ასტროლოგია რამდენად არის თქვენში დიზაინერის მონაცემები? ანუ სტილის და გემოვნების მაჩვენებელი ზოდიაქოს მიხედვით 2012, 16 მაისი, 19:08 ალბათ ყველა ქალს აქვს პრეტენზია, იმაზე რომ მას საკუთარი სტილი და გემოვნება გააჩნია ჩაცმა დახურვის საკითხში, თუმცა ეს მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებაა, რეალურად კი საიმისოდ რომ თქვენი ეს მონაცემები საზოგადოებამ აღიაროს პირადი ჰოროსკოპის მონაცემებიც უნდა გიწყობდეთ ხელს. საყოველთაოდ ცნობილია, ის ფაქტი რომ მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს შორის სასწორები და ლომები ლიდერობენ, ეს იმიტომ რომ სასწორს პლანეტა ვენერა მართავს-სილამაზის, ჰარმონიის და სინატიფის მფარველი, ლომი კი მზის მმართველობის გამო დაბადებიდან გამოირჩევა ეპატაჟურობით, ყველა ლომ ქალას აქვს განსაკუთრებული მოთხოვნა და სურვილი იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, იყოს ცნობადი და პოპულარული. ამას გარდა ლომს ამბიციურობაც არ აკლია აქედან გამომდინარე, გასაკვრი არაა რატომ ითვლება კოკო შანელი მოდის კანონმდებლად-ის ხომ ლომი გახლდათ ზოდიაქოთი. საიმისოდ რომ ადამიანის გემოვნება და შემოქმედებითი უნარი განვსაზღვროთ, მხოლოდ მზის ზოდიაქოს ცოდნა არაა საკმარისი, თუმცა ზოგადი გათვლებით, ყველაზე მეტი დიზაინერული მონაცემების მქონე ადამიანი ლომის და სასწორის მერე, კირჩხიბებში (ელი სააბი, ჯორჯო არმანი), თხის რქებში (კრისტიან ლაბუტინი), კუროებში და ტყუპებში იბადებიან (სტელლა მაკკარტნი). კოკოს გარდა ასევე ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ცნობილი დიზაინერი ოსკარ დე ლარენტა, რომლის კაბებიც ულამაზესი და ერთერთი ყველაზე მოთხოვნადია პოდიუმებზე. აი რაც შეეხებათ სასწორებს, მათი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია დონა კარანი-ბრენდ DKNY-ს დამფუძნებელი. რომლის სამოსიც დღესდღეობით დიდი მოთხოვნით სარგებლობს მსოფლიოში. 1516 3-ს მოსწონს
|