x
"2011..." 5 ნაწილი

imageდევიკო - (უცებ გაუშინაურდება) ჩემო მხიარულო კამათლებო, რა მოგართვათ რას დალევთ?
ლიკა - (ნაწყენი ტონით) კამათლებო არა! ლიკა და ქეთა.
დევიკო - (მობოდიშების ტონით) როგორც ჭეშმარიტ მონარდეებს სჩვევიათ
ნარდთან გავაკთე თქვენი ასოცირება, წყენინება აზრადაც არ მქონია
ლიკა - (მხიარულად) გვატყობ წყენას? უბრალოდ თავი დავიზღვიეთ.
როცა პროფესიონალი მონარდე, ლეგენდარული მეხი როგორც კამათლებს გვიყურებ დიდია ცდუნება გაგორება დაგვიპირო.
დევიკო - თქვენ ჩემზე გიჟები ყოფილხართ.
ქეთა - შენზე?არა მგონია.
დევიკო - მათამაშებთ?
ქეთა - ზღვა ბოდიში, მარტო ერთმანეთში ვთამაშობთ.
ლიკა - სამაგიეროდ ორი ზღვაა თქვენს განკარგულებაში, შავი და ბოდიში.
დევიკო - ძალიან მინდა რაიმეთი გასიამოვნოთ.
ქეთა - ( ხელს არტყამს სკამს) დაჯექი და უყურე (პატარა პაუზა) ჩუმად!
დევიკო - (არ ისვენებს) კამათელი მაინც გამაგორებინეთ.
ლიკა - (ეტყობა უგებს კარგ ხასიათზეა, ხუმრობს) მეხი, ნუ ელავ, დაწყნარდი
დევიკო - (უყურებს თამაშს) სე სახლში ჯობია.
ქეთა - გვაცალე თამაში!
ლიკა - რომ არ ეთქვა რა, სხვას ვითამაშებდი
ქეთა - (გაბრაზებული) სათამაშოს მეტი რა გაქვს
ლიკა -ნუ მიზეზობ, წაგებული გაქვს.
დევიკო - (ქეთას) გამაგორებინე, გოგო კაცისნაირად ვერ გაიქნევ ხელს.
ქეთა - (შეხედავს დევიკოს, აგდებული ტონით) მართალი ხარ კაცებს ხელის ქნევა არ გესწავლებათ, ჰოდა მიბრძანდი შენ ნომერში, აქნიე და ისიამოვნე (პატარა პაუზა)
დევიკო უხმოდ შედის თავის ოთახში.
ლიკა - (საყვედურის ტონით) რახან აგებ კაცი გააგდე.
ქეთა - არ გამიგდია, ტყუილა ჯდომას ჯობია წახვიდე და ისიამოვნო - თქო.
(იცინის)
ლიკა - ცოდოა, არ უნდოდა მარტო ყოფნა (პატარა პაუზა) აღარ
მიდიხარ, დაუძახებ ვეთამაშები, მარტო აღარ ვიქნებით.
ქეთა - კი არ ვთხოვდები ზღვის პირას გავისეირნებთ და მოვალ.
(დევიკო გამოდის ნომრიდან, გოგოებს არ უყურებს, მიდის კულისებისკენ სადაც პირობითად გზაა).
ლიკა - (გაუბედავად, მორიდებით) ბატონო მეხო, გინდათ თამაში?
დევიკო - (შეხედავს და გაუღიმებს) სხვა დროს იყოს, ახლა ხალხის ხმაური და დალევა მინდა.
ლიკა - ყავას დავლევ.
დევიკო - მომწონს დასაწყისი (ხელის მოძრაობით) წავედით.
ქეთა - მარტო მტოვებ?
ლიკა - დაღამებამდე მარტო მტოვებდი, სიტყვა არ მითქვია, ორი წუთით თუ
დარჩი. გტოვებ?
ქეთა - მოვდივარ! მოტოციკლის ხმაურს, ხალხის ხმაური და დალევა ჯობია.
ლიკა - პირობას რომ მისცემ უნდა დაელოდო (დევიკოს ხელით ანიშნებს უარი უთხარი, არ წამოიყვანოო)
დევიკო - უძველესი ტრადიციით, ყავა უნდა დალიოს ორმა და არა სამმა.
ქეთა - ჩემს მეტი საღადაო ვერ ნახე?
