იმერეთი ძლიერი წვიმის შედეგად ოფურჩხეთში მდინარე რიონმა სავალი გზა დატბორა 2014, 19 ოქტომბერი, 14:54 ძლიერი წვიმის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში მდინარე რიონმა სავალი გზა დატბორა, დაახლოებით 200-300 მეტრის სიგრძეზე. ადგილზე მუშაობს იმერეთის რეგიონის საგანგებო სამსახური, ახდენენ ავტომანქანების და ხალხის გაყვანას. "ხალხის ევაკუაცია მოხდა, ამ ეტაპზე ავტომანქანების გაყვანას ვახდენთ. რაც შეეხება იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, მდგომარეობა სტაბილურია და საგანგაშო არ არის, "-განაცხადა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა აკაკი ტყავაძემ. 82 შეფასება არ არის
|