შოუბიზნესი ამერიკაში გამოვლინდა "მისის მსოფლიო-2014" 2014, 21 ნოემბერი, 10:09 ამერიკის შტატ მერილენდში გაიმართა დაოჯახებული ქალების კონკურსი "მისის მსოფლიო-2014".გამარჯვებული გახდა 31 წლის ბელორუსი ტელეწამყვანი და მომღერალი მარინა ალექსეიჩუკი. იგი ოთხი წლის წინ დაოჯახდა.მეორე ადგილზე გავიდა სპორტსმენი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან სარა კეიტ-სკოტი, ხოლო მესამე ადგილი პერუს წარმომადგენელმა დაიკავა.მეოთხეზე რუსი ნატალია ნიკოლაევა გავიდა.კონკურსი 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.მასში მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის წარმომადგენელმა, კონკურსის მსვლელობისას გათხოვილ ქალებს გარეგნულ მონაცემებთან ერთად სხვა ტალანტიც უნდა გამოემჟღავნებინათ. "მისის მსოფლიო" პირველად 1985 წელს გაიმართა.ყველაზე მეტჯერ აშშ-ს წარმოამადგენელი იყო გამარჯვებული(6-ჯერ). მომავალ წელს კონკურსს ჩინეთი უმასპინძლებს. 49 4-ს მოსწონს
|