დევიკო - (გამოხედვაზე შეეტყობა, რომ დაუბრუნდა ძველი თავდაჯერებულობა)
რატომ გგონიათ ღადავი (სერიოზული ტონით) დააკვირდი
დასახელებას - ყა - ვა. ე. ი. უნდა დალიოს ორმა.
ქეთა - სამსაც ბევრჯერ დაგვილევია.
დევიკო - (შეფარული დაცინვით) სამს ყავა კი არ უნდა დაგელიათ, არამედ
კა - კა - ო. (ლიკა იცინის)
ქეთა - მაგარს დამცინი და არ ვბრაზდები. რატომ? (პატარა პაუზა)
მოვდივარ გადაწყვეტილია!
დევიკო - (მიუტრიალდება ლიკას) უთხარი დაგიჯერებს!
ქეთა - (გაბრაზდება) არ მოვდივარ (შეხედავს დევიკოს) ერუდიტო ბიჭო
ვინც მარტო რჩება რა დალიოს?
დევიკო - მარტომ (პატარა პაუზა) მარტომ (ხელს მიიდებს ნიკაპზე)
ქეთა - (დაცინვით) ფიქრმა თავი არ გატკინოს.
დევიკო - (უცებ გამხიარულდება) ჩემი დეიდა, ჩემი ფლორა, მართლაც
სრულყოფილებაა. (შეხედავს ქეთას) მარტომ შეგიძლია დალიო ჩაი.
(სამივე გამხიარულდება. დევიკო აგრძელებს დაცინვით)კალიასკიანი
მოტოთი თუ მოვა, შემოგვიარე, ვინმე მესამეს გამოგაყოლებთ,
ნებისმიერ რესტორანში შეძლებთ უპრობლემოდ დალიოთ კა - კა - ო.
(გოგოები გაიცინებენ)წავედით, ლიკა (მოუტრიალდება ქეთას) გი -
სურვებ მხიარულ გასეირნებას (ლიკა გზისკენ იყურება, ქეთა დროს
იხელთებს და კაბის კალთას საკმაოდ მაღლაა აიწევს დევიკოს
დასანახად) ლიკა, გეთაყვა, რომელ ხმაურიან ადგილს მივადგეთ (დევიკო
ვითომ შემთხვევით დააკვირდება ლიკას) რატომ გაბუტული ტუჩები
(ლიკა გაკვირვებისაგან მხრებს აიჩეჩავს) არ შემიძლია გაბუტულ
ტუჩებს ვერ უყურებ, როგორც შენ გინდა ისე იყოს, წამოვიდეს. (ქეთა მიირბენს, უკეთებს ხელკავს).
ქეთა - (მოფერებით) აღარ მიკვირს, რომ მომეწონე. (ლიკა მეორე ხელზე გამოდებს ხელკავს, შეხედავს ქეთას)
ლიკა - არ დაგავიწყდეთ, პირველი ლედის უფლებებით მე ვსარგებლობ. (დევიკო თავის დაკვრით ეთანხმება. Gგადიან. მეორე დღის დილაა.)
დონარა - (გამოდის სამზარეულოდან) სადილი მზადაა. ვინც ეხლა ისადილებთ, კარები გააღეთ, მოგართმევთ! D
დევიკოს ნომერში საწოლზე წვანან ქეთა, ლიკა და დევიკო ჩაცმულები. ქეთას ეღვიძება დონარას ხმაზე. ლიკას დაუწყებს ხელით გაღვიძებას. ნჯღრევაში დევიკოსაც გაეღვიძება.
ქეთა -(დააკვირდება მაგიდაზე მდგარ კონიაკის ბოთლს) ცოტა დამალევინეთ!
ლიკა - (თხოვნით) მეც! (ხელებს იკიდებს თავზე)
დევიკო - (დგება) ჯერ თავო და თავო (დაისხამს დალევს) უჰ, კაია! (გოგოებს
დაუსხამს და მიაწვდის) ლიკა უხმოდ სვამს. ქეთა ტუჩებთან
მიტანილ ჭიქას უკან წევს)
ქეთა - (შეწუხებული ხმით) არ შემიძლია, ვერ დავლევ!
ლიკა - ცხვირზე ხელი მოიჭირე და დალევ (ქეთა ცხვირზე იჭერს ხელს, ერთი ყლუპით სვამს. პატარა პაუზა)
დევიკო - (შეხედავს გოგოებს) ერთიც?
ლიკა - გამოუშვი (დალევენ. პატარა პაუზა) მგონი ვთვრები.
დევიკო - მეც, რახან ორმა ჭიქამ შემიტრიალა, ბევრი დამილევია.
