შოუბიზნესი "მეგას" განცხადება - (იუმორნარევი ესსე, წვიმიანი ამინდის ფონზე) 2014, 1 ნოემბერი, 23:14 ![]() საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალი - დაარსდა 1999 წელს, ამ პერიოდისთვის არსებული 7 სხვადასხვა დასახელების დაჯილდოების ცერემონიალებთან კონკურენციაში რთულად მოიპოვა საკუთარი ადგილი, ვიდრე ქვეყნის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებამდე... გადაიტანა რევოლუციები, ომები, მიწისძვრები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მერები, კულტურის სამინისტროები, შავები, ქურდები, ცისფერები, გადაიტანა ყველაფერი (!) რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ ვიდრე 2014 წლამდე მოსაღწევად! ყველაზე მნიშვნელოვანი - ამ წლების მანძილზე არცერთი(!)... არც-ერთი წელი არ ჩაუგდია და ყველაფრის და ყველას (!) მიუხედავად აკეთებდა ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს, არცერთი წელი არ იუკადრისა არც - ფილარმონიის დარბაზი, არც რესტორნის, არც კლუბის, არც თეატრის... ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა მიზანს რომელიც 1999 წლიდან დაისახა: - ქართველი ხელოვანების სიცოცხლეშივე დაფასება! და ქვეყნის კულტურული ცხოვრევის გზაზე, პრეცედენტის შექმნა, რომ - საქართველო-ც ევროპული ქვეყანაა და განვითარებადი ქვეყნის სტატუსიდან, ოდესმე მაინც გადავა განვითარებული ქვეყნის აბრევიატურით, ახალ სტადიაში. ![]() არცერთი წლის არცერთ პერიოდში არ შეუწყვეტია მთელს საქართველოში მონიტორინგი, ფიზიკურად ჩასვლა-ძებნა-ძიების პროცესი! არცერთხელ არ უთქვამს უარი არცერთი ფესტივალის, კონცერტის თუ ღონისძიების განხილვაზე, "მეგა" ყოველთვის დამოუკიდებელი საშუალებებით აწარმოებს საქართველოს შემოვლას და ყველაფრის დოკუმენტალიზაციას...! ![]() "მეგას" ქონდა, აქვს და ექნება შეცდომები - იმიტომ, რომ მას ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომელთაც უყვართ და ერთგულობენ ამ საქმეს და არანაირად 1999 წლიდანაც კი, არ სურდათ პროექტის ერთჯერადობა! ამიტომაც არ ყოფილა მისი ჩატარება დამოკიდებული არცერთი მთავრობის, ხელისუფლების, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან "მათისტების" დახმარებაზე... მეტიც "მეგას" ყოველთვის ყავდა (!) და ყავს დღესაც (!) მოშურნე ჩინოვნიკები სპეც-სახელისუფლო ორგანიზაციებში, რომლებსაც დღესაც კი აკვირვებთ (!) - თუ რატომ, რატომ არცერთ წელიწადს არ ჩაიშალა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი.... ![]() საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი "მეგა" გილოცავთ მოახლოებულ მე-15 საიუბილეო დაჯილდოებას და ყველა მოწვეულ სტუმარს, ნომინანტს, ჟურნალისტს და დაგელოდებათ - 5 დეკემბერს 19:00 სთ „თბილისი არტ-ჰოლში“, წითელ ხალიჩაზე, ჰაი-კლასის მანქანებით შემოსულნი, ფეირვერკებით, დაცვის კორიდორით და ხალხით... ![]() ![]() 34 1-ს მოსწონს
|