x
image
beko777
საიდუმლო - უთქმელი სიტყვა რომელიც მახრჩობელასავით გტანჯავს
imageგვაქვს თუ არა უფლება, ჩვენი ნება-სურვილისამებრ მოვეკიდოთ სხვათა საიდუმლოებებს? ხშირად ჩვენზე გამხელილი საიდუმლოებებისგან ხომ სხვა ადამიანების ბედია დამოკიდებული.
ვიღაცას ჩვენს მიერ დასაწყისშივე დასმული კითხვა რიტორიკულად მოეჩვენება, ვინაიდან პასუხი თითქოსდა დასაწყისშივე აშკარაა – არა, არა გვაქვს ამის უფლება. მაგრამ თუ ადამიანმა, რომელმაც ეს მოგანდოთ, არ გთხოვათ ენაზე კბილების დაჭერა? ბევრისთვის ცნობილია ასეთი სიტუაცია: თუ დადუმდები და პირში წყალს დაიგუბებ – ახლობელ ადამიანს ღალატობ, ხოლო თუ პირს გახსნი – მეორესთან გამოგივა ორგულობა.


ამბავი პირველი თეა + ლევანი = მეგობრობას
თეას ერთი ძველი და მეტისმეტად დაახლოებული დაქალი ჰყავდა – ხათუნა. ისინი ერთ ინსტიტუტში სწავლობდნენ და თითქმის დანათესავებულნი იყვნენ ერთმანეთთან. მათ ურთიერთობებში ადგილი არ ჰქონია ეჭვიანობას, მეტოქეობას – მხოლოდ ურთიერთმზრუნველობა, დობილური სიყვარული და პატივისცემა სუფევდა. როცა ხათუნა მათ თანაკურსელს – ლევანს გაყვა ცოლად, დაქალი გულწრფელად ხარობდა მათი ბედნიერებით. ეს ბიჭი მისი გაგებით კარგი იყო – ოჯახური, დამყოლი ბუნების და ცოლის დაქალს ხათუნასაც იოლად დაუმეგობრდა. მათ ყოველთვის ჰქონდათ სალაპარაკო თემა და ზოგჯერ – თეას ან ხათუნას სამზარეულოში ამ სახის საუბარი დილამდე გრძელდებოდა... შემდეგ ცხოვრებამ დაქალები თავისთავად დააშორა. ხათუნა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ლევანის მამისეულ სახლში – ხაშურში გადავიდა საცხოვრებლად. შეხვედრები უფრო იშვიათობა გახდა, მაგრამ დაქალების სულიერმა სიახლოვემ ამ გამოცდასაც გაუძლო.


imageმოულოდნელი საუბარი
ერთხელ თეა მეგობრების მოსანახულებლად ჩავიდა მათთან, რომლებსაც იმ დროისათვის უკვე ბიჭი ჰყავდათ შეძენილი. ხათუნას აღარ შეეძლო სამზარეულოში ტრადიციულ მუსაიფში დიდხანს ჩაბმა და თავისი პატარასთან დასაწოლად წავიდა. თეა და ლევანი კი კარგი კონიაკით აგრძელებდნენ საერთო ნაცნობების ცხოვრებისეულ ავ-კარგიანობაზე ჭორაობას. საუბარი თანდათანობით პოლიტიკაზე გადაერთო, მერე კი მარადიულ თემაშიც გადაიზარდა. თეას მრავალ მამაკაცთან ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ მისთვის არც ერთთან არ ყოფილა ასე საინტერესო მუსაიფი, როგორც ლევანთან, თითქმის ისევე, როგორც დაქალთან – ხათუნასთან!.. მაგრამ იმ საღამოს მას სიურპრიზი ელოდა. რაღაც მომენტში ლევანმა დაკარგა გამოცოცხლებული თანამოსაუბრის იერი, მის თვალებში აქამდე უცნობმა სევდამ დაისადგურა. თითქოს, მას რაღაც ვერ გადაეწყვიტა.
– იცი, – თქვა მან საბოლოოდ, – ვერავის ვერ ვუზიარებ, არადა, უკვე ჩემს თავშიც ვეღარ ვინახავ. მე და შენ მეგობრები ვართ, და, ვფიქრობ, გამიგებ და მირჩევ, რა გავაკეთო.


