x
"2011..." 2 ნაწილი

imageლაშა - მამა, შენ გაგიმარჯოს. (ყველა წევს ჭიქებს)
ლევანი - გივი ძია, შენ გაგიმარჯოს, ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას გისურვებთ.
გივი - (შემოტრიალდება სტუმრებისკენ) მადლობა. თქვენც გაგიმარჯოთ შვილებო, იდღგეგრძელეთ. (დალევენ, ლუკმას გატეხავენ, ახალს ჩამოასხავენ).
ლევანი - (ეტყობა სიმთვრალე) ლაშა, ჩემი ძმა ხარ! მეორედ ვსვავ ამ ოჯახში და ასე მგონია მთელი ცხოვრება გიცნობთ. თქვენი ოჯახი, საკუთარივით შემიყვარდა. თქვენი ნებართვით, ჩემო ძმებო, მინდა განსხვავებული სასმისით დავლიო ამ სტუმართმოყვარე სახლის სადღეგრძელო.
გივი - არ გინდათ შვილო, განსხვავებული, ისედაც კაი ნასვამები ხართ. ჭიქის სიდიდით ნათქვამ სადღეგრძელოს არაფერი ემატება.
ლევანი - მართალი ხართ, გივი ძია, მაგრამ ისე მიყვარხართ პატარა ჭიქით ვერ დავლევ თქვენი ოჯახის სადღეგრძელოს.ლაშა, მომე განსხვავებული (ლაშა დგება მოაქვს ვაზა) ძმა ხარ, შემივსეთ პირამდე (შეუვსებენ) გივი ძია, ლაშა ძმაო, როგორც დანთებული ბუხარი
გათბობს მისვლისთანავე ისე ამ ოჯახმა გამათბო მოსვლისთანავე. (პატარა პაუზა) თქვენს გულებში დანთებულ სიკეთის ცეცხლს გაუმარჯოს! იმ ცეცხლს ირგვლივ ყველაფერს რომ ათბობს. იმ ცეცხლს რომელსაც ვერანაირი წარღვნა ვერ ჩააქრობს. იდღეგრძელეთ! (დალევს ბოლომდე. ვაზაში ჩაასხავს ღვინოს, მიაწვდის ზურას. ცოტა შებორძიკდება და დაჯდება სკამზე).
ლაშა - (მუჭის ქნევით) მსმელი ვარო, შენ უნდა თქვა.
ლევანი - ეგეთები დამილევია?! (იტყვის თუ არა უკან, გადავარდება, ზურგით ეცემა იატაკზე. ხმაურზე გივი გამოიხედავს. ხედავს ლევანი დაბლა გდია. ლაშა და ზურა გაშეშებულები უყურებენ.)
გივი - რას უყურებთ, წამოაყენეთ ეხლავე!
ზურა სწრაფად დებს სასმისს და ლაშასთან ერთად ხელებზე მოკიდებენ ხელს და ნახევრად წამოაყენებენ. ლაშა შეხედავს მამამისს, რომელიც მისულა და ცდილობს ტაბლა გამოწიოს, რათა ბიჭებს ლევანის წამოყენება გაუადვილდეთ.
ლაშა - ძალიან წითელია, რატომ?
გივი - (გაბრაზებული, დამცინავი ტონით) შერცხვა, რომ წაიქცა, შერცხვა. (გივი მიდის წყლით უზილავს შუბლს და ყურებს. ლევანი ახელს თვალებს. შეხედავს ხელები დაჭერილი აქვს.)
ლევანი - (ოდნავ დაბნეული ტონით) ხელებს რატომ მიკავებთ, ვჩხუბობდი?
გივი - (ნახევრად დამშვიდებული, ირონიული ტონით) არა, ჯიბეში ხელს არგაყოფინებდნენ, აღარაფერია საჭირო არ დაიხარჯოო. (ჩაიქნევს ხელს, წავა ჩაჯდება თავის დივანზე ტელევიზორთან. ლევანის სვავენ სკამზე. ტაბლას გაასწორებენ.ზურა იღებს განსხვავებულს. ლევანი თავს ვერ იკავებს. მაგიდისკენ ისე გადაიხრება ცოტაც და ყველში ჩადებდა თავს.ზურა ცალი ხელით წამოაყენებს. ლაშა ამ დროს სამზარეულოს მაგიდაზე კონსერვს ხსნის).
ზურა -ლევან მაგრად ქანაობ, თუ თავს ვერ იკავებ, ჯობია სკამს მიეყუდო.
ლაშა -არა (ლევანი ეცემა ზურგზე) აქვს ამ სკამებს ბიჭო, ზურგი.
