x
image
მანჩო 777
ციურიხელი მეხორცე სამი წლის განმავლობაში ყიდდა ღორის ხორცს მუსულმანებზე
შვეიცარიელი მეხორცე მთელი სამი წლის განმავლობაში ატყუებდა თავის მუსულმან-კლიენტებს. როგორც Mad World News იუწყება, მას ბრალს სდებენ იმაში, რომ ღორის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდა.


image

სკანდალი აგორდა საყასბოს ერთ-ერთი გეგმიური სანიტარული კონტროლის დროს, როდესაც ინსპექტორი წარმოდგენილი ხორცის ხარისხით დაინტერესდა. ხორცის ხარისხი აშკარად არ შეესაბამებოდა იმას, რაც მის იარლიყზე იყო მითითებული. ამან ეჭვი აღუძრა სანიტარული კონტროლის ინსპეტორებს და გადაწყვიტეს ხორცი შემდგომ შემოწმებაზე გაეგზავნათ, რამაც ფარდა ახადა ყასაბის ოინებს. გამოირკვა, რომ უკანასკნელი 3 წლის მანძილზე მუსულმან კლიენტებზე საქონლის ხორცის ნაცვლად გაყიდული იყო სამ ტონამდე ღორის ხორცი. დანაშაულში ეჭვმიტანილმა მეხორცემ განაცხადა: ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ ღორის ხორცი გამესაღებინა, მუსულმანი მორწმუნეები ხომ ღორის ხორცს არ ჭამენო.


image


ასეა თუ ისე, ამ ოინით ციურიხელმა მეხორცემ კარგა ბლომად ფული იშოვა, რადგან საქონლის ხორცის ფასი გაცილებით მეტია ღორის ხორცის ფასზე, ხოლო თავის "ნაყალბევ" საქონლის ხორცს ის ნამდვილის ფასის შესაბამისად ყიდდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მეხორცეს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ასევე მას დაეკისრა ფულადი ჯარიმის 18 000 დოლარის გადახდა.



7
94
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
94
  
2014, 24 ნოემბერი, 15:25
მტერს გადაეკიდნენ ეგენი....
2014, 24 ნოემბერი, 15:23
წაარმოიდგინე შეცდენილი მუსუსლმანები რომ დაიწყებდნენ ალაჰ ალაჰო:D
2014, 24 ნოემბერი, 15:22
ნებისმიერ ვარიანტში "გაიჩალიჩა".
2014, 24 ნოემბერი, 15:21
ეტყობა ვერ აცნობიერებდა მოსალოდნელ საფრთხეს
2014, 24 ნოემბერი, 15:19
ნამდვილად ჯობდა, ოჯახიც ამ უაზრო საქციელით დარტყმის წინაშე დააყენა...
2014, 24 ნოემბერი, 15:17
ცოცხლად გაატყავებენ..ერჩია 20 წელი მიესაჯათ:(
2014, 24 ნოემბერი, 15:16
"გაიჩალიჩა" იმ ყასაბმა, სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ მუსლიმები.
0 1 7