სხვა 1 დოლარად გამდიდრებული უსახლკარო 2014, 17 ნოემბერი, 0:53 ეს დაუჯერებელი ამბავი ამერიკის ერთ-ერთ შტატში მოხდა. უსახლკარო ადამსი საჭმლის ფულის შოვნის იმედით ქუჩებში დადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. მისი ყურადღება უცნაურმა განცხადებამ მიიპყრო: "იყიდება ვილა მხოლოდ 1 დოლარად!". განცხადებაში მითითებული იყო მისამართიც. ადამსმა ისევე, როგორც ყოველმა ჩვენგანმა იფიქრა, რომ ამ განცხადების ტექსტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ ცდა ხომ ბედის მონახევრეა, მან გადაწყვიტა ეცადა. ზარი გაუბედავად დარეკა. კარები სანდომიანმა ქალბატონმა გაუღო. ადამსის შეკითხვას სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა განცხადება, ქალბატონი დაეთანხმა. ადამმა უკანასკნელი დოლარი გაუწოდა და რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებული ვილის მფლობელი გახდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდა იგი 1 დოლარად გაყიდვის მიზეზებით. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონის აწ განსვენებული მეუღლე ანდერძის თანახმად მას სთხოვდა ვილის გაყიდვას და ფულის საყვარლისთვის ჩარიცხვას. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ საყვარელი დამსახურებულ 1 დოლარს მიიღებდა. ვიღაცის უკანასკნელი სურვილი კი ადამსისთვის ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარი გახდა. 507 2-ს მოსწონს
|