x
image
მანჩო 777
«Post-mortem» - ჰელოუინის ყოველგვარ ურჩხულებზე საშინელი ფოტოგრაფია
დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს უყვარს საშინელებათა ფილმების ნახვა, ძილის წინ სტივენ კინგის შემზარავი რომანების კითხვა; ბევრს იტაცებს მიტოვებული, მოჩვენებებით სავსე სახლებისა და ძველი სასაფლაოების ხილვა. მაშინ ის, რაზეც ამ სტატიაში გიამბობთ, ნამდვილად აგაფორიაქებთ და შეგძრავთ. სუსტი და ფაქიზი ნერვების პატრონებს კი ვურჩევ თავი შეიკავონ მისი წაკითხვის და განსაკუთრებით ფოტოსურათების ნახვისაგან.


imageimage


«Post-mortem» (ლათინურიდან ითარგმნება, როგორც "სიკვდილის შემდეგ") - ფოტოგრაფიის ჟანრია, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს წარმოიშვა ვიქტორიანულ ინგლისში. ზოგადად ეს მიმდინარეობა პორტრეტის ჟანრს მიეკუთვნება, თუმცა არსებობს ერთი საშინელი გარემოება-ფოტოებზე გამოსახულია მიცვალებულები, რომლებსაც ცოცხლების სახე აქვთ მიცემული.


image



ამ ვიდეოზე ნაჩვენებია ნაწყვეტი ფილმიდან "ფიფქია" (გადაღებული 2012 წელს პაბლო ბერხერის მიერ). ფრაგმენტში შესანიშნავადაა ნაჩვენები, თუ როგორ ხდებოდა სიკვდილსშემდგომი ფოტოსესიის გადაღება.



დღეს ეს ტრადიცია შეიძლება შემზარავად, სასტიკად და შიშისმომგვრელად მოგვეჩვენოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ აზროვნებდნენ ადამიანები XIX - XX საუკუნეების მიჯნაზე. ფოტოგრაფია სულ ახალი ხელოვნება იყო და ადამიანების უმეტესობა მას როგორც საოცრებას, ისე აღიქვამდა. ყველაზე სუევერული ადამიანები თვლიდნენ, რომ ფოტოგადაღების პროცესი მოდელს სულის ნაწილს ართმევდა. ამ უცნაური ლოგიკის მიხედვით, თუ ადამიანს სიკვდილის შემდეგ ფოტოსურათს გადაუღებდნენ, მისი სულის ნაწილი აუცილებლად დარჩებოდა პორტრეტში: ეს იყო ერთადერთი დამამშვიდებელი გარემოება მგლოვიარე ახლობლებისათვის.


imageimage

სიკვდილისშემდგომ გადაღებულ ფოტოსურათებზე უფრო ხშირად ბავშვები იყვნენ გამოსახულნი. ეს სულაც არაა გასაოცარი: ვიქტორიანულ ეპოქაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო და სწორედ ფოტოსურათი გახდა ერთადერთი სახსოვარი, რაც საყვარელი პირმშოს სიკვდილის შემდეგ მშობლებს რჩებოდათ. ბავშვებს იღებდნენ ანგელოზების კოსტიუმებში გამოწყობილს, დედის მკლავებში, საყვარელი სათამაშოების გარემოცვაში; ხშირად მათ მოხერხებულად აძლევდნენ დაძინებულის შესახედაობას.


imageimage

ზრდასრულ ადამიანებს სიკვდილისშემდგომ ფოტოებზე გამოსახავდნენ მჯდომარე ამ მწოლიარე პოზებში. პოზების ფიქსაციისათვის გამოიყენებოდა სპეციალური შტატივები. იმისათვის, რომ სახისათვის ცოცხლის გამომეტყველება მიეცათ, დახუჭულ თვალის უპეებზე ხატავდნენ გახელილ თვალებს.


image

imageimage

post-mortem-ში მომუშავე ყველა ფოტოგრაფისათვის მნიშვნელოვანი იყო სურათზე სიცოცხლის ილუზია შეექმნათ. ეს მათ საკმაოდ კარგად გამოსდიოდათ: ზოგიერთ სურათზე მიცვალებულის გარჩევა ცოცხალი ადამიანებისაგან ნამდვილად შეუძლებელია.


imageimage

ზოგ მოუხერხებელ, არაპროფესიონალ ფოტოგრაფს ხანდახან ნამდვილი საშინელება გამოსდიოდა. გაუგებარია, მიცვალებულის საბრალო ახლობლებს როგორ ეძინათ ამ საშინელი ფოტოსურათის ყურების შემდეგ.


image


დროთა განმავლობაში post-mortem თანდათან გამარტივდა: ფოტოგრაფებმა დაიწყეს ჩვეულებრივი სურათების გადაღება მიცვალებულებისა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეს საშინელი ხელოვნება ნელ-ნელა გაქრა. საინტერესოა, რა იქნებოდა, დღემდე რომ შემორჩენელიყო ეს ტრადიცია. სავსებით შესაძლებელია, დღეს პოპულარული ყოფილიყო სელფის გადაღება მიცვალებულებთან (თუმცა არსებობს ასეთი ერთეული შემთხვევებიც).


image

9
298
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
298
  
2014, 3 ნოემბერი, 23:42
გახსოვდეს სიკვდილი Memento mori-აი ესაა ...
Post-mortem" -სიკვდილის შემდეგ -აი ამას ნიშნავს :)
2014, 3 ნოემბერი, 23:26
"Post-mortem" სიტყვა-სიტყვით ნისნავს: 'გახსოვდეს სიკვდილი". მეც მიდევს სტატია ამ თემაზე, უფროსწორედ ფოტოები უფროა ვიდრე სტატია!
2014, 3 ნოემბერი, 15:26
ჩემი დამჯერი :*
2014, 3 ნოემბერი, 15:15
არ შემარჩინო:)
2014, 3 ნოემბერი, 15:04
მართლაც..მაგრამ ხომ გინდოდა ასეთი შიშისმომგვრელი სტატიები მეწერა?:)
2014, 3 ნოემბერი, 15:01
აშკარად შეძელი და გააღვიძე ჩემში შიშის გრძნობა :) მართლა შემზარავი სტატიაა სურათებთან ერთად :(
2014, 3 ნოემბერი, 14:56
ცოტათი მაინც შეგაშინე? უფ, მე ახლაც დამაჟრიალა ამ სურათების დანახვაზე:(
2014, 3 ნოემბერი, 14:51
შენ უკვე აღარ ხუმრობ :( ცოდო ვარ :(
0 1 9