საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი მშობლებთან და მეგობართან ერთად დუბაიში დასასვენებლად მიემგზავრება 2014, 14 ნოემბერი, 0:01 "4 დღეს მზიან დუბაიში დედასთან და მამასთან და კიდევ ახლო მეგობართან ერთად გავატარებ"-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. "ცოტა დავიღალე. ბევრი საქმე, გადაღება, შეხვედრა, ვალდებულებები, დაძაბულობები მიმეწყო და მივხვდი რამდენიმე დღე აუცილებელია დასვენება. ბევრი არ მიფიქრია და დავურეკე მამაჩემს და დედაჩემს. მოვუყევი რომ ორგანიზმი ენერგიის დატენვას მთხოვდა და ვუთხარი წამო სადმე მზიან ადგილას წავიდეთთქო. ზურიკოს ბევრი არ უფიქრია და მიპასუხა: სადაც გინდა შვილო იქ წავიდეთო. დარეჯანმა მშვიდად დაამატა: წამოვალ დე აბა რას ვიზამო. ხო და მივხვდი რომ მთელი ცხოვრება ცალიათ შვილებისთვის და რა მაგარია რომ ასეთია ორივე. 4 დღეს მზიან დუბაიში დედასთან და მამასთან და კიდევ ახლო მეგობართან ერთად გავატარებ. ისე როგორც ბავშვობაში. კარგად რომ დავისვენო ეს დღეები თქვენც დაგემშვიდობებით. იქედან უფრო ენერგიული დაგიბრუნდებით. დროებით და იმედია ამ დღეებში ბევრი საინტერესო და კარგი რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში, "-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე. 685 შეფასება არ არის
|