x
მეტი
  • 16.08.2024
  • სტატია:136573
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510851
ტოტემიზმი
ტოტემიზმი (ცხოველთა თაყვანისცემა) არის მიმდინარეობა, რომელიც იზიარებს სამყაროს ევოლუციურ თვისებას. იგი ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგიაა, რომელშიც თავისებურებით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობები. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის ირგვლივ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი, ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზრვრება. ფროიდის თანახმად, ტოტემი შუამავალია არაცნობიერ ბუნებასა და დათრგუნულ კულტურას შორის.

ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ: მისი მოკვლა ან ჭამა იკრძალება!!!

სიტყვა "ტოტემი" ალგონკინელ ინდიელთა ენებისგან წარმოდგება და "მის გვარს" ნიშნავს. ადამიანთა ესა თუ ის ჯგუფი, გვარი თუ ტომი, თავის წინაპრად, მამად, უფროს ძმად ან, საერთოდ, მფარველად ამა თუ იმ ცხოველს, ფრინველს, მწერს და იშვიათად უსულო საგანსაც კი მიიჩნევდა.

ტოტემიზმის კვალი საკმაოდ კარგადაა შემონახული მთელს მსოფლიოში. მას შეიძლება წავაწყდეთ როგორც განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ ერებში, ისე ცივილიზებულ საზოგადოებაში გადმონაშთის სახით, თუმცა ტოტემიზმის კლასიკური ქვეყანა მაინც ავსტრალიაა.


მიუხედავად იმისა, რომ ტოტემიზმი შეიძლება განხილულ იქნეს მოვლენად, რომელიც არ ახასიათებს განვითარებულ, ინდუსტრიულ სახელმწიფოებს, ტოტემის შორეულ გამოძახილად მაინც მიიჩნევა თანამედროვეობის ზოგიერთი სიმბოლო: თილისმა, ასევე სპორტული გუნდის ემბლემა ცხოველის ან მცენარის გამოსახულებით და სხვ.


ავტორი: მარი აბრამიშვილი

0
409
შეფასება არ არის
ავტორი:მ ა რ ი
მ ა რ ი
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0