ქეთა - (იცინის) არ გახსოვს?
დევიკო - რა გაცინებს რა, უნდა მახსოვდეს?
ლიკა - (შეხედავს დევიკოს, ეჭვიანი ტონით) ვიღაც დეიდა, რომ გიპარავდა
არ გახსოვს? (დევიკო თავს გააქნევს) ძიძა ხარ, რას დასდევ ამ ბავშვებსო? - ჩვენზე ამბობდა.
დევიკო - (ჩაფიქრდება, სერიოზული ტონით) ბოლოს ბარში, რომ შევედით
მახსოვს. კონიაკით დუელიც მახსოვს, მოვიგე. მთელი ბარი მილოცავდა ორი ბოთლი კონიაკი მომცეს პრიზად თქვენი გახარებული სახეებიც მახსოვს. (პატარა პაუზა) მეტი არაფერი.
ქეთა - მერე დაიწყო რაც დაიწყო.
დევიკო - (სერიოზული გულდაწყვეტილი ტონით) რატომ არ მახსოვს?! (პატარა პაუზა) მაგიდაზე ჩამეძინა და თქვენი მოსაყვანი გავხდი?
ქეთა - რა ჩაგეძინა, ცეცხლებს ყრიდი.
ლიკა - შენ ცეცხლის დანთება შეგძლებია.
დევიკო - აჭარბებთ
ქეთა - რას ვაჭარბებთ, არქაულ დროში რომ დაბრუნებულიყავი, პრომეთეს არ გაიცნობდა კაცობრიობა როგორც კრიმინალს (სამივე გაიცინებს).
დევიკო - (ღიმილით) აბა მოყევით ვიღაც დეიდა გიპარავდაო
ლიკა - მართლა არ ახსოვს. მუხლებზე გეჯდა დაჰიპნოზებული ყავდი.
ქეთა - ჩვენზე რეაქცია აღარ გქონდა, ქმარს რომ არ გაეღვიძა მოპარული იყავი.
დევიკო - (გაკვირვებული) ქმარიც იქ იყო?
ქეთა - ვის მოუგე დუელი გახსოვს?ბარზე რომ ჩამოდო თავი (დევიკო თავს
დაუკრავს) ნატალის ქმარი იყო.
დევიკო - ქმრიანებთან არ მიყვარს კონტაქტი, ყველანაირად ვერიდები.
ლიკა - (დაცინვით) შეგატყეთ, ქმარმა ძახება რომ დაუწყო, ნატალის უთხარი
აქ, იჯექი, მაგას ეხლავე გავთიშავო.
დევიკო - მერე?
ქეთა - (სიცილით) კარგად შემომხედე, ვიღაც ნატალიმ, მე როგორ უნდა
მომპაროს. მუხლებიდან როგორც კი წამოიწია ეგრევე ჩაგიჯექი, ყურზე
ისეთი გაკოცე, რომ მეთქვა ნატალიზე ცემეო, ცემდი.
ლიკა - რა დასცხო ქმარს, თუ კვდები მოკვდი რაღას ცოცხლდებიო!
(იცინიან) აქ მოსვლამდე ელავდი და ქუხდი, თქვენ რომ ორ ნაბიჯში იქნებით რა დამაძინებსო!
ქეთა - შენ ბალიში გყვარებია, ისე ჩაეხუტე, მივხვდი, მოგიპარა, არანაირ კოცნას აზრი აღარ ქონდა. (მხიარულიქუჩური ტონით)
ორი შველივით გოგო ბუმბულის ბალიშში გაგვცვალე ბიჭო?
დევიკო - (დახედავს გოგოებს) დონარას გასძახეთ, დიდი დანა აქვს, მოიტანოს,
გულში უნდა გავიყარო.
ქეთა - დაწყნარდი გადაგაფიქრებინებ.
ლიკა - (შეხედავს ქეთას რჩევის ტონით) ბექას გადააფიქრებინე, მეხის მე
მივხედავ!
ქეთა - ბექას რა გადავაფიქრებინო?
ლიკა - (იცინის) რომ არ დახვდი, იმის მერე მოტოციკლს ცალ ბორბალზე
აყენებულს დაატარებს წინ და უკან (ქეთაც გაიცინებს).
დევიკო - (ცოტა მოწყენილი)
ქეთა - (გაბუტული ტონით) რატომ მოიწყინე? აღარა ვართ, შენი სიხარულები?
დევიკო - ზუსტადაც სიხარულები რომ ხართ და გტოვებთ. იმიტომ მოვიწყინე.
