სხვა როგორ იშიფრება ანიმატორების საიდუმლო კოდი, რომელიც Disney-ს მულტფილმებში ფარულად გვხვდება 2014, 5 ნოემბერი, 22:40 არის ერთი "ფარული კოდი", რომელიც აერთიანებს ისეთი ცნობილი სტუდიების მიერ შექმნილ უამრავ მულტფილმს, როგორებიცაა Disney, Pixar და სხვ. კომბინაცია A113 უკვე მრავალი წელია შეფარვით ჩნდება ამ სტუდიების თითქმის ყველა პროდუქციაში, თუმცა ისე, რომ ხშირად მაყურებელი ამას ყურადღებასაც კი არ აქცევს.
მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ ავოტომობილის ნომერს "სათამაშოების ისტორიიდან". ან კიდევ ოთახის ნომერი "მონსტრების უნივერსიტეტში". სასამართლო დარბაზის ნომერი მულტფილმში "მაღლა". ან ფოტოაპარატის მოდელი "ნემოს ძიებაში". ავტომობილის ნომერი "ლილუ და სტიჩიში". და ეს პაწაწუნა ეტიკეტი "რატატუიში". ხშირია მოცემული კოდის გამოყენება მულტფილმში "მანქანები". "სუპეროჯახში" მთავარი გმირი გაიჭედა A1 დონეზე, უჯრის ნომერს კი ალბათ თავადაც ხვდებით: "სიმპსონები". А113 გვხვდება ასევე ბევრ ფილმშიც, მაგალითად "შურისმაძიებლები", "შიმშილის თამაშები", "შეუსრულებელი მისია". კიდევ რამდენიმე კადრი მულტფილმებიდან, რომლებშიც აღნიშნული კოდი გვხვდება: და მაინც, რას ნიშნავს ეს "მისტიური" კოდი? А113 ეს არის კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში იმ აუდიტორიის ნომერი, რომელშიც პირველკურსელები გადიოდნენ გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციის კურსს. ბევრი მათგანი გახდა წამყვანი ანიმატორი ისეთი სტუდიებისა, როგორიცაა Pixar, Disney და სხვ. ამ "კოდის" შეუმჩნევლად ჩასმით ისინი პატივს მიაგებენ თავიანთ მასწავლებლებს, კოლეგებს და ზოგადად ანომატორის საქმეს. 311 4-ს მოსწონს
|