იმერეთი სოფელი-20 წელი შუქის გარეშე 2014, 11 ნოემბერი, 23:40 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში, ექსელიძეების დასახლებაში მცხოვრებ 6 ოჯახს ელექტროენერგია 20 წელია, არ აქვს.
მოსახლეობა ელექტროენერგიის აღდგენას მოითხოვს. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელს ელექტროენერგია წლის ბოლომდე აღუდგება. "თუ ამინდებმა მოგვცა საშუალება, სოფელ შროშას ელექტროენერგია წლის ბოლომდე აღუდგება. პროექტირება დასრულებულია, ტენდერებიც, სამშენებლო სამუშაოებზე, დასრულებულია. მიმდინარეობს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა, "-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშუქო სოფლების ელექტროფიცირებისთვის გამოიყო ექვსი მილიონი ლარი. 6 შეფასება არ არის
|