imageდა მან დაიწყო იმის მოყოლა, მის მიერ თანამშრომლებში მოწყობილი „ძეობის” შესახებ, რომლის დროსაც ერთ-ერთ ახალგაზრდა და სექსუალურ თანამშრომელთან „რომანში” გაება. ხათუნა ჯერ ისევ სამშობიაროში იწვა. ლევანი ნანობდა, თავის თავს უნებისყოფობაში ადანაშაულებდა – აქაოდა, მას და ხათუნას დიდი ხანია სიახლოვე არ ჰქონიათ, – ხოლო, როცა უკვე დაწვრილებით იწყო ყველაფრის აღწერა, თეას იგი არ შეუჩერებია. მისთვის ძალიან მტკივნეული იყო ამის მოსმენა, მაგრამ მან იცდილა და შეძლო გულში ლევანის გამართლება. დიახ, შეიძლება ეს შექმნილი გარემოებების ბრალიც იყოს, მაგრამ ლევანი რაოდენ დადებითი პიროვნებაც არ უნდა იყოს, მაინც ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მამაკაცია. მთავარია, სინანული სარგებლად წაადგეს და მეორედ აღარ განმეორდეს ასეთი რამე. ეს ყველაფერი დაუფარავად უთხრა ლევანს და ძალიან იმედოვნებდა, რომ თემა ამით ამოიწურა.



imageმარადიული თემის „P.S.”
ერთ თვეში ლევანი თბილისში ჩამოვიდა საქმეებზე. ცხადია, თეასაც ესტუმრა. როცა ქალმა ჩვეულებრივი გამოკითხვის შემდეგ ცხოვრებაზე იხილა, როგორ სძლევდა ლევანის გამოხედვას უკვე ნაცნობი ნისლი, შიგნიდან გული მოეწიწკნა. დიახ, თურმე, ამ რომანს ერთდღიანი ბედი არ ეწერა, გაირკვა, რომ ლევანი იმ ქალის ვნებიანობის ბადეში იყო გახლართული და თავის დასაძვრენად ისე აღარც ფართხალებდა. სექსუალურ კოლეგაზე ერთი შეხედვაც კი ციებ-ცხელებაში აგდებს და სისულელეების ჩადენას აიძულებს. ხათუნა და შვილი მას უყვარს, მათ გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმოუდგენია... მხოლოდ ერთი იმედიღა რჩება, რომ ეს აკვიატებული გატაცება თავისით გადაუვლის. მაგრამ, ამისათვის, ალბათ, მისით მოყირჭებაა საჭირო? თეა რას ფიქრობს ამაზე?.. თეა კი არაფერს აღარ ფიქრობდა, მას მხოლოდ ის სურდა, რომ ლევანი გაჩუმებულიყო და წასულიყო. მაგრამ მისი წყენაც არ შეეძლო, რაც არ უნდა იყოს – მეგობარია! ამიტომ დუნედ ურჩია რაღაც გაურკვეველი და დიდი სიამოვნებით გაისტუმრა სახლიდან.


