იმერეთი არა ძალადობას!-ქუთაისში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა +(ფოტოები) 2014, 26 ნოემბერი, 0:19 ქუთაისში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პეტიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად მოამზადეს და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის მეთაურსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე გადააგზავნიან. "ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გააცნობიეროს ქალთა ძალადობის პრობლემის სიმწვავე და საკუთარი პასუხისმგებლობა გენდერულ უთანასწორობაზე. მოვუწოდებთ, დროული რეაგირება მოახდინოს და ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადადგან გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, "–განაცხადა საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ჭიქაბერიძემ. 21 შეფასება არ არის
|