x
image
პერსეპოლისი
მე-19 საუკუნის 30-იანი წლების მოდა.

მოდა დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას
წარმოადგენს გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების
შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება.
ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა,
რომელშიც ის იქმნება. შესაბამისად, მოდა ყოველთვის წარმოადგენს ნებისმიერი საზოგადოების ინტერესის სფეროს.
ამ სტატიაში წარმოდგენილია მე-19 საუკუნის 30-იანი წლების მოდის ტენდენციები. კაბები და ის აქსესუარები, რომელთა გარეშეც მაღალი საზოგადოება წარმოუდგენელი იყო. აქსესუარებში ძირითადად სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქუდები იგულისხმება, რომლებიც ძალზედ მრავალფეროვანი იყო და ისინი თითქმის სამოსის შემადგენელ ძირითად ატრიბუტს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე აქსესუარს. მათ გარეშე იმ ეპოქაში ვერცერთ ქალს იხილავდით.
დღევანდელი გადასახედიდან ეს ყველაფერი ძალიან პომპეზური და სასაცილოც კია, თუმცა ძალიან საინტერესო. ამბობენ, რომ მოდა ბრუნავს და არავინ იცის, როდის მოგვიწევს მსგავსი სამოსით სიარული. თანაც, ეს თემა ნამდვილად აქტუალური გახდება ჩვენს ქვეყანაში, თუ მონარქიულ წყობილებას დავუბრუნდებით, რისი მოთხოვნითაც უახლოეს მომავალში აქციების მოწყობა იგეგმება.imageimageimageimage

imageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimage


2
470
10-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
470
  
2014, 24 აპრილი, 15:03
არ მომწონს. ყველაზე მაგარი და შეფური ჩაცმულობა გინდ ქალს, გინდ კაცს დიდებულ საუკუნეში აქვთ, ახლანდელი მათი (ევროპული) ჩაცმულობა ძველთან შედარებით ძონძებია.
2014, 24 აპრილი, 1:30
მომწონს
0 1 2