ზურა - უჰ შენი, სულ გავითიშე.
გივი - (ხმაურზე გამოიხედავს. ისევ დაგდებულს, რომ დაინახავს ძალიან გაბრაზებული ტონით) რას აკეთებთ გამაგებინეთ, სიმაგრეზე ამოწმებთ ამ კაცს?!
(ყველა მიესევა. ისევ წამოაყენებენ ნახევრად. გივი მიდის სახეს წყლით
უზილავს)
გივი - (აღელვებული ტონით) ლაშა, მიდი, ჩქარა ნინოს დაუძახე, (ლაშა გადის) დროზე! კრიჭა აქვს შეკრული. (ამის გაგონებაზე ლაშა აჩქარდება)
ლაშა - (დაუკაკუნებლად შევა) ნინო გვიშველე. სტუმარს კრიჭა შეეკრა. (ნინო და დევიკო სწრაფად გაყვებიან)
ნინო - (შეხედავს მთვრალები არიან ლაშა და ზურა) დევიკო აიღე კოვზი და ტარით ფრთხილად გაუღე პირი. (გადის) ეხლავე მოვალ. (შედის სახლში უჯრიდან იღებს ერთჯერად შპრიცს და ამპულებს).
ეკუსი - (დგება) წამოვალ დაგეხმარებით.
ნინო - (ხელით ანიშნებს რომ დაჯდეს) ყველაფერი კარგად იქნება. (ნინოს მოსვლამდე ლევანის კრიჭას უხსნიან და აზრზე მოდის).
ლევანი - სად ვარ? (შემოდის ნინო, შეხედავს ლევანის, ამზადებს შპრიცს გასაკეთებლად) რას მიყურებთ მე უნდა გამიკეთოთ?! (შეხედავს იქ მყოფებს პატარა ბავშვივით) არა, არა ნემსი არ მინდა.
ნინო - ჯობია გაგიკეთოთ ცუდად აღარ გახდებით.
ლევანი - (ისევ პატარა ბავშვივით) არა, არა, გეხვეწებით ნემსი არა. (დევიკო და ლაშა, ლევანის დააჯენენ გივის დივანზე).
ნინო - კაი ნუ ნერვიულობ, მაგრამ ყურადღების მიქცევა აუცილე ბელია (შეხედავს ლაშას და ზურას, მთვრალები არიან) გივი ძია?
გივი - მივხედავ შვილო, აბა რას ვიზამ, რა გავუკეთო?
ნინო - გაკეთებით არაფერი, იყოს ესე, კაია თუ ჩაიძინებს. ყურადღება სჭირდება, კრიჭა არ შეეკრას, გამეორება იცის. მოკლედ თუ ცუდად გახდება, მაშინვე დამიძახეთ. სახლში ვარ. ეს ნემსი აქ იყოს.
გივი - მადლობა და ბოდიში შვილო.
ნინო - როგორ გეკადრება გივი ძია, რის მადლობა რა ბოდიში, მთავარია ყველანი კარგად ვართ.
გივი - ჩემ ყოფნას თუ კარგად ყოფნა ჰქვია.
ნინო - რა გაწუხებთ?
გივი - რა კი არა ვინ. ამ შემარცხვენელის გადამკიდე, ქუჩაში ვეღარ გავსულვარ, ყველგან თავი მომჭრა.
ლაშა - (მთვრალი ტონით) რატო ბრაზობ
გივი - (მკაცრი ტონით) ჩაიგდე ენა, გილიოტინა (ლაშა ჩუმდება)
ნინო - რა ქნან ამ კაცებმაც, ცუდი დროა.
გივი - ცუდ დროზე ლაპარაკი არ მინდა, დამაწყდა ნერვები, საინფორმაციოებს აღარ ვუყურებ.
ნინო - იმედია, რაღაც გამოსწორდება.
გივი - (ხელს ჩაიქნევს) ეეჰ, ერთხელ კიდევ მადლობაშვილო
ნინო - არაფერია - თქო სამადლობელი
გივი - ჩემო ნინო, მარტო შენი მეზობლობაა სამადლობელი.
ნინო - (თან გადის) არა, არა გივი ძია.
მოქმედება კვლავ დევიკოს და ნინოს სახლში გადადის.
ნინო - (ეკუსის) აი ჩვენც მოვედით. (ნინო და დევიკო მიუსხდებიან მაგიდას)
ეკუსი - თქვენ არ ყოფნაში თეფშები გამოვცვალე (თავს მოიწონებს)
დევიკო - როგორც ყოველთვის მაოცებ. (ყველა გამხიარულდება. დევიკო იღებს ჭიქას) ძვირფასო საზოგადოებავ, ნადიმი გრძელდება, ისევ და ისევ თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო დედოფლებო! (მიუჭახუნებს ეკუსის, დალევენ. ნინო არ სვავს) ერთიც დავლიოთ და ცოტა ხნით დაგტოვებთ (ავსებს ეკუსის ჭიქას).
ეკუსი – - საით? (ღიმილით) გაგეხსნა, ძვირფასო?
დევიკო - (ხმამაღლა) ბიჭები უნდა ვნახო, ბიჭები.
ეკუსი – - (სიცილით) დევიკო, აი ამას შენგან ნამდვილად არ მოველოდი.
დევიკო - (შეხედავს ეკუსის) ვიღაც გაიტყიპება.
ნინო - აუცილებელია წასვლა?
დევიკო - მგონი რაღაც სამუშაო გამოჩნდა. გავიგებ, როდემდე გვინახოს
(ძალიან მოფერებით) ამ მათხოვარმა.
ეკუსი – - (ქუჩური ტონით თან სიცილით) რაღაც კაპიკებზე, ეს ხურდა
ბაასი არ გვინდა, ძმაო!
ნინო - (უცებ გაახსენდება) კინაღამ დამავიწყდა (დგება უჯრიდან იღებს
კონვერტს, ეკუსის უდებს წინ. ცოტა მკაცრი ტონით) ეხლა იცოდე
შენი ხმა არ გავიგო.
ეკუსი – - (ცოტა განაწყენებული) რა არის ეს, რა ხდება?
ნინო - ბოლო დატოვება ძალიან ბევრი მოგივიდა, რაც გვჭირდებოდა ავიღეთ
დანარჩენი აქ არის.
ეკუსი – - არავითარი დანარჩენი, ეხლა რაც მოგიტანეთ იმასაც დავამატებ, შემდეგ მოსვლამდე. როგორც გინდათ ისე დახარჯეთ. (ოთახში მიმოიხედება) ჩემი საფულე სადაა?
ნინო - (სიყვარულით ოღონდ მკაცრად) ეკუსი, არავითარი საფულე, რამდენიც
გვჭირდება გვაქვს. გთხოვ შეურაცხყოფილად თავს ნუ მაგრძნობინებ.
ეკუსი – - ჩემო გენაცვალეებო, მეგობრობა ცალმხრივია?
ნინო - არა, რატომ?
ეკუსი - რომ მიჭირდა თქვენთვის არაფერს იტოვებდით მე მაძლევდით
დევიკო - (აწყვეტინებს, საყვედურის ტონით) ეკუსი!
ეკუსი - (გაბუტული ტონით) რა ეკუსი, მჩაგრავთ.
ნინო - (მოფერებით ღიმილით) იქით დაჩაგრავ ვისაც გინდა.
ეკუსი - თქვენ ვერ მოგიხერხეთ ვერაფერი (თხოვნის ტონით) ხომ იცით ეს ჩემთვის არაფერია.
ნინო - მორჩა, სანამ მე თვითონ არ გეტყვი, არავითარი ფული!
ეკუსი – - (გაბუტული ტონით) ჩემი სიკვდილი გინდათ.
დევიკო - (მოფერებით) დაჯე, დაჯე არაფერი მოგივა.
ეკუსი – - (არ ეგუება სიტუაციას) როგორ არ მომივა, აუცილებლად ვინერვიულებ რომ ვნერვიულობ თმები მიჭაღარავდება და ვსუქდები
ნინო - (შერბილებული ტონით) კაი ეხლა, თემა დახურულია.
ეკუსი – - (არ აპირებს დანებებას) დაქალობაში ჩემო გენაცვალე, არავითარი დახურული თემა არ არსებობს.
ნინო - კაი რა, ეკუსი, მოვრჩეთ გეხვეწები.
ეკუსი - (შეხედავს ორივეს) მაშინ ესე ვქნათ. არც თქვენი, არც ჩემი.
დევიკო - (ღიმილით) მოგვახსენე.
ეკუსი – - (ცოტა იმედგაცრუებული ტონით) ეხლა არაფერს დავტოვებ. Oოღონდ ძველი დატოვებული თქვენთან დარჩეს უარი არ მითხრათ მოვკვდები.
დევიკო - დავეთანხმოთ. სიკვდილისთვის ცოდოა. (შეხედავს ეკუსის) მაგრამ დაინახავ ჩვენ პატივისცემას, შე უმადურო შენა (იცინის).
ეკუსი - მიყვარხართ.

0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:გია პავლიაშვილი
გია პავლიაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0