ქალი და მამაკაცი ის, რაც ყველა ქალმა (და კაცმა-ც) უნდა იცოდეს (ტაბუ - ინტიმი) 2014, 4 ნოემბერი, 22:25 დროულად ნათქვამ, თან შესაფერისად შერჩეულ სიტყვას აისბერგის ვულკანად გადაქცევაც კი შეუძლია
დიახ, სამწუხაროდ, უმეტსწილად ქალები თავიანთი პარტნიორებისგან რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ღმუილს ისმენენ, რომელიც, სავარაუდოდ, იმის აღმნიშვნელი უნდა იყოს, თუ რამდენად მშვენივრად გრძნობს მოცემულ მომენტში მამაკაცი თავს. მაგრამ, ჩვენ თვითონ, ქალები „რასა ვიქმთ”? ვიცით ინტიმური ალერსის დროს პარტნიორისთვის თბილი, ალერსიანი სიტყვების თქმა? ნაცნობი ქალებისა და მამაკაცების დამოუკიდებელმა გამოკითხვამ, რომელთა რიცხვშიც შევიდნენ სამსახურებრივი კოლეგები, ყოფილი თანაკლასელები და მეგობრები, გვიჩვენა, რომ დაახლოებით 70 პროცენტს საწოლში დუმილი ურჩევნია. კიდევ ათამდე პროცენტს სურდათ რაიმეს თემა, მაგრამ არ იციან, რისი თქმა უნდათ. დანარჩენები ეუბნებიან, მაგრამ რაღაცნაირად გაუბედავად. მთავარია დაწყება მართლაც, როგორ უნდა მოვახვედროთ მამაკაცი, რომ სულ არ ვართ ცოტაოდენი სექსის წინააღმდეგი? მისთვის ბევრად უფრო იოლია თავისი სურვილების გამოხატვა, რამეთუ იგი ისტორიულად არის დაჩვეული ამ საკითხში ინიციატივის გამოვლენას. დაგვეთანხმებით, ყველა ქალს არ შეუძლია, თავის გულისსწორს პირდაპირ განუცხადოს: „წამოდი ლოგინში, რაღაც ძალიან მომინდა!” ბევრად უფრო ადვილია, ვთქვათ, ასე თქმა: „მოდი მასაჟს გაგიკეთებ!” ან: „ისე მომენატრა შენი ხელები!” თითქოს სრულიად უმანკო ფრაზას: „ძვირფასო, გთხოვ, ზურგზე საპონი წამისვი” – შეიძლება სასიყვარულო თამაშის მოწოდება გახდეს. მაგრამ მამაკაცთა ისეთი კატეგორიაც არსებობს, რომლებიც შეიძლება ვერ მიხვდნენ თქთვენს ქარაგმას. ზურგზე საპნის წასმის მოწოდებაზე ისინი უხეშად გაგხეხავენ (ტყავის აძრობამდე) ქისით და იქაურობას გაშორდებიან და სუფთა ზურგით, მაგრამ სევდიანი მარტოობით დარჩებით აბაზანაში... სასწაული კი არ მოხდება. ამიტომ, თუ თქვენი გადაკრულად ნათქვამი ფრაზები საჭირო მიზანს ვერ აღწევენ, მისი პროვოცირება გამოიწვიეთ. სასხვათაშორისოდ დაუგდეთ გარკვეული შინაარსის წიგნი ან ჟურნალი, ჩაურთეთ ეროტიკული ვიდეოკასეტა, შესაბამისად გამოეწყვეთ, მოეხვიეთ მას და ყურში ნაზად ჩასჩურჩულეთ: „ძვირფასო, რატომღაც მთლიანად ვთრთივარ!...” გარწმუნებთ, მამაკაცი თრთოლვიდან – საამო ჟრუანტელამდე თქვენივე სურვილისამებრ გადაგიყვანთ. თუ კაცი თავს „იქლიავებს” ერთობლივი თანაცხოვრების სტაჟიანი წყვილებიც კი ზოგჯერ ლოგინში გაუგებრობებს აწყდებიან. მაგალითად, მრავალი ქალი ორგაზმს მხოლოდ გარკვეულ პოზაში აღწევს, პარტნიორს კი პოზიციების გამრავალფეროვნება უხალისებს გულს, ამის შედეგად ქალი სიამოვნებას მოკლებული რჩება. როგორ უნდა ვუთხრათ მას, რომ თქვენ რაღაცა არ გაწყობთ? ძვირფასი ქალბატონების უმრავლესობა რატომღაც („წესიერების” მოტივაციით) მიიჩნევს, რომ არაფერი არ უნდა ვუთხრათ, მამაკაცმა ყველაფერი თვითონ იცის. ეს დიდი შეცდომაა. მამაკაცმა ერთი რამ იცის – მას პოტენცია უნდა ჰქონდეს. ამიტომ მას უნდა უკარნახოთ. ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს, მისი თავმოყვარეობის შებღალვის გარეშე და ინტიმური კრიტიკის მნიშვნელოვანი წესების ცოდნით. გაკრიტიკებამდე შეაქეთ: „რა მაგარი ხარ, მოხერხებული, ძლიერი! რა კარგად ვგრძნობ შენთან თავს!” ისაუბრეთ არა იმაზე, რაც მან არასწორად გააკეთა, არამედ იმაზე, რასაც განიცდით, როცა პარტნიორი გეალერსებათ. არასდროს არ შეურაცხყოთ და არ დაადანაშაულოთ, თორემ შეიძლება სამუდამოდ დაკარგოთ ეს მამაკაცი (მათ ორის ქმარიც). თუ თქვენ სიტყვიერად არ შეგიძლიათ თქვენი სურვილების გამოხატვა, ეს გამოხედვით ან ჟესტებით გააკეთეთ. საერთო ენის პოვნა ბედნიერნი არიან ის წყვილები, რომლებიც ახერხებენ საკუთარ სალოგინე საერთო ენის გამონახვას. ეს შეიძლება თქვენთვის ჩვეული ლექსიკა იყოს, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში თავისებური ინტონაციით სასიყვარულო საქმეებისადმი მოწვევას ანიშნავს. სიტყვები, რომლებითაც თქვენს სექსუალურ ქმედებებს აღნიშნავთ ან ერთმანეთის ანატომიური აგებულებით აღფრთოვანებისთვის იყენებთ, ორთავესათვის სასიამოვნო და მისაღები უნდა იყოს. ვთქვათ, თქვენ უხეში, უწმაწურ-ბაზრული ლექსიკა უფრო აღგაგზნებთ. ცხადია, შეგიძლიათ ამ „მარილიანი” სიტყვების ხმარება. მაგრამ თუ ეს თქვენ პარტნიორს თრგუნავს, აღმგზნები თამაშის ნაცვლად ურთიერთგაღიზიანებას და თავის ტკივილს მიიღებთ. იგივე შეიძლება ითქვას ალერსიან სიყტვებზეც, რომელთა გამოყენება მრავალ ქალს უყვარს. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ამ „კუკუნი-ტუკუნებმა” შეიძლება უფრო მეტი ზიზღი გამოიწვიოს, ვიდრე ყველაზე უხეშმა ჟარგონმა. შემამცირებელ საფიქრებს საერთოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ყოფილა შემთხვევები, როცა მამაკაცთა იმპოტენციის მიზეზთა შესწავლისას სექსოლოგები გებულობდნენ, რომ მათი უსაყვარლესი ქალები მგზნებარებით აღსავსე წუთებში პარტნიორის სასქესო ორგანოს „კანფეტს”, „პატარა ბიჭიკოს”, „გოჭუნას” და ამდაგვარ მოფერებით სიტყვებს უწოდებდნენ. მამაკაცური ღირსებების ასეთმა აღსაშფოთებელმა შემცირებებმა პაციენტებს არასრულფასოვნების კომპლექსები განუვითარეს. ფსიქოლოგები სექსუალური ურთიერთობის ოთხ ტიპს გამოყოფენ. 1. მამაკაცური ვარიანტი: სექსის დროს ფაქტიურად უცენზურო გამონათქვამების გამოყენება. მათ გარეშე ადამიანს გულწრფელობა არ ძალუძს. ამან შოკირება შეიძლება გამოიწვიოს, როცა გარეგნულად წესიერი მამაკაცი ტანსაცმლის გახდისთანავე გინებებს იწყებს. მაგრამ ზოგიერთებს იმიჯის ასეთი ცვლა საკმაოდ აღაგზნებს. 2. ქალური ვარიანტი: საბავშვო ბაღისეული ენა (მოფერებით – წაჩლიფინებული), რომელშიც შემამცირებელი სუფიქსები ჭარბობს. დამახასიათებელია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ბავშვობაში მშობლისეული ალერსი დააკლდათ. აქვე სახსენებელია კიდევ ორი ვარიანტი, რომლებიც დამახასიათებელია – როგორც მამაკაცებისათვის, ისე ქალებისათვის. 3. „მუნჯური”. იმის ძირითადი არსი, რისი თქმაც პარტნიორს სურს, გადმოიცემა მიმიკებით, ფესტებით, ინტონაციით, შუალედური ინტერვალებით, კვნესით და გნიასით. 4. „ხილვადი სიმღერა” გათვლილია, რომ იტვიან, „მოყვარულებზე” – „რასაც ვხედავ, იმაზე ვმღერიო”. დამახასიათებელია დეტალური, პროცესის შეღწევადი აღწერით – ერთ-ერთი პარტნიორის ან ორთავე პარტნიორი მიერ. გასაოცარიც კი არის რომ ასეთ, თითქოსდა, არაეშმაკურ ილეთს ზოგჯერ შეუძლია პარტნიორის აფეთქება. რა უყვარდა კაზანოვას? თქვენ ფიქრობთ, რომ დაუოკებელ მაცდურს ქალები უყვარდა მხოლოდ? ცდებით. ჯაკომო კაზანოვას ყველაზე მეტად შოკოლადი უყვარდა. საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქტი ძალებს სწრაფად აღადგენს. სექსოლოგები კი ირწმუნებიან, რომ ეს პროდუქტი შესანიშნავი აფროდიზიაკია. თუ ამ პროდუქტისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება გსურთ, გირჩევთ, იგი ცხელი სასმელის სახით მიიღოთ. როცა სამსახურისგან გადაღლილი და გაღიზიანებული ხართ, დალიეთ ნახევარი ლიტრი შოკოლადი ამბრასთან ერთად. სხვათაშორის, ეს ცნობილი გასტრონომის ბრია-საკარენის რეცეპტია. იგი გვირჩევდა სასმელი წინა ღამით მოგვემზადებინა, მთელი ღამე თიხის ყავადანში შეგვენახა, დილით კი მოკლე-მოკლე ყლუპებით დაგველია. გარდასული წლების მედიკოსებს შოკოლადი მრავალი დაავადების საწინააღმდეგო პანაცეად მიაჩნდათ. მისი დახმარებით მკურნალობდნენ ფილტვების ანთებას, ციებ-ცხელებას და კუჭის ზოგიერთ დაავადებას. დღესდღეობით მედიცინამ ეს რეცეპტები სახუმაროდ შეიძლება აღიქვას. მაგრამ! ყველა ხუმრობაში მხოლოდ ხუმრობის ნაწილია – დანარჩენი სიმართლეა. შოკოლადი შეიცავს ე.წ. ბედნიერების ფერმენტებს, რომლებიც ორგანიზმს სიმხნევით და ენერგიით მუხტავენ. ეს ჯანმრთელობის გემრიელი ელექსირი არც ქალებმა უნდა უგულებელვყოთ. სანამ სასიყვარულო შეხვედრაზე გაეშურებით, მიირთვით ცხელი შოკოლადი და მწარე ნუში. ლუდოვიკო XV-ს ფავორიტმა მადამ პომპადურმა აღმგზნები რეცეპტი მოიგონა: ცხელი შოკოლადი ნიახურით და ამბრით. 3357 2-ს მოსწონს
|