ქეთა - ჩემი თანხმობის გარეშე ვერავინ დამტოვებს. (დგება ავსებს ჭიქას) რაღაც ჩავიფიქრე და გთხოვ დალიო ბოლომდე
დევიკო - გინდა დამათრო? არაა საჭირო ისედაც მთვრალი ვარ.
ლიკა - (თხოვნით) გეხვეწები დალიე, მეც ჩავიფიქრე.
დევიკო - არაფერს შეცვლის მომე (ართმევს ჭიქას და ბოლომდე სვავს)
ქეთა - დამცხა (ჩამოუჯდება დევიკოს წინ, კაბის კალთით ინიავებს)
დევიკო - (მხიარული ტონით) ამ ოთახში ერთი აშკარად ზედმეტია.
ლიკა - (გაპრანჭვით) მაინც ვინ?
დევიკო - ერთი რაც ვიცი (შეხედავს კონიაკის ბოთლს) დარჩენილს სამნი ვერ დავლევთ
ქეთა - თუ გული გულობს (დევიკო თავს გააქნევს უარის ნიშნად) რატომ ყა - ვაა (გაეცინებათ)
დევიკო - ეხლა აბაზანაში შხაპს მივიღებ, ისევ ორნი თუ დამხვდით (პატარა პაუზა) მოვკიდებ ბოთლს ხელს, შევტრიალდები და მარტო დავცლი ბოლომდე.
ლიკა - (გამომწვევი, გაბუტული ტონით) მარტო დალევა ბავშვობაში არ გეყო.
დევიკო - (დახედავს გოგოებს) იმედია აბაზანაში არ მომიწევს განმარტოვება (შედის აბაზანაში).
სინათლე ქრება
ახალი ეპიზოდი ისევ თბილიშია, დევიკოს სახლში. ნინო ყავას ადუღებს. ეკუსი სავარძელში ზის.
ეკუსი – არ დაიწყო ზღაპრები, დიდი ხანია დიდი ვარ.
ნინო - (იღიმის) იყო და არა იყო რა...
ეკუსი - იყო ერთი დევი, ისეთი საყვარელი, რომ ცოლმა დევიკო შეარქვა
ნინო - მომწონს გააგრძელე!
ეკუსი – გეყო, იცი სანამ არ მეტყვი ვერ მოვისვენებ (თხოვნით) მე რატომ
მიმალავ არ მესმის.
ნინო - რატომ არ გჯერა?
ეკუსი – როგორ დავიჯერო, შენ აქ ხარ ის იქ (ხელის აწევით აჩერებს ნინოს)
კაი, შენ თხოვე დარჩიო, დევიკოც დარჩა, გამოგიშვა მარტო (ნინოს
შეხედავს თვალებში შიშნარევი ხმით). ვიცი რაც მოხდა, უეჭველი ვიღაცეებს დაუწყო ყურება, შენ ვერ აიტანე და მიატოვე. Eესეა?
ნინო– (გაუღიმებს, მოფერებით) ჩემო გენაცვალე, ნერვიულობა არ გიხდება.
ეკუსი – (ჯიუტად) მიპასუხე.
ნინო – კარგად მომისმინე, ქალების ყურებას კაცებს ვერავინ გადააჩვევს. Aამ მიზეზით ჩხუბი იგივეა, რაც რატომ ღამდება ან თენდებაო.
ეკუსი – გათენება დაღამება არ მაინტერესებს მე მაინც ვერ ვაპატიებ ბაჩას სხვის ყურებას.
ნინო– ჩემთვის მთავარია სხვას კი არა, მე რომ შემომხედავს გავთბე.
ეკუსი – არანაირი სითბო არ მჭირდება ისედაც ცხელა. Bბაჩამ უნდა მიყუროს მარტო მე, თუ გინდა გაყინული თევზივით ჰქონდეს თვალები (გაიცინებენ).
ნინო – (მხიარული ბავშვური ტონით) მე მცივანა ვარ, ჩემთვის მთავარი სითბოა.
ეკუსი – თუ ყველაფერი რიგზეა, იქნებ მისულიყავით ექიმთან. რაც მე ვიცი, ვინც მივიდა და იმკურნალა ყველას ეყოლა ბავშვი.
ნინო– (ჩაფიქრებული) გეთანხმები. როცა მაინც მოგიწევს მისვლა ექიმთან, ჯობია ადრე.
