ტენდენციები მოდის 10 ყველაზე უცნაური ტენდენცია, რომელიც ყველაზე სექსუალურად მიაჩნდათ 2014, 26 ოქტომბერი, 14:58 ამბობენ, რომ მოდა ბრუნავს და ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მაგრამ არის ისეთი რამ, რისი დაბრუნებაც მხოლოდ და მხოლოდ სასაცილო თუ იქნება ჩვენს ეპოქაში. ამ სტატიაში გთავაზობთ მოდის 10 ყველაზე უცნაურ გამოვლინებას, რაც თავის დროზე ყველაზე აქტუალური, აღმაფრთოვანებელი და სექსუალური იყო. მიაჩნდათ, რომ იმ დროს არსებული ტენდეციების მიმდევრობა, მათ აღამაღლებდა. 10. ყველაზე მაღალი თმის ვარცხნილობა მე-18 საუკუნეში. ეს ტენდენცია საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას მიეწერება და მე-18 საუკუნეში ძალზედ პოპულარული იყო. 9. ვიქტორიანული კორსეტები მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. 8. ვიქტორიანული „ტურნული“ - გვიანი მე-19 საუკუნე. 7. 1950-იანი წლების თმის ვარცხნილობა. 6. ე.წ. „შლაქსები“, რომლებსაც მამაკაცები ატარებდნენ 1970-იან წლებში. 5. 1980-იანი წლების ქალის ვარცხნილობა, რომელიც ასე გამოიყურებოდა: დახვეული თმა და აქა-იქ გასწორებული თმა. 4. 1980-იანი წლების კაშკაშა მაკიაჟი. 3. კონუსის ფორმის ბიუსჰალტერები 1990-იან წლებში. 2. მამაკაცის თმის ვარცხნილობა - „მალეტი“ 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში. 1. კბილებზე დასამაგრებელი ოქროს დეტალები 2000-იან წლებში, რომელსაც ვარსკვლავების უმეტესობა ატარებდა და ამით თავსაც კი იწონებდნენ. 163 3-ს მოსწონს
|