x
image
რუსუდან ბერიძე
ფენოვან ცომში გახვეული გემრიელი ხორციანი რულეტი.(მაშას რეცეპტებიდან)
image

ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ხანმოკლე შესვენების შემდეგ თქვენი მაშა ისევ თქვენთანაა, საინტერესო კულინარული შედევრებით და დღეს მოგაწოდებთ უგემრიელეს ხორცის პეროგს, მოხარშული კვერცხის შიგთავსით, რომელიც ფენოვან ცომში ლამაზად გახვეული ცხვება.ახლა კი ჩავიწეროთ თანმიმდევრობით რეცეპტი. გააკეთედ და ისიამოვნეთ!

ამისათვის დაგვჭირდება

შემდეგი ინგრედიენტები:


–50 გრ----კარაქი

–ერთი მოზრდილი თავი----ხახვი

–1 კბილი----ნიორი

–2სუფრის კოვზი---დაჭრილი ოხრახუში

–700გრ.ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული---ღორის ხორცი

–2ჩ.კ.მდოგვი

–1კვერცი(უმი)

–450გრ.---ფენოვანი ცომი

-2 ჩ.კოვზი---მდოგვი

–3ც---.მოხარშული კვერცხი

–მარილი და წიწაკა გემოვნებით.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

წინასწარ გავახურით ღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე.ავიღოთ კარაქი, გავადნოთ და მასში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ოხრახუში, შემდეგ დავაყაროთ ფარში და კარგად მოვურიოთ.დავუმატოთ მდოგვი და მარილი და წიწაკა გემოვნებით, ასევე ათქვეფილი კვერცხის უმეტესი ნაწილიც.ცოტა კვერცხი კი შევინახოთ თავზე გადასასმელად.

გავშალოთ ფენოვანი ცომი მართკუთხედის ფორმით.შუაში გავშალოთ სიგრძეზე ფარშის ნახევარი, მასზე მოვაწყოთ სიგრძეზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი და ზემოდან გადავაფაროთ ფარშის მეორე ნაწილიც.

გვერდებზე ცომს გავუკეთოთ 2სმ.ზომის დაქანებული ზოლები და შემდეგ როგორც სურათზეა ნაჩვენები გადავაჯვარედინოთ ეს ზოლები და გავაფორმოთ ლამაზად ჩვენი რულეტი.თავზე გადავუსვათ დარჩენილი კვერცხი და ვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში.

შემდეგ კი შეაგრილეთ, დაჭერით და...

მიირთვით გემრიელად!


თქვენი მაშა ! image















0
336
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0