ეკუსი – (მხიარული ეჭვიანი ტონით) რახან გადაწყვიტე, რაღაცა მაინც მომხდარა.
ნინო - (ისევ ჩაფიქრებული) დევიკოს როგორ უთხრა?
ეკუსი – მე ვიღებ ჩემ თავზე, ბაჩასაც ჩავრთავ (ნინო უარის ნიშნად თავს
გააქნევს) ჩემში გეპარება ეჭვი?
ნინო - (მოფერებით) შენში არასდროს!
ეკუსი – (ცოტა ნაწყენი ტონით) პატარა ბავშვივით მიყურებ, მიპასუხე როდისა
ხარ ჭკვიანი, ჩერჩეტს ჭკვიანად რომ მოგაქვს თავი, თუ პირიქით (ნინო
უყურებს და ეცინება) რა გეცინება, გგონია ადვილია, ცადე!
ნინო - არის გამოთქმა ჩერჩეტი ადამიანი კეთილი ვერ იქნება, საამისოდ ჭკუა
არ ეყოფაო.შენ უკეთილშობილესი ხარ. Eესე იგი უჭკვიანესი
ეკუსი - (ნასიამოვნები) აშკარად აჭარბებ.
ნინო - რატომ? არსებობს სიტუაცია, რომ დაიბნე და გამოსავალი ვერ ნახო
ეკუსი - სამზარეულოს გარდა (გულდაწყვეტილი) შესვლამდე ვიცი რა გავაკეთო შევალ მავიწყდება. (იმედიანი ტონით) გამოვასწორებ.
ნინო - (ღიმილით) სრულყოფილება მოინდომე
ეკუსი - (გაპრანჭვით) ბევრიც არაფერი მიკლია, 2 წვნიანის და 2 სალათის
გაკეთება, კვერცხს უკვე ვხარშავ (იცინიან)
ნინო - პირადად ჩემთვის.
ეკუსი – (აწყვეტინებს) დევიკოს ვინ ეუბნება?
ნინო - ვეტყვი და წავალთ (სერიოზული ტონით) გადაწყვეტილია (პატარა პაუზა) დღეს ხვალ ჩამოვა.
ეკუსი – როგორ დღეს ხვალ, 5 დრე დამელოდებაო, ორიც არ გასულა.
ნინო - (ჩაიხედება ყავის ფინჯანში) აქ ესე ჩანს (იცინიან) გარუჯულია
შემოდის დევიკო ჩემოდნით, შედის სახლში. ერთმანეთის ნახვით გახარებულები არიან.
ეკუსი – (შეხედავს დევიკოს, მერე ნინოს) ჩემო გენაცვალე, არაა გარუჯული
ნინო - (კარგ ხასიათზე) ფინჯანში აშკარად გარუჯული იყო
დევიკო - პაციენტი როგორ გყავს?
ნინო - (სინანულით) უძლურები აღმოვჩნდით. (პატარა პაუზა) კარგი ადამიანი
იყო.
დევიკო - რომ არ დარეკე, გასაგები იყო, ვერ ჩამოხვიდოდი (პატარა პაუზა) თავიდანვე ვიცოდი (პატარა პაუზა) რაზე კისკისებდით
აბა მოყევით?
ნინო - (მხიარულად) ყველაფერზე, აი ეკუსის კვერცხის მოხარშვის თავისი
რეცეპტი აქვს (იცინის)
ეკუსი - (ცოტა გაბუტული ტონით) მე რომ არ გყავდეთ ვიზე გაიცინებდით?
დევიკო - ნუ ვარდები, ჯობია მოყვე!
ნინო - არ გაბედო გაბუტვა, ხმას არ ვიღებ!
დევიკო - ესეთი საიდუმლო რა რეცეპტია?
ეკუსი - თუ არ დამცინებ გასწავლი. (დევიკო ეთანხმება თავის დაკვრით)
ვიღებთ დიდ ქვაბს, ვავსებთ წყლით ვდებთ კვერცხს და გაზქურაზე
დევიკო - არ დამცინოო და აქეთ დამცინის.
ნინო - (ღიმილით) თქვი გოგო მთავარი!
ეკუსი – მაცლით! (პატარა პაუზა) გაზქურაზე დადებ, როცა
გაგახსენდება უკვე მოხარშულია (იცინის) სამზარეულოში არ
მიშვებენ, თუ შევედი რომელიმე აუცილებლად შემოდის და მიყურებს
(სამივენი იცინიან)
ქრება სინათლე

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:გია პავლიაშვილი
გია პავლიაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0