სხვა ექსკლუზიური და სენსაციური მასალა სოციალურ მედიაში: - ეგვიპტეში ახლახანს ვარდისფერი გრანიტით მოჩუქურთმებული კირქვის სვეტი აღმოაჩინეს შესანიშნავი ხარისხით შენარჩუნებული "hieroglyphic"- ური წარწერებით 2014, 7 ნოემბერი, 3:48 ეგვიპტის პოლიციამ სასწრაფო წესით მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დაეპატიმრებინათ ეგვიპტის შვიდი მოქალაქე, რომლებიც კაიროდან 25 კილომეტრის დაშორებით"in Al-Badrashin, Giza" არქეოლოგიურ გათხრებს თვითნებურად აწარმოებდნენ. ისინი სასწაული და სენსაციური ფაქტის წინაშე დადგნენ, როდესაც საუკუნეების წინანდელი დიდი ზომის ( 6 ფუნტი - ანუ - მისი სიმაღლე 1, 8 მეტრია), იეროგლიფებით ამოტვიფრული სვეტი აღმოაჩინეს. პოლიციამ ეს უგუნური გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ფიქრობდნენ ისინი ეგვიპტის მოქმედ კანონმდებლობას არღვევდნენ. თუმცა პოლიციას მხედველობიდან გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: - " ეს ადგილი არ იყო შეყვანილი არქეოლოგიური გათხრების ოფიციალურ სქემაში.ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ არაფერი დაურღვევიათ და ისინი სასწრაფოდ გაათავისუფლეს.თუმცა აქ მთავარი მაინც ის აღმოჩენაა, რაც უბრალო მოქალაქეებმა საკუთარ ეზოებში წყლის ჭების გათხრის დროს აღმოაჩინეს: - უძველესი ტაძრის ნაშთები, კირქვის ბლოკები - ამოტვიფრული იეროგლიფებით, საგანძური შექმნილია 3400 წლის წინ, იმ დროს, როდესაც ეგვიპტეს ყველაზე წარმატებული და საინტერესო მმართველი, მეფე - "Thuthmose III" მართავდა.წყაროს ინფორმაციით Thuthmose III - ის მეფობა ითვლება ოქროს ხანად ეგვიპტის ისტორიაში.ის 1479 წლიდან 1425 წლამდე მეფობდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კირქვის სვეტის ფრაგმენტები, რომელიც დაახლოებით ექვსი ფუტია - ანუ 1, 8 მეტრი სიმაღლისაა, მოჩუქურთმებულია ვარდისფერი გრანიტით. ანტიკვარიატის პოლიციის წარმომადგენელმა, გენერალ - მაიორმა Major General Momtaz Fathi განაცხადა: - " ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ძირითადი აღმოჩენა და ამ დროისთვის იქ სხვა სერიოზული ჯერჯერობით არაფერია ნაპოვნი.არქეოლოგიური კვლევა კვლავ გაგრძელდება. მართალია ეს ადგილი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ დღეიდან ის არქეოლოგიურ ზონად გამოვაცხადეთ და კვლევას ინტენსიურად გავაგრძელებთ. ამჟამად აღდგენილია 7 დიდი კირქვის ბლოკი ამოტვიფრული hieroglyphic და წარწერას შენარჩუნებული აქვს შესანიშნავი ხარისხი". 246 9-ს მოსწონს
|