სხვა მოსკოვში 517 ავტომობილისტი გახდა ქალის მკერდის მსხვერპლი 2014, 19 ოქტომბერი, 14:34 სარეკლამო კამპანიამ, რომელშიც მონაწილეობდა 30 სატვირთო ავტომობილი ქალის მკერდის გამოსახულებით, 517 ავტოავარია გამოიწვია.
მოსკოვში გამართული სარეკლამო კამპანია პასუხიმგებელია 500-ზე მეტ ავტოავარიაზე. უზარმაზარი პლაკატები განათავსეს 30 სატვირთოზე, რომლებიც რუსეთის დედაქალაქში გადაადგილდებიან. პლაკატებზე გამოსახულია ქალის მოშიშვლებული მკერდი წარწერით "ისინი ყურადღებას იქცევენ." შედეგი: ყურადღება გაფანტული მძღოლები, რომლებიც ერთმანეთს შეეჯახნენ და ჩივილი სარეკლამო სააგენტოს მიმართ კონპესაციის ანაზღაურებით. სარეკლამო სააგენტოს "Сарафан" ის წარმომადგენელმა, რომელმაც ეს კამპანია წამოიწყო განაცხადა, რომ ამ მეთოდის სურს დანერგოს ახალი ფორმატის განცხადებები სატვირთო ავტომობილებზე, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე განთავსებულ სარეკლამო ბანერებს ჩაანაცვლებს. 27 4-ს მოსწონს
|