სხვა იდიოტმა მძარცველებმა შემთხვევით 911 აკრიფეს და ქურდობის შესახებ ტრაბახი დაიწყეს 2014, 31 ოქტომბერი, 14:04 რომ აღიაროთ დანაშაული დააჭირეთ 1-ს....მაშველთა სამსახურის 911-ის სხვა მომსახურეობისათვის დააჭირეთ 2-ს.... მძარცველების ჯგუფი ნიუ-მექსიკოდან მალე გაამხიარულებს თანამესაკნეებს საპატიმროში.. ბანდამ გაძარცვა სახლი როზვილში, ხოლო შემდგომ სამეულმა გადაწყვიტა ქურდობის დეტალები ტელეფონზე განეხილათ.ერთ-ერთი მძარცველი ტრაბახობდა, რომ გაქურდული სახლი მისი დედის საკუთრება იყო! რა შუაშია აქ პოლიცია და 911? ..საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთმა იდიოტმა საუბრის მსვლელობისას შემთხვევით ზარი 911-ზე გაუშვა.ამასთანავე საუბრის მსვლელობისას პარალელურად ჯგუფ "ბონ ჯოვის" -"wanted dead or alive"(იძებნება მკვდარი ან ცოცხალი) სიმღერა ჩართო....ნამდვილად კარგი არჩევანია! მოკლედ, პოლიციელებმა ჩაიწერეს მთელი საუბარი ყველა წვრილმანით. აღსანიშნავია, რომ მძარცველებმა გაძარცვული სახლის მისამართიც კი მოიხსენიეს ტელეფონში...მათი დაკავება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ივონ ტაიბერგი, ეირონ ბერელი და მარვინ მაიერსი დაკავებული იქნა.თუმცა ამ უკანასკნელის მიმართ ბრალდება მოიხსნა.რატომ? იქნებ მან სპეციალურად აკრიფა 911? 87 5-ს მოსწონს
|