ახალი ეპიზოდი. გივი ძიას სახლი.
გივი ზის უყურებს ტელევიზორს. შედიან ლაშა და ლევანი. გივი გამოხედავს, ლევანის დანახვაზე წამოხტება.
გივი - (გაბრაზებული ტონით) რა გინდა შვილო მაინც და მაინც აქ უნდა
მოკვდე?
ლაშა და ლევანი დაბნეულები დგანან.
ლაშა - (თავისმართლების ტონით) დალევას არ ვაპირებთ.
გივი - ჩაიგდე ენა.
ლევანი - (მორიდებით) ერთი წუთით შემოგიარეთ სანახავად.
გივი - სტუმარი ღვთისაა შვილო, რამდენი ხნითაც გინდა მოდი, თავის
მოსაკლავად ნუ მოხვალ.
ლევანი - გავალ მანქანას გავუშვებ (გადის გარეთ, დგას ქუჩაში. გამოჩნდება
ზურა არყით ხელში. ლევანი ტუჩებზე მიდებით ანიშნებს ჩუმადო
და ხელითვე ანიშნებს, წადიო.ზურა მხრებს იჩეჩავს და ტრიალება
უკან. ლევანი შედის სახლში).
ლაშა - ჩამოჯექი!
ლევანი - გივი ძია, ბოდიში რომ შეგაწუხეთ.
გივი - სტუმარი ყოველთვის მიხარია, არ მაწუხებს.
ლევანი - წინა სტუმრობა მაქვს მხედველობაში.
გივი - ჯობია არ გავიხსენოთ (შეხედავს ორივეს) მესამე მუშკეტერი სად არის?
ლაშა - დილით ვნახე, ფხიზლობს.
გივი - მაიამ შეიძლება ჩემს ძმასთან იმუშაოსო, ასე რომ უნდა იფხიზლოს
ლევანი - (წამოდგება) გივი ძია დროებით.
გივი - რა გეჩქარება ეხლა არ მოხვედი?
ლევანი - მეგობარი მელოდება, თორემ სიამოვნებით გავჩერდებოდი.
გივი - კარგი შვილო. მოსვლაც შენი ნებაა და წასლაც.
ლაშა - გაგაცილებ.
ლევანი - არ მინდა
ლაშა - მაინც არაფერს ვაკეთებ (გამოდიან)
ლევანი - კიდევ კარგი ზურას გაფრთხილება მოვასწარი.
ლაშა - მივხვდი, სადაა?
ლევანი - ალბათ მარკეტთან, შორს არ წავიდოდა. (გადიან)
ქრება შუქი
ნათდება დევიკოს და ნინოს სახლი, შედის ეკუსი.
ეკუსი – ჩემო გენაცვალეებო, რანაირად იყურებით, გადაიფიქრეთ?
დევიკო - (ღიმილით) ბავშვი გვეყოლოს და ექიმთან კი არა ჯადოქართან მივალ.
ეკუსი - სად აპირებთ და როდის?
ნინო - უფრო იმ კვირაში, გავიგებ ვისთან ჯობია, ყიდვაც მინდა რაღაცის.
ეკუსი – ნერვები არ მომიშალოთ (თხოვნის ტონით) ძალიან გთხოვთ,
(ნინო და დევიკო გაკვირვებულები უყურებენ) გეხვეწებით!
დევიკო - (შეხედავს ნინოს) რა უნდა?
ეკუსი – ნერვები არ მომიშალოთ, მეტი არაფერი!
ნინო - (ეკუსის)O რაღაცას ვერ ვგებულობ?
ეკუსი – არა, არა, ნერვებს არ მოგიშლითო მითხარით და დავწყნარდები.
(დევიკო და ნინო შეხედავენ ერთმანეთს)
დევიკო - ნამდვილად არ მოგიშლით.
ეკუსი - (წყნარი ტონით) გადაწყვეტილია ნერვებს არ მომიშლით (უყურებს ორივეს).
ნინო - არა, რა შეგვჭამე!
ეკუსი - სიტყვა, სიტყვაა. რა არ უნდა გაუვიდეს? (უყურებს ორივეს)
დევიკო - წყალი.
ეკუსი - რატომ არ უნდა გაუვიდეს? (თვითონვე პასუხობს) იმიტომ, რომ სიტყვა მტკიცეა.
ნინო - (ღიმილით) ფსიქიატრი მაინც ვიყო, უცებ გავიგებდი რა უნდა.
