x
image
natia.a
ნოემბერში თბილისში წიგნის ახალი ფესტივალი და ბაზრობა იხსნება

image27 ნოემბერს, 14 საათზე საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში წიგნის ახალი ფესტივალი და ბაზრობა – „თბილისის წიგნის დღეები“ გაიხსნება. ფესტივალი 4 დღე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები, გამოფენები, ვორქშოპები, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები, ლექციები და, რაც ყველაზე მთავარია, წიგნის ბაზრობა, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინონ სასურველი წიგნი.


ფესტივალზე უცხოელ ილუსტრატორებს, კურატორებსა და გამომცემლებს ელოდებიან. განსაკუთრებული აქცენტი კი საბავშო ლიტერატურაზე გაკეთდება.

0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0