x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გზა რომელზეც დღეღამის განმავლობაში მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი გადაადგილება.

image გზა რომელზეც დღეღამის განმავლობაში მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი გადაადგილება.
"Passage du Gois"-ესაა "ბურნიოფის"ყურის ფსკერზე გაყვანილი გზა, რომელიც მატერიკულ საფრანგეთს აკავშირებს კუნძულ "ნუარმუტიესთან".
24 საათის განმავლობაში წლის მიქცევის დროს ამ გზაზე 2-ჯერ, რამდენიმე საათის განმავლობაშია გადასვლა შესაძლებელი.
სხვა დროს წყლის მოქცევის გამო ეს გზა 4 მეტრის სიმაღლის წყლით იფარება. ბუნებრივი გადასასვლელი მატერიკულ საფრანგეთსა და ამ კუნძულს შორის რუქაზე პირველად აღინიშნა 1701 წელს.
პირველი გზა აქ გაყვანილ იქნა 1840 წელს და ეს გზა გათვალისწინებული იყო, როგორც ცხენით ასევე საზიდრებით გადასაადგილებლად.
სადღეისოდ ამ გზის სიგრძე 4, 5 კილომეტრია. მართალია გზის სიგრძე დიდი არაა, მაგრამ სურათების ნახვის მერე დამეთანხმებით, რომ ამ გზაზე გადაადგილება საკმაოდ სახიფათოა. მიუხედავად იმისა, რომ გზის ორივე მხარეს მრავლადაა საგზაო ნიშნები, მაინც ხშირად ხვდებიან წყლის "ხაფანგში" ადამიანები რომლებიც სამაშველო სამსახურს გამოჰყავს ან ეს ადამიანები თავს აფარებენ სპეციალურად აგებულ კოშკებში, წყლის მოქცევის დამთავრებამდე.
ასეთ "ხაფანგში" მოხვედრის მერე სამწუხაროდ მანქანა (ხშირად მანქანები)ან ფუჭდება ან წყლის მძლავრი ნაკადი ითრევს და პატრონი მას ჰკარგავს.
imageimage




















imageimage

0
105
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0