x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რომელია ყველაზე პოპულარული ჭორი ცნობილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ?
ჭორი ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შესახებ არ ახალი ამბავია, მარტო პოლ მაკარტნი თავის დროზე ალბათ 50-ჯერ მოკლეს და გააცოცხლეს, თუმცა დღესაც სატელევიზიო, პრესის და ინტერნეტეპოქაშიც, სადაც წამებშია შესაძლებელი გადაამოწმო ინფორმაცია ვიმეს გარდაცვალების შესახებ, პრობლემა პრობლემად რჩება.


როგორც ჩანს სოციალურ მედიას უფრო ბევრად უყვარს ინფორმაციის გავრცელება უდროოდ დაღუპული რომელიმე ვარსკვლავის შესახებ.

image

სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია "მარტო სახლში"-ს ვარსკვლავის მაკოლეი კალკინის გარდაცვალების შესახებ..ახლახან ქართულმა სოციალურმა მედიამ იუმორისტი ნიკა არაბიძეც გაუყენა საიქიოს გზას.



Huffington Post-მა, Ranker-მა და Hoax Slayer-მა გაანალიზეს 50 ყველაზე გავრცელებული სიკვდილის მიზეზი...გავრცელებული ჭორი ცნობილ ადამიანებზე.


მაშ ასე, ყველაზე პოპულარული ჭორი ცნობილი ადამიანის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ავტოავარიაა, მეორე საპატიო ადგილი კლდიდან ჩამოვარდნას აქვს.(ასე "დაიღუპნენ"რობერტ დიუვალი, ჯეფ გოლდბლიუმი და ტომ კრუზი)


მესამე ადგილი კი სნოუბორდით ცურაობას უკავია.(შვეიცარიაში თოვლზე ცურაობის დროს "დაიღუპნენ"არნოლდ შვარცნეიგერი, ჯიმ კერი, ედი მერფი.)imageაღსანიშნავია, რომ ცალკე აშშ-ში ცნობილების "გარდაცვალების" ყველაზე პოპულარული ჭორი "გულის შეტევა" და 'სიმსივნეა", (8%)ეს ჭორის გამავრცელებლებისთვის ნაცადი მეთოდია.თუ რომელიმე ვარსკვლავის ავადმყოფობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მისი გარდაცვალება უფრო დამაჯერებელი იქნება და ინფორმაციის მიმღებმა შეიძლება თავი არც კი შეიწუხოს მისი გადამოწმებისთვის.


ბოლოს გაფრთხილება ცნობილ ადამიანებს, მაინც ავტომობილით ფრთხილად იარეთ და კლდის სიახლოვეს ნუ გაივლით, რა იცით რა ხდება!

0
66
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0