხში გადასახლდა 2014, 27 ნოემბერი, 14:25 ![]() 38 წლის საფეიქრო მრეწველობის მეფე ლიუ ცზინჩონგი იყო ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და მულტიმილიონერი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გადაწყვიტა დაერიგებინა მთელი თავისი ქონება და ქოხში გადასახლებულიყო.ამის მიზეზი კი ავტოავარია გახდა, სადაც იგი მეგობართან ერთად მოყვა. ავარიის შემდეგ ლიუს ფილოსოფია მთლიანად შეეცვალა, ჩაეფლო ბუდისტურ მოძღვრებაში, რომელიც ასწავლის, რომ სწორედ მატერიალური კეთილდღეობა არის ადამიანის ტანჯვის საწინდარი. "მე მოვიშორე ჩემი ქონება, მათ შორის 7 ავტომობილი, აპარტამენტი, სახლი ქალაქგარეთ და ვიყიდე პატარა ქოხი, რომელიც საკმარისია ჩემთვის, აქ ვატარებ დროს და აქვე ვკითხულობ სასულიერო ტექსტებს."-ამბობს ლიუ. ![]() ![]() "ყოველთვის მოხარული ვიქნები თუ სტუმრები მეწვევიან. მიყვარს ახალი ხალხის გაცნობა და მათი ისტორიების მოსმენა." 108 7-ს მოსწონს
|