საზოგადოება ავტომობილი კი არ ალამაზებს ადამიანს, არამედ ადამიანი - ავტომობილს 2014, 8 ნოემბერი, 16:41 მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის ავტომობილი მილიონ დოლარად იქნა შეფასებული.
მსოფლიოში ყველაზე ღარიბმა, ურუგვაის პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ, რომელიც ცნობილია თავისი ასკეტური ცხოვრების სტილით, ქველმოქმედებითა და უბრალოებით, შემოთავაზება მიიღო უცნობი არაბი შეიხისაგან, რომელსაც სურვილი აქვს შეიძინოს პრეზიდენტის კუთვნილი ავტომანქანა Volkswagen Beetle 1987 წლის გამოშვების. მანქანა შეფასებულ იქნა ერთ მილიონ დოლარად. ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა გამომცემლობამ El Universal. არაბმა შეიხმა "ხოჭოს" ყიდვის სურვილი გამოთქვა განვითარებადი ქვეყნების სამიტზე "G77 პლიუს ჩინეთი", რომელიც ამ ზაფხულს გაიმართა ბოლივიაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შემოთავაზება არაერთხელ ჰქონია, პრეზიდენტი მუხიკა მხოლოდ ამ წინადადების გამო დაფიქრდა სერიოზულად ავტომობილის გაყიდვაზე, რადგან მასში საარაკო თანხა - მილიონი დოლარი იქნა შეთავაზებული. "-თუ მანქანა ამ თანხად გაიყიდება, მაშინ ეს ფული გადაეცემა ფონდს Plan Juntos ან სხვა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას, რათა დავეხმაროთ ურუგვაელ ღარიბებს", -განაცხადა მუხიკამ. ეს ფონდი თავად პრეზიდენტმა შექმნა და იქ რიცხავს თავისი ხელფასის 90%-ს. სახელმწიფოს მეთაურის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 125 000 პესოს, რაც დაახლოებით 12 500 დოლარს უდრის. რაც შეეხება ავტომანქანას, ის თავად მუხიკამ დეკლარაციაში 70 000 პესოდ ანუ 2 800 დოლარად შეაფასა. 2013 წლის ნოემბერში მუხიკამ შეთავაზება მიიღო ურუგვაიში მექსიკის ელჩისაგან "ხოჭოს" სანაცვლოდ მიეღო ათი თანამედროვე ძვირადღირებული ავტომობილი, მაგრამ მაშინ პრეზიდენტმა უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა ის არაბი შეიხის წინადადებას. დასასრულ მინდა დავამატო, რომ ყველა ქვეყანა იამაყებდა ასეთი ღირსეული, კეთილსინდისიერი და ქველმოქმედი პრეზიდენტით. 114 11-ს მოსწონს
|