imageგრეხილი თოკი ერთხელაც წყდება...
თეა სინდისის ქენჯნამ ლევანის პირველივე გულის გადახსნიდან შეაწუხა. სიტუაცია ხათუნასათვის აშკარად დამამცირებელი იყო. ლევანს არ უთხოვია თავისი სექსუალური თავგადასავლის ცოლისთვის დამალვა, მაგრამ ეს თითქოსდა იგულისხმევოდა. იგი ცოლს მათივე კეთილდღეობისთვის ატყუებს? მაშინ ხათუნაც ასევე უნდა მოიქცეს? თუ კეთილდღეობა სწორედ ასო „i”-ზე წერტილის დასმით მოვა? ძრწოლა და შფოთვა ლევანის აღსარებების პარალელურად მატულობდა. მან კი მოუხშირა გულნადების თხრობას, როცა ვერ მოდიოდა, ურეკავდა. თეა ევედრებოდა მათი პირადი ცხოვრების დეტალებისგან თავდახსნას. ლევანის ეწყინა – თეა ხომ მათი ყველაზე ერთგული მეგობარი იყო!.. ასე გაგრძელდა თითქმის წელიწადნახევარი და როცა მორიგ ჯერზე „ერთგულ მეგობართან” გამოცხადებული ლევანი უკვე სხვა ქალზე ალაპარაკდა, რომელთანაც არამიწიერი ვნებათა ღელვა აკავშირებდა, თეამ გადაწყვიტა...
იყო დიდი ალიაქოთი, ცრემლები, მუქარა, გაყრის სურვილი. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ძველებურად დარჩა. ე.ი. ხათუნამ და ლევანმა ოჯახი შეინარჩუნეს. თუმცა, ეს უკვე უწინდელ მთრთოლვარე კავშირს აღარ ჰგავდა. თეამ კი ერთდროულად ორი მეგობარი დაკარგა და მხოლოდ დამტანჯველი დანაშაულის გრძნობა ერგო წილად.


imageამბავი მეორე „სიძე... შე-ძველო!”
ამ ზაფხულს მარინა ბათუმს მხოლოდ ნათესავთა მოსანახულებლად როდი მიემგზავრებოდა, მას ზღვაზე დასვენებაც სურდა. კიდევ ქორწილში მოუწევდა დროსტარება! დეიდაშვილ ანას საბოლოოდ ბედმა გაუღიმა და მონახა ღირსეული ადამიანი. „საბოლოოდ” – იმიტომ, რომ, თავისი 23 წლის მიუხედავად, ანას უკვე რამდენიმე პირადი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი, რომელთა შორის თითოეული რომანტიკული ზღაპარივით იწყებოდა, შემდეგ ყოფითი დრამის მონახაზს ღებულობდა და, თავის მხრივ, ჩვეულებრივი სიყალბით მთავრდებოდა. ამასთან, ფინალი რატომღაც ყოველთვის საკურორტო სეზონს ემთხვეოდა. მარინას ყოველ ზაფხულს უწევდა დეიდაშვილის დამშვიდება. „რჩეულმა”, ჩალისფერთმიანმა მერაბმა მარინაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ერთი ჩვეულებრივი ყმავწილკაცია. აი მომავალ რძალს კი აშკარად განუწყვია თავისკენ საქმრო. იგი ანასთან ერთად საღამოობით სიგარეტის მოსაწევად გამოდიოდა ქუჩაში, უაზრო ყბედობას ეძლეოდნენ, სანაპიროზე მერაბი მზრუნველად უსვამდა ზურგზე გასარუჯ ზეთს, როცა ანა ბაზარში საყიდლებზე შეივლიდა, ისიც დამხმარედ აეკვიატებოდა ხოლმე. მაგრამ არც საამო საზრუნავით დაკავებული საპატარძლო და არც ქორწილის სამზადისისთვის შეგროვილი ნათესავები ვერ ამჩნევდნენ სასიძოს მარინასადმი უცნაურ ურთიერთობებს.


