ქალი და მამაკაცი ქალის წერილი - „სიყვარულის ნაგავსაყრელზე“ აღმოვჩნდი 2014, 18 ოქტომბერი, 22:11 ![]() მოგესალმებით! ყოველ ქალს ლამაზი და სიყვარულით აღსავსე ცხოვრე-ბა უნდა ჰქონდეს, მაგრამ... ჩემთვის სიტყვა „სიყვარული“ დაცინვად ჟღერს, აბუჩად აგდების სინონიმი გახდა. სიყვარულმა გამსრისა და გამანადგურა, როგორც სულიერად, ისე ხორციელი კუთხით. ყველას ნებას ვრთავ შებრალებაზე, დაცინვაზე და ჩემს მიმართ ზიზღზეც! ჩემთვის სულ ერთია. თუმცა სათქმელს მაინც უკან არ წავიღებ. სიყვარული მხოლოდ ლოგინი არ არის და სამწუხაროდ, ამის მისახ-ვედრად 22 წლის განმავლობაში მომიხდა „ოჯახური სტაჟის“ გამომუ-შავება. თავიდანვე, რომ მქონოდა წარმოდგენა, ვინ მეწვა გვერდით მთელი ამ წლების განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვლებოდა! მე მიყვარდა ქმარი, ის კი ყველა საერთო მოხმარების ქალს (შემდეგში სმქ) ეთაყვანებოდა. ამ წლების განმავლობაში არ ვიცოდი, რომ დაქორწინებიდან სამ თვეში ჩემმა მეუღლემ კავშირი გააბა ერთ კახპასთან. მერე ის მოიბეზრა და მეორეზე გადავიდა, მესამე, მეოთხე... და 22 წლის მანძილზე 3 ასეულსაც ასცდა მისი ბოზების, სწორედ რომ იაფფასიანი ბოზების რაოდენობა! იმიტომ რომ მათ შორის მხოლოდ ორი ათეული თუ იქნებოდა ქმარსგანაცილები ან ქვრივი, დანარჩენები კი ექსპრომტად გარიგების საფუძველზე ყველაფერზე თანახმა ძუკნები ან გათხოვილები. ![]() ![]() ვარ წესიერზე წესიერი ქალი, ერთგული ცოლი და მაინც ვენერიული დაავადებების მოძრავ სკივრად ვიქეცი?! იმ ფიზიკური ძალადობის გარდა, რასაც ამ წლებში ქმრისგან და მისი ბოზუნკალებისგან ვღებულობდი, სულიერად დავსახიჩრდი და ალბათ არც ისე ცოტანი არიან ჩემნაირად გაუბედურებული დიასახლისები! დიახ, მრავალ კახპას მივუძღვენი სამახსოვრო წარწერები მათ სადარბაზოებში. რამდენიმეს ქმარს, მეზობლებს და მეგობრებს ავუხილე თვალები, მათი თახსირი ქცევების გამო. ორ გამოპრანჭულ ქალბატონს ნაგვის ვედროც კი დავახურე თავზე. ერთი სიტყვით, შესაძლებლობის ფარგლებში ვძიობდი შურს ჩემი დაღუპული ცხოვრების გამო და თუ მალე არ მოვკვდი, დანარჩენებსაც მივუზღავ საკადრისს სულ რომ ძვლები მცვიოდეს, მაინც გავუსწორებ ანგარიშებს. ალბათ მკითხავთ: მერე ჩვენგან რა გინდა, წერილს რატომ გვწერო? ჩემმა მატარებელმა ჩაიარა, ყველაფერი ერთად დავკარგე მაგრამ ათასობით ოჯახია წუთისოფლის გზის დასაწყისში და არა მგონია მათ შორის ვინმე იყოს მსურველი აი ასეთ „სიყვარულის ნაგავსაყრელზე“ აღმოჩნდეს. თან თხოვნა მაქვს, როგორ დავიბრუნო ჩემი თავი, როცა მორალურადაც ვკვდები და ფიზიკურადაც? - ელზა 44 წლის (თბილისი) ![]() ქართულ ფენომენს ნუ დავაბრალებთ მარადიულ კითხვებს: „ვინ არის დამნაშავე?“ და „რა გავაკეთოთ?“ ამ ქალბატონის შეხედულება პრიმიტიულობამდე ბანალურია და ბანალურობამდე პრიმიტიული: „ირგვლივ ყველა დამნაშავეა რა თქმა უნდა, ჩემს გარდა!“ ქმარი, მისი საყვარლები, საყვარლების ქმრებიც, ექიმები, გაზეთები, ცხადია სადარბაზოებიც და ბარემ - