სხვა იყო თუ არა ქალზე ძალადობა, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა მამაკაცი მძღოლის დაუდევრობამ ხომ 18 წლის გოგონას მომავალი დაუმახინჯა ( + ვიდეო ) 2014, 22 ოქტომბერი, 11:06 უბედური შემთხვევა სამხრეთ - აღმოსავლეთ სიდნეიში ვიდეო თვალმა დააფიქსირა.7 სექტემბერს სახლიდან გამოსული 18 წლის სამანტა გიუფრე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, ( თუმცა პოლიცია გატაცების კვალიფიკაციას აძლევს მომხდარს და ამ კუთხით აწარმოებს გამოძიებას). როცა მას დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა და უსინდისო მძღოლმა ის ადგილზევე მიატოვა.ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ მიათრევს გოგონას ავტომანქანა და საკმაოდ დიდ მანძილზე ხდება მისი ფორთხვა. (ესეც ძალადობის და სისასტიკის კიდევ ერთი გამოვლინება).მშობლების და მეზობლების განცხადებით, სამანტა არაჩვეულებრივი ბავშვი იყო და ნათელ მომავალზე ოცნებობდა.იმდენად მძიმეა ტრამვა, რომ გოგონა შესაძლოა სამუდამოდ კლინიკაში დარჩეს. ამჟამად ის სიდნეიში ლივერპულის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში ინტენსიური ტერაპიის კურსს გადის. ექიმების თქმით, მან თავიდან უნდა შეძლოს სიარული, ჭამა და აზროვნება, თუმცა იმედს ვერ იძლევიან და ვარაუდობენ, რომ გოგონა მთელი ცხოვრება ასე დარჩება.ინციდენტის შემდეგ სამანტამ ცალი თვალი საერთოდ დაკარგა და არც მეორე თვალით შეუძლია გამოხედვა.იმდენად დიდია ტრავმა თავის არეში, რომ შეუძლებელია კონკრეტულად რამის თქმა.მშობლების განცხადებით, გოგონას მტერი არ ჰყავდა და მოუწოდებენ საზოგადოებას, თუ ვინმე არის მოხდარის თვითმხილველი, შეატყობინონ პოლიციას, რათა სათანადოდ დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც გოგონას ცხოვრება დაუმახინჯა. ვიდეო თვალმა ავტომანქანის ფერი და მოდელი დაასახელა - ეს იყო ვერცხლისფერი სედანი, რომელიც, როგორც წყარო წერს, მილიონობით დადის სიდნეის ქუჩებში.პოლიციამ 1 800 333 000 ზარი განახორციელა ქალაქის მთელი მასშტაბით, მაგრამ უშედეგოდ, რამდენადაც თვითმხილველი ჯერჯერობით არ არსებობს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო უბედური შემთხვევა თუ ქალზე ძალადობა - ორივე შემთხვევაში დამნაშავე მაინც ის მამაკაცია, რომელიც დანაშაულის ადგილიდან გაქრა.იმედი ვიქონიოთ, მამაკაცი მძღოლი, რომელმაც ახალგაზრდა გოგონას ლამაზი ოცნებები დაუნგრია, ნაპოვნი იქნება და სათანადოდაც დაისჯება. 331 8-ს მოსწონს
|