სხვა პოლონეთში 91 წლის მოხუცი მორგში გაცოცხლდა 2014, 15 ნოემბერი, 10:30 91 წლის იანინა კოლკევიჩი ქალაქ ოსტროვ ლიუბელსკიდან მორგში 11 საათის შემდეგ გაცოცხლდა.
მოხუცს 51 წლის ნათესავი ბოგუმილა ესტუმრა, იმისთვის, რომ მისთვის სადილი მოემზადებინა, თუმცა როდესაც დეიდის ოთახში შევიდა, აღმოაჩინა, რომ იგი აღარ სუნთქავდა.პულსი არ ესინჯებოდა, თვალები დახუჭული ჰქონდა. ბოგუმილამ ოჯახის ექიმი გამოიძახა, მანვე დაამოწმა მოხუცის სიკვდილი და ოფიციალური საბუთიც გამოწერა. ნათესავებმა დაკრძალვისთვის სამზადისი დაიწყეს, პარალელურად მოხუცი ქალის გვამი მორგში გადაასვენეს. 11 საათი მაცივარში ყოფნის შემდეგ, ტომარა, რომელშიც იანინას გვამი იდო მოულოდნელად შეირხა, რამაც მორგის თანამშრომლებში შოკირება გამოიწვია. როგორც ნათესავები იხსენებენ, შუაღამისას მათ სახლში ზარი გაისმა, კარის ზღურბლთან მორგის თანამშრომელი იდგა, რომელმაც ნათესავებს აუწყა, რომ მოხუცი გაცოცხლდა. იანინა კოლკევიჩი სახლში მოიყვანეს, იგი სიცივეს უჩიოდა და ცხელი ჩაი მოითხოვა. 30 წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე ოჯახის ექიმმა განაცხადა, რომ "იგი არ სუნთქავდა, გული არ უცემდა და არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ იგი ცოცხალი იყო." პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 168 2-ს მოსწონს
|