imageახალი ნათესავი – ახალ საქმეებში
ქორწილამდე უკვე ორ დღეზე ნაკლები იყო დარჩენილი. ანას მშობლების პატარა ბინაში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. სასიძოც აქვე ცხოვრობდა, ვინაიდან წარმოშობით გურული იყო. იმ საღამოს ადრე დაწვნენ. ახალგასაბედნიერებლებს და მარინას ტერასაზე გაუშალეს ლოგინები. საწოლები გოგოებმა დაიკავეს, მათ შორის „ლეჟანკაზე” კი მერაბი მოთავსდა... მარინას მოულოდნელად გამოეღვიძა და მაშინათვე მიხვდა, რისგან. მას მოეჩვენა ან მართლაც შეეხო ვიღაცა მკერდზე? ალბათ, მოეჩვენა. მაგრამ ჯერ მხოლოდ თვალების დახუჭვა მოასწრო, რომ კვლავ იგრძნო მხურვალე მამაკაცის ხელის მსუბუქი შეხება. მერაბი... მარინამ ხელი ჩამოაშორებინა, მაგრამ მან უტიფრად კვლავ დაადო მკერდზე ხელი. მარინამ სულ ახლოს უკვე მისი წყვეტილი სუნთქვაც გოგონა... საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა სიბნელეში მდუმარე ორთაბრძოლა. მარინას სურდა, ამ ავხორცი ლაწირაკისთვის ყველაფერი პირში მიეხალა, რასაც მასზე ფიქრობდა, მაგრამ არ შეიძლებოდა. ვაი...და, ანას გამოეღვიძა. ამიტომ მან მხოლოდ ზეწარი ნიკაპამდე აიჭიმა, რამდენიმე გამომაფხიზლებელი სიტყვა მაინც უჩურჩულა მოიერიშე ველურს და შეეცადა, მომავალი ნათესავისგან ოდნავ მოშორებით დაწოლილიყო. „ვუთხრა თუ არა, რომ ამ ნაძირალას არ უყვარს იგი, რომ ტყუილად მიყვება ამ გარეწარს ცოლად?” – ფიქრობდა თავისთვის მარინა.
მისი არცთუ მცირე ცხოვრებისეული გამოცდილება აშკარად არასაკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად... მერაბმა დილით, ვითომ არაფერი, უტიფრად გაუღიმა და მიესალმა – „პატარა გარეწარი! არადა, დარწმუნებულია, რომ დეიდაშვილს არაფერს ვეტყვი”.
და არც უთქვამს. ძლივს მოიცადა ქორწილის ჩამთავრებამდე და სახლში გამობრუნდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვეოდა ბათუმს და კვლავ დაუწყებდა ანას დაწყნარებას, რომლის ქორწინებაც, ლოგიკურად, ხანგრძლივი არ უნდა აღმოჩნდეს. მაგრამ ის შეცდა. ანა და მერაბი თუმცა ბედნიერ წყვილად ვერ მოიხსენიებოდნენ (ხან ეყრებოდნენ, ხან რიგდებოდნენ), მაინც ერთმანეთის მეუღლეებად დარჩნენ. მარინამ კი ბათუმიდან ფეხი ამოიკვეთა.
imageმნიშვნელოვანი ინფორმაცია - გირჩევნიათ, არ იცოდეთ...
საიდუმლოები სხვადასხვანაირი არსებობს – სერიოზული და არც ისე, საშინელი და არც ისე შემზარავი, კარგი და ცუდი... ამ ნუსხის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ, პრინციპში, „მიმღები” მხარისათვის სხვისი გულწრფელობების ეს კატეგორია მხოლოდ ორი სახისაა: ის, რასაც მონდომებით ვისმენთ, და ის, რაც არასდროს გვეცოდინებოდა და ამის სურვილიც არ გვქონდა. პირველი გვართობს, თანაგრძნობისკენ გვიბიძგებს, მეორე უფრო ხშირად, უბრალოდ, ურთულებს ცხოვრებას საიდუმლოს თანამოზიარეს და, ალბათ, აღარც ღირს იმის დაზუსტება, როგორი გულნადებების ცოდნისგან უნდა გვეკავოს თავი მოშორებით. „ეს როგორღა ავიცილოთ? – იკითხავთ თქვენ, – წინასწარ ხომ უცნობია, რის მოყოლას აპირებს თანამოსაუბრე”. ეს იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. აღსარებები ყველაზე „საინტერესო” ადგილას აღკვეთეთ, როგორც კი მიხვდებით, რომ ამის ცოდნა არაფერს გარგებთ. ხოლო თუ ვინმემ მაინც დაიცალა გული და „მისი დივანის ქვეშ ჩაწყობილი ყველა ჩონჩხის შესახებ” იცით, უმჯობესია, ამაზე არ დაიციკლოთ. ჯერ ერთი, ყველაფერი ნათქვამი აუცილებლად სიმართლეს არ ნიშნავს; მეორე – მსგავსი საიდუმლოებები – თქვენი თავის სატკივარი არ არის. არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება: ყველა საიდუმლო ადრე თუ გვიან კარგავს იდუმალებას და აშკარა ხდება.


imageმიმნდობლობა გჭირდებათ?
იშვიათად ვინმეს თუ ძალუძს, არ გაუზიაროს თავის გულში ჩამარხული საიდუმლო თუნდაც ერთ ადამიანს. ეს სავსებით ნორმალურია. მითუმეტეს, თუ ეს მოვლენა რაღაც უჩვეულოსთან, ემოციურად გაჯერებულთან არის დაკავშირებული. ასეთ რამეზე უეჭველად უნდა იმსჯელოს ადამიანმა ვინმესთან, რამეთუ ადამიანს ქვეცნობიერად სურს დაუბრუნდეს იმ შემარყეველ განცდებს, შეიგრძნოს ისინი ხელახლა თუნდაც უმცირესი დოზით... და უფრო ხშირად ასეთი განცდები – სწორედ სასიყვარულო და სწორედ „მანკიერია”. ასეთი ისტორიების მოსმენა საინტერესოც არის. თუ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი მეგობრისა თუ დაქალის გულწრფელობები თქვენთვის კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანის პირად ინტერესებს ან ღირსებას არ ეხება. ამ ჟამს კი უკვე ღირსეულად უნდა მოიქცეს როგორც მოსაუბრე, ისე მსმენელი. ამ „მესამე” პირს უფლება აქვ, თავისი საიდუმლოებები გააჩნდეს. ასე რომ, რაკიღა უკვე გადაგხდათ „ეპიზოდი”, რომლის გაზიარებაც ვინმესთან გსურთ, უმჯობესია, გული ვინმე შემთხვევით გამვლელთან ან თანამეგზურთან დაიცალოთ, რადგან თქვენი ურთიერთობების გაწყვეტას (ობიექტური მიზეზების გამო) არ რისკავთ!


imageძვირფასი თვისება
ცხადია, ყველასათვის სასურველია, რომ ჩვენი საიდუმლოების შესახებ – როგორც ასეთის – მხოლოდ წესიერმა ადამიანებმა იცოდნენ. პატიოსნება – ძვირფასი თვისებაა და, როგორც ყოველი ძვირფასეული, საკმაოდ მყიფეა. ორთავე შემთხვევაში, რომლებსაც თქვენ გაეცანით, მამაკაცებს წესიერ და პატიოსან ქალებთან ჰქონდათ საქმე – კერძოდ, სწორედ ამიტომ იცლიდა ლევანი თეასთან გულს, მერაბმა კი უკადრისობა შესთავაზა მარინას. ისინი ინტუიტიურად გრძნობდნენ, რომ ქალები უკანასკნელ მომენტამდე აარიდებდნენ თავიანთ ახლობლებს უსიამოვნებებს და ნამდვილად არ დაუწყებდნენ შანტაჟირებას და ინტრიგებში გახვევას. თუმცა, ლევანმა სათანადოდ ვერ შეაფასა თეას – დაქალის ბედზე პასუხისმგებლობის დონე, მაგრამ გათვლა მაინც სწორი იყო. მაშ სწორედ ამ ქალების პატიოსნებას „გაუხუმრია” მათზე შავი იუმორით. და როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, არათუ მცირე, არამედ უამრავია ისეთი სიტუაცია, როდესაც არც ისე წესიერი ადამიანები – სხვების წესიერებას იყენებენ საკუთარი შავბნელი მიზნების მიღწევისათვის. ბოროტად არ უნდა ვიყენებდეთ ადამიანის ამ სპეტაკ თვისებას. ძვირფასეულობით ხომ არ თამაშობენ? არც ძვირფას ადამიანებს უნდა წავეთამაშოთ. უმჯობესია, საკუთარი პრობლემები სპეციალისტს, იგივე ფსიქოლოგებს მივანდოთ, მითუმეტეს, რომ ისინი უფრო კვალიფიცირებულ და ოპტიმალურ რჩევას მოგვცემენ.


image

0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0