ეკუსი - მეე? არაფერი (პატარა პაუზა) სიტყვა სიტყვაა.
დევიკო - (ნინოს) ეჰ, რა გოგო იყო?!
ნინო - აბა, აბა (იცინიან)
ეკუსი იღებს ჯიბიდან კონვერტს დებს მაგიდაზე.
ეკუსი – მკურნალობის საფასურს ბაჩას ფირმა იხდის სიტყვა სიტყვაა! არ მანერვიულოთ!
ნინო - ეს უკვე მეტისმეტია. Yყველაფერი ვიცით. (დაღონებული) წინა კვირას გავიგეთ, რადგან შენ არაფერს იძახდი, ჩვენც გაჩუმება ვარჩიეთ.
ეკუსი – (შემკრთალი ხმით) რა გაიგეთ? Aარ მესმის.
ნინო– ბაჩას რომ წაართვეს ბიზნესი და დაჭერას ძლივს გადაურჩა. ისიც ვიცით მართალია მაგრამ ვერაფერს ხდება.
დევიკო– ესეთი ისტორიები უკვე ხშირად მესმის (მოფერებით) ესეთ ნაზ არსებას რამდენის გადატანა მოგიწია, ბაჩასაც რომ არაფერი უთქვია. შენ გააფრთხილებდი, შენი თავებია.
ნინო– რატომ არ მითხარი? სხვებისგან უნდა ვგებულობდე? Eესაა დაქალობაში დახურული თემა არ არსებობსო?
ეკუსი – ბავშვი რომ გაგიჩნდებოდათ, მერე ვაპირებდი თქმას.
დევიკო – კიდევ გვატყუებს (მხიარულად) გამოუსწორებელია.
ნინო – როცა არაფერს იმჩნევ, ესეც თავისებური შოკია დამიჯერე. ძალიან გთხოვ პირველ რიგში, ხარჯები შეამცირე.
ეკუსი – კარგით, დაწყნარდით, არანაირ შოკში არა ვარ. არც გაკოტრება მემუქრება სულ მცირე ოცი - ოცდაათი წელი მაინც.
ნინო – დარწმუნებული ხარ?
ეკუსი – (გაბრაზებული) არა, დაშოკილი ვარ და მაბოდებს. (პატარა პაუზა) თქვენთან შეიძლება თქმა, სხვანაირად მაინც ვერ დაგაწყნარებთ (ყავას მოსვამს) ჩემი უახლოესი ლოკაცია ყველა დროის ყველაზე ჩერჩეტ ქალად მთვლის.
დევიკო– ცდები, ჩვენ არასოდეს (ეკუსი ხელით აჩერებს).
ეკუსი – ბოდიში, თქვენს გარდა. მოკლედ სანამ ბიზნესი ბაჩას ეკუთვნოდა, ყველა დროის ყველაზემ (ხელით მიანიშნებს საკუთარ თავზე) ყველასაგან შეუმჩნევლად, შევძელი გადამენახა საკმაოდ სოლიდური თანხა (თავმომწონედ) როგორია?
ნინო – (სასიამოვნოდ გაკვირვებული) იცოდი რომ ესე მოხდებოდა?
ეკუსი – (წყნარი ტონით) სიბილა არ ვარ. დიასახლისის ინსტიქტი ჩემო გენაცვალეებო. რა გაკვირვებული მიყურებთ? თუ სავალდებულოა ქვაბებით ვჟონგლიორობდე გაზქურასთან.
დევიკო – ესეთ კარგ ხასიათზე კახური ღვინოც ვერ დამაყენებდა.
ნინო – მეც რაღაც მსუბუქად ვარ.
ეკუსი– დიდხანს არ იქნები, დამძიმდები (გაიცინებენ) ასე რომ ყველაფერი კარგადაა, კონვერტი რჩება.
ნინო - არა, არც იოცნებო.
ეკუსი – ეს ჩემი ბოლო სათხოვარია! (პატარა პაუზა) ბოლო, სულ ბოლო
(ვითომ ტირის) ამდენი გადავიტანე. თქვენ მაინც დამინდეთ. (ნინო და დევიკო შეხედავენ ერთმანეთს).
ნინო - (ცოტა გაბრაზებული ტონით) თუ სიტყვას მომცემ, რომ, მართლა ბოლოა კარგი!
ეკუსი – (გახარებული) გაძლევთ სიტყვას!
ნინო - წესიერად დაფიქრდი!
ეკუსი – უკვე დავფიქრდი და გადავწყვიტე, იყოს ბოლო, თანახმა ვარ
დევიკო - რას ერჩით თანახმაა!
ნინო - (დევიკოს) მაშინ ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ
დევიკო - (გაკვირვებული) რომელ ლოგიკაზე ლაპარაკობ ვერ ვხვდები
ნინო - (დევიკოს ღიმილით) სიტყვა მომეცი რომ არ მანერვიულებ!
დევიკო - ჩვენმა საინფორმაციოებმა ვერ ისწავლეს მუშაობა წინასწარ არ
უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ საგიჟეთში ღია კარის დღეა
ნინო - (იცინის) იძლევი სიტყვას თუ ვინერვიულო (ეკუსი ხელებით ანიშნებს
დევიკოს მე არაფერ შუაში არა ვარო)
დევიკო - (მხიარული) კარგი თქვი რა გინდა!
ნინო - დღეს სამშაბათია, შაბათამდე არ მეცლება.მინდა უჩემოდ იყიდო ახალი.
ფეხსაცმელი და წავიდეთ ექიმთან!
დევიკო - სულ ესაა?
ნინო - (თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.თითქოს რაღაცა უმნიშვნელოს
ეუბნება) ფეხსაცმლისათვის საყიდლად ორასლარიანი ჯიბეში ჩაგიდე
დევიკო - (გაკვირვებული) გაგიჟდი, ორასლარიანი თუ არ ჩავიცვი
ეკუსი - ძვირზე იაფი, არაფერია.
ნინო - (ეკუსის) ისიც უთხარი, რომ სიტყვა - სიტყვაა
დევიკო - მორჩი თორემ გაიტყეპები
ნინო - არაფერსაც არ მოვრჩები
დევიკო - (ცოტათი მკაცრი ტონით) გაიტყეპებითქო
ნინო - სიტყვა შენ თქვი, მე არ მითქვია
დევიკო - (თხოვნა - მუქარის ტონით) არ მინდა რომ გაიტყიპო ნუ მაიძულებ.
ნინო - (არ იშლის თავისას) ეკუსი აქ იყო, მოისმინა (ეკუსი თავს უქნევს)
დევიკო - რა ვერ გაიგე, არ მინდათქო
ნინო - გავიგე ბატონო ჩემო რომ არ გინდა (ეუბნევა გაპრანჭვით) იქნებ მე მინდა გამტყიპო.
(ეკუსი და ნინო გაიცინებენ)
დევიკო - თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. გავალ დავახურდავებ, ასი ლარიც ეყოფა ფეხსაცმელს. შაბათს ერთად ვიყიდოთ. (მხიარული ტონით) მეორე ასი ლარით კარგად ვიქეიფოთ.
ნინო – ქეიფი კვირას. სოფლიდან ნობათიც მოგვივა.
ეკუსი – ვერ წარმომიდგენია კახა ბიძია და ნელიკო სოფელში როგორ ძლებენ.
ნინო – ძლებენ კი არა ერთი დღით ჩამოსვლაც არ უნდათ, სხვებს ატანენ. შვილიშვილი რომ ეყოლებათ, მერე არ ვიცი.
დევიკო - დღეს დამღალეთ, წავიდეთ გავისეირნოთ მაინც.
ეკუსი – (ცოტა გულდაწყვეტილი) მეგონა ხვალ ან ზეგ მიხვიდოდით
ნინო - კაი, კაი ორშაბათამდეც არაფერი დარჩა
გადიან. ქრება შუქი ახალი ეპიზოდი.შემოდიან დევიკო და ნინო. ისმის ბავშვის ხმა - ფული ვიპოვნე.
ნინო - (ხმაზე მიიხედება) ჩვენ რომ ვიჯექით იმ სკამთან ბავშვმა ფული იპოვნა უცებ დაიხედავს ხელებზე) ჩემი 5 ლარი (შეხედავს დევიკოს), არა უშავს ვითომ რამე ვიყიდე
დევიკო - რატომ ვითომ, ბავშვს სიხარული უყიდე ცოტაა?! შეხედე რა დღეშია.
ნინო - (მოფერებით) გეთანხმები, საუკეთესო შენაძენია
დევიკო - ეხლა ნერვები არ მომიშალო (ნინო უყურებს და ეცინება) ხილი ჩემი
ფეხსაცმელების ფულიდან ვიყიდოთ
ნინო - (გაიხედება ბავშვისკენ) წასულა, ბანანის ჩუქებაც მინდოდა (დევიკო
ეძებს ჯიბეში ფულს. ვერ პოულობს. ნინოც ინსტიქტურად ჩაიყოფს
ხელს ჯიბეში და ამოიღებს ხუთლარიანს) ქალები მართლა სულელები
ვართ. იქნებ ნახო (აწვდის ხუთლარიანს) ჰა ეს მიეცი.
დევიკო – ხუთლარიანი რა ავატირო.
ნინო– (გაკვირვებული) რატო იტირებს?
დევიკო – ორასი ლარის მაგივრად ხუთს რომ მისცემ არ იტირებს.
ნინო– კაი ნუღა დგეხარ.
დევიკო - დავახურდავებ, 50 ლარს მივცემ (გადის კულისებში. მალე ბრუნდება)
ნინო - ვერ ნახე.
დევიკო – (ცდილობს გაამხიარულოს) სულ შენ რომ პოულობ, ერთხელ სხვამაც იპოვოს.
ნინო– (დაღონებული ტონით) იპოვოს. (პატარა პაუზა) ძალიან მინდოდა ფეხზე გეყიდა.
დევიკო - (ვითომ არაფერი მომხდარა) მშვენიერი ფეხსაცმელებია (დაიხედავს
უყურებს) ცოტა უფრო მოუფრთხილდები და იცოცხლებს.
ნინო - (უცებ გამოცოცხლდება) მოფრთხილებას შევძლებთ, მე ხომ მაქვს კიდევ ორი წყვილი
დევიკო - გეთანხდები. ქალები მართლა სულელები ხართ.
ნინო - ეხლა რა ვთქვი
დევიკო - ორი წყვილი მაქვსო, არ თქვი?
ნინო - მერე?
დევიკო - რა, მერე ქუსლიანებით ვიტასაო ქუჩაში.
ნინო - (იცინის) ეგ არ მიგულისხმია. რადგან ორი წყვილი მაქვს მე ვივლი - თქო ყველგან, ბაზარში, მარკეტში და ლუდზეც რამდენჯერაც გინდა.
დევიკო - (შლის ხელებს) მოდი ჩამეხუტე.
ნინო - გაგიჟდი, ქუჩაში ვართ.
დევიკო - მაშინ ხელკავი (ნინო უკეთებს ხელკავს).
ნინო - შენი ორასლარიანის პოვნა ძალიან გაუხარდებოდა.
დევიკო - კი, ბავშვისთვის მაგხელა ფული განძია..
(ნინო სახეზე სიამოვნების ღიმილი გადაურბენს)
ნინო - ზოგი ჭირი მარგებელიაო. მართალია ფეხსაცმლის ყიდვა გადაიდო სამაგიეროდ ხვალვე შეგვიძლია წავიდეთ ექიმთან.
დევიკო - წავიდეთ, შენ ხომ ორი წყვილი გაქვს. ორივეს მაგივრად შენ რომ
ორჯერ მიხვიდე ვერა? (ორივე იცინის)
შუქი ქრება.
(დევიკოს ოთახი. ნინოს უჭირავს ტელეფონი).
ნინო– (დაღლილი ხმით) ეკუსი მე ვარ (პატარა პაუზა) ვერა ვართ კარგად, სამი დღეა დევიკო დაჭერილია (პატარა პაუზა) პატრულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გამორიცხულია ვგრძნობ იტყუებიან. (პაუზა) მორჩი, მომისმინე (პაუზა) არ მინდოდა არავის შეწუყება, გაუგებრობა მეგონა, დღეს პოლიციაში პროკურორის ნახვა მირჩიეს (პაუზა) საიდან იცი? რომ ჯობია ადვოკატი მიუშვათ (პაუზა) გვიანია ვიყავი, ისეთი ბინძური სიტყვებით მელაპარაკა, სულ აკანკალებული წამოვედი, ჯერ კიდევ ვერ დავწყნარდი (პაუზა) სინამდვილეში რა მოხდა არ ვიცი (პაუზა) კარგი გამირკვიე. თუ არ ეცლება სხვას დავიქირავებ. (პაუზა) გავიგე. ველა საქმეს აკეთებს, თუ არ ეცლება რა ვქნა (პაუზა) კარგი სახლში ვარ გელოდები (სინათლე ქრება).