x
image
მანჩო 777
სენსაციური აღმოჩენა მედიცინაში – ამერიკელმა სტუდენტმა გამოიგონა ჟელე, რომელიც სისხლისდენას მყისიერად აჩერებს
ამერიკელმა სტუდენტმა შექმნა რევოლუციური სამედიცინო პრეპარატი, რომელიც თითქმის წამიერად აჩერებს სისხლისდენას.


Veti-Gel-აი ასე ეწოდება ნივთიერებას, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (New York University) სტუდენტმა აღმოაჩინა.


20 წლის ჯო ლანდოლინა (Joe Landolina) ბიომასალებისა და ბიომედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს.


ჟელე, რომელსაც მისი გამომგონებლის თქმით, შესწევს უნარი წამში შეაჩეროს ნებისმიერი სირთულის და ხასიათის სისხლისდენა, აქამდე მხოლოდ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებში და სუპერ-გმირების ზურგჩანთებში არსებობდა და მის რეალურად გამოგონებას უამრავი მეცნიერი ცდილობდა.


ჯო ლანდოლინამ შეძლო შეექმნა ბუნებრივი უჯრედთშორისი მატრიქსის სინთეტიკური (მცენარეული) ანალოგი. როცა დაზიანებულ ადგილზე წასმული ჟელე ხმება, ის წარმოქმნის ეგრეთ წოდებულ მეორე კანს სხეულზე.

ჟელე Veti-Gel, სავარაუდოდ ასრულებს კატალიზატორის (დამაჩქარებლის) როლს დაზიანებული კანის რეგენერაციის საქმეში.

მოკლედ რომ ვთქვათ, Veti-Gel ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

წებოს, ჩალიჩის, შეხორცების აქტივატორის, ტრომბოციტების აქტივიზატორის როლს. ის ეხმარება კანს, რომ დაზიანებულ ადგილზე სწრაფად წარმოიქმნას თრომბი, რაც ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას.

20 წლის სტუდენტის ჯო ლანდოლინას მიერ გამოგონებული სასწაულმოქმედი ჟელე ბიოლოგიურად შეთავსებადია ადამიანის ქსოვილებთან და არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

გთავაზობთ ამ სასწაულმოქმედი ჟელეს მოქმედების პრინციპის ამსახველ ვიდეოს.



4
279
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
279
  
2014, 22 ნოემბერი, 17:49
სამწუხაროა:)
2014, 22 ნოემბერი, 17:47
რას იზამ:|
2014, 22 ნოემბერი, 17:46
და ასეთი ახალი ამბავი კაციშვილს არ აინტერესებს..ყვითელი პრესაა ყურადღების ცენტრში:(
2014, 22 ნოემბერი, 17:43
საღოლ:O
0 1 4