x
image
მანჩო 777
რეალური ისტორია რუსი კონკიასი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ანუ "არა შეჯდა მწყერი ხესა"
ეს ისტორია გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში. იმ დროს იქ ერთი ახალგაზრდა გოგონა ლენა ბარიშევა ცხოვრობდა. საკმაოდ მძიმე პერიოდი იდგა - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი არეულობის დრო და ყველა ცდილობდა როგორც შეეძლო, ისე მოეპოვებინა საარსებო საშუალება. ლენა საარსებო ფულს საკუთარი სხეულით ვაჭრობით შოულობდა. მისი ცხოვრება მიედინებოდა ჩვეულებრივად, როგორც რიგითი მეძავისა, მაგრამ ერთხელ მოხდა სასწაული, რომელმაც ახალგაზრდა ქალის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.


image


ერთხელ ლენა ებრაული წარმოშობის ამერიკელ მილიონერს ბორის კილეშეზს შეხვდა...შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც პოპულარული ფილმის "ლამაზმანის" სიუჟეტში, თუმცა ეს სულაც არ იყო კინო, ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა. რთულია იმის თქმა, თუ რა ნახა ამ უბრალო რუს მეძავში ამერიკელმა მილიონერმა (ქალის მთელ ღირსებას ლამაზი სახე და კარგი ტანი შეადგენდა), მაგრამ ფაქტია, რომ ბორისს ლენა თავდავიწყებით შეუყვარდა და გადაწყვიტა მისი ცოლად მოყვანა.


image



ბორისი ლენას აბსოლუტური ანტიპოდი იყო. ის უაღრესად ჭკვიანი და განათლებული პიროვნება გახლდათ. მას კარგა ხანია უთვალთვალებდა გამოძიების ფედერალური ბიურო, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის მონაწილეობდა დანაშაულებრივი ორგანიზაციების ფულის გათეთრებაში. კილეშეზი დაკავებული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, ახდენდა სხვადასხვა ფონდების ინვესტირებას და აწარმოებდა სავაჭრო ოპერაციებს, მართავდა რა ფულის ნაკადების მოძრაობას ისე ოსტატურად, რომ გამოძიებას უჭირდა მისი გამოჭერა რაიმე მაქინაციებში. ასეთ საქმეში გაწაფული და ფინანსებში კარგად გარკვეული ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა სულელი, მაგრამ ლენამ მას, რომ იტყვიან, თავი დააკარგვინა.


image


ბორისმა თავის ახალგამომცხვარ ცოლს აჩუქა ნამდვილი ზღაპრული ცხოვრება, აღსავსე ფუფუნებითა და სიმდიდით, თუმცა გაუგებარია, ასეთი მდიდარი და გავლენიანი ადამიანი რატომ დაქორწინდა უბრალო მეძავზე, რომელსაც არანაირი ინტელექტი არ გააჩნდა.


image


როცა ბორისმა ლენა ნიუ-იორკში ჩაიყვანა, ის მშვენივრად მოერგო კომფორტსა და ფუფუნებას და ქმარს გამოუცხადა, რომ არ მოსწონდა მისი მდიდრული სასახლე და უნდოდა ისეთი სახლი ჰქონოდა, რომლის შიგნითაც საცურაო აუზი იქნებოდა. აბა რა, პეტერბურგელი მეძავი ეზოში ხომ არ იკადრებდა გასვლას აუზში საბანაოდ?

ბორისი ძალიან ანებივრებდა ცოლს, მან მეორე დღესვე უყიდა ლენას სახლი მშვენიერი აუზით, რომელიც "სულ რაღაც" 4 მილიონი დოლარი დაუჯდა.


image


ბორისი სახლში დროის მეტად მცირე ნაწილს ატარებდა, რადგან გამუდმებით საქმეებით იყო დაკავებული. ლენას სულაც არ აწუხებდა ეს ამბავი. მან გაიჩინა მეგობრები, რომლებიც მუდამ ირეოდნენ მის სახლში და ერთად ატარებდნენ დროს. ბორისი არასოდეს არ იშურებდა ლენასათვის ფულს და ჩუქნიდა მას უძვირფასეს საჩუქრებს: ძვირფას მანქანებსა და სამკაულებს, რომლებიც საკმაოდ დიდი ფული ღირდა.


image


როგორც ნათქვამია, კომფორტმა და სიმდიდრემ ძალიან მალე იცის მიჩვევა: ლენამაც ჩათვალა, რომ ასეთ ცხოვრებას ის ნამდვილად იმსახურებდა და უფრო და უფრო მეტს ითხოვდა ქმრისაგან. კილეშეზის ერთმა მეგობარმა ასე დაახასიათა ლენა: "-ეს იყო ნამდვილი ტიპიური ცოლი ახალი რუსისა-გათამამებული, ზარმაცი და სულელი". ლენა მთელი დღები უსაქმოდ იყო: იწვა აუზის პირას და იღებდა რუჯს, ან ბანაობდა და ჩოგბურთს თამაშობდა, ხოლო საღამოობით მეგობრებთან ერთად ერთობოდა და სვამდა. მისი მეგობრები იხსენებენ, რომ ლენა ბევრს სვამდა და ხშირად იყო მთვრალი.


image


მალე ლენა ყოველგვარ საზღვარს გადაცდა. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა და შედეგებზე სულაც არ ფიქრობდა. ერთხელ მან ბრუკლინელი აფროამერიკელი მესაია ჯასტისი გაიცნო. მესაია წვრილი ნარკომოვაჭრე და ქურდი იყო. გაცნობისთანავე ლენამ სასტუმროში წაიყვანა ჯასტისი და მასთან მთელი ღამე გაატარა. დილით კი დაუვიწყარი ღამის სამახსოვროდ მას ბრილიანტებით გაწყობილი 75 ათასდოლარიანი საათი აჩუქა.


ლენა არც კი ცდილა ქმრისაგან დაემალა თავისი საყვარელი. მას ის დაჰყავდა სხვადასხვა ადგილებში, სადაც ბორისის ცოლს ყველა იცნობდა. რა თქმა უნდა, გამოჩნდენენ კეთილისმსურველები, რომლებმაც ბორისს უამბეს მისი ცოლის თავგადასავლების შესახებ. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა არა ლენას ღალატის გამო: ბორისი საშინლად განრისხდა, როცა ლენასათვის ნაჩუქარი უძვირფასესი 90 ათას დოლარად შეძენილი სამკაული ჯასტისის ხელში აღმოჩნდა. ლენას საყვარლისთვის არაფერი არ ენანებოდა: მას საკუთარი საკრედიტი ბარათიც კი მისცა და ოდნავაც კი არ უფიქრია ის, რომ ნარკომოვაჭრე მაფიის ფულს ხარჯავდა.


როცა ბორისმა შეიტყო, რომ ლენამ საკრედიტო ბარათი საყვარელს მისცა და იქედან დიდი რაოდენობით ფული იხსნებოდა, საშინლად გაცეცხლდა და ლენას გამოუცხადა, რომ გაეყრებოდა და ყველაფერს წაართმევდა. მეგობრები ბორისს ურჩევდნენ, ამ ქალისაგან თავი შორს დაეჭირა, რადგან ის თავის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, თუმცა ბორისი საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო და არანაირი შიში არ ჰქონდა, რომ მას მოკლავდნენ.


თუმცა მოხდა ის, რისიც ასე ეშინოდათ ბორისის მეგობრებს. მათ ის უკანასკნელად 2000 წლის 28 მარტს ნახეს ცოცხალი. ამის შემდეგ ბორისი უკვალოდ გაქრა, ხოლო ლენა მეგობრებთან ერთად დისნეილენდში გაემგზავრა. როცა მას ბორისის დედამ დაურეკა და ჰკითხა, თუ სად იყო მისი შვილი, ლენამ განაცხადა, რომ ისინი ერთად ატარებდნენ დროს დისნეილენდში. ქალი ნიუ-იორკში 6 აპრილს მარტო დაბრუნდა . კითხვაზე, თუ სად გაქრა ბორისი, ლენა პასუხობდა, რომ ის მივლინებაში გაემგზავრა საქმეებზე და სხვა არაფერი არ იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ.


image


12 აპრილს ბორისის დედამ რძალს უბრძანა დაეწერა განცხადება პოლიციაში ქმრის გაუჩინარების შესახებ, მაგრამ ლენას წერაც კი არ შეეძლო, ისეთი მთვრალი იყო. მან პოლიციის განყოფილებაში გონება დაჰკარგა და ალოჰოლური მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.


თავდაპირველად ბორის კილეშეზის გაუჩინარება მისი ბიზნესის სპეციფიკას მიაწერეს, მაგრამ პარტნიორები თავადაც გაცხოველებული ეძებდნენ მეგობარს. რადგან ლენა პოლიციას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდა, ის ეჭვმიტანილად გამოცხადდა და შავკანიან საყვარელთან ერთად დააპატიმრეს, მაგრამ პოლიციას მტკიცებულება არ ჰქონდა და ისინი მალევე გაათავისუფლეს. ბორისის გვამი პოლიციამ აპრილის ბოლოს იპოვა. მისი გვამი ოკეანემ გამორიყა. ის კასრში იყო გაჭედილი, ზურგში კი 38-კალიბრიანი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სხეული იმდენად იყო გასიებული, რომ კასრის დაჭრის გარეშე მისი გამოღება ვერ მოხერხდა.


image


როდესაც მესაია ჯასტისი პოლიციაში მიიყვანეს, მან მაშინათვე აღიარა ყველაფერი. ჯასტისმა პოლიციელებს უამბო, რომ 28 მარტს საღამოს 10 საათზე მას დაურეკა ლენამ და მისვლა სთხოვა. დივანზე ბორისის გვამი ეგდო. ლენამ ჯასტისს უთხრა, რომ ის მოკლა რევოლვერით და დახმარება თხოვა გვამის დამალვაში. მესაიამ გვამი პლასტმასის კასრში ჩატენა და ოკეანეში გადააგდო. მან პოლიციას თამნამშრომლობაზე თანხმობა განუცხადა ლენას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად...


image


ამჟამად ლენა სასჯელს ბედფორდ-ჰილის ციხეში იხდის. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ლენა გამუდმებით უყვება ჟურნალისტებს თავისი ზღაპრული ცხოვრების შესახებ. მას გაუმართლა, ჰქონდა ყველაფერი, რასაც კი ინატრებდა, მაგრამ დაკარგა თავის უჭკუობის გამო. მესაია ჯასტისს მიუსაჯეს ორი წლით პატიმრობა "გვამის უკანონო ტრანსპორტირებისათვის". აი, ასე დასრულდა ზღაპარი ლამაზ ცხოვრებაზე. ლენა ბარიშევას ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ანგრევენ ადამიანები კეთილდღეობას საკუთარი ხელებით.


P.S. ამ ისტორიის გაცნობისას ორი ქართული ანდაზა ამეკვიატა: "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი" და

" მგელი მგლობას არ მოიშლისო". მართლაც ბრძენები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასე მოკლედ და ლაკონურად რომ გადმოსცემდნენ ცხოვრებისეულ სიბრძნეს.



7
578
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
578
  
2014, 8 ნოემბერი, 13:45
ეგ ანდაზაც გამოდგებოდა ფინალისათვის:)
2014, 8 ნოემბერი, 12:58
ნათქვამია კუზიანს სამარის მეტი ვერაფერი გამოასწორებსო
2014, 4 ნოემბერი, 19:09
აზროვნებდა და კიდეც მიიღო:(
2014, 4 ნოემბერი, 18:46
ეს კაცი იმით რომ აზროვნებდა ეს ფაქტია :D ქალი არაფერ შუაშია.
2014, 4 ნოემბერი, 17:56
ფუ რა დებილია :D
2014, 3 ნოემბერი, 23:44
გეთანხმები..ჩვენს ირგვლივაც ასეა: როცა ვაკვირდები ადამიანებს, რომელთაც უშრომლად ჩაუვარდათ ხელში სიმდიდრე, ერთბაშად მეშჩანებად იქცევიან ხოლმე...ვიონც თავის შრომით აღწევს წარმატებას, ის ყოველთვის თავმდაბალია და კეთილი....ნუ გამონაკლისებიც არსებობს, რა თქმა უნდა:)
2014, 3 ნოემბერი, 22:12
ადამიანს ყველაზე მეტად ფული და ძალაუფლება აფუჩებს მაგრამ უმეტესად იმათ ვისაც არ ქონდა და ერთბაშად აფუფუნდა "თავში უვარდებათ"
0 1 7