x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135743
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ადამიანები,რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ"

ზოგჯერ ახალ ამბებში გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიღაც სასწაულებრივად დაუბრუნდა სააქაო ცხოვრებას. იქნებ ეს მართლაც სასწაულია, ან იქნებ ექიმებმა დასვეს არასწორი დიაგნოზი. წაიკითხეთ ეს საოცარი ისტორიები და თავად გადაწყვიტეთ.


1-ზიმბაბველი მეძავი-2013 წელს სასტუმროში კლიენტთან მომუშავე მეძავი გარდაიცვალა.როდესაც ქალის გვამი კუბოში ჩადეს იგი მოულოდნელად გაცოცხლდა და ყვირილი დაიწყო:"თქვენ ჩემო მოკვლა გინდათ".image
2-ლუდმილა სტებლიცკაია-61 წლის ტომსკელი ქალი სამი დღე მორგში იწვა მას შემდეგ, რაც ექიმებმა მისი სიკვდილის კონსანტირება მოახდინეს. ქალი სამი დღის შემდეგ გაცოცხლდა.image
3-ბრაიტონ დამა ზანტე-გარდაიცვალა 34 წლის ასაკში.გაცოცხლდა მეორე დღეს, როდესაც გამოსამშვიდობებლად მოსული ახლობელ-ნათესავების წინაშე მიცვალებულმა ფეხები შეანძრია....შეშინებული ჭირისუფლები აქეთ-იქეთ მიმოიფანტნენ.image
4-ტონი იაჰლე-2013 წელს 37 წლის ამერიკელ ავტომექანიკოსს შტატ ოჰაიოდან 45 წუთის განმავლობაში გული გაუჩერდა, რის შემდეგაც მამაკაცი გაცოცხლდა, 5 დღის შემდეგ კი სრულიად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფიდან გაეწერა. მას შემდეგ ექიმები ამ უცნაურ შემთხვევასა და ავტომექანიკოსის სხეულს იკვლევენ, თუმცა მისი გაცოცხლების ფაქტის ახსნა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს. სიტუაციას კიდევ უფრო მეტად გაურკვეველს ხდის ის ფაქტი, რომ მამაკაცს გულის არანაირი დაავადება არ ჰქონდა.

კარდილოგმა რაჯა ნაზირმა აღიარა:"20 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში არ მქონია შემთხვევა, რომ სიკვდილი დამეფიქსირებინოს, ხოლო შემდეგ ადამიანი გაცოცხლებულიყოს."image5-კარლოს კამეხო-2007 წელს ვენესუელელი 33 წლის მამაკაცი ავტოავარიაში მოყვა.ექიმებმა მისი სიკვდილი დააფიქსირეს და მორგში გადააგზავნეს.

რამდინიმე ხნის შემდეგ პათოლოგ-ანატომებმა მისი გვამის გაკვეთა დაიწყეს, როგორც კი სკალპერი სახეზე დაუსვეს მამაკაცი გაცოცხლდა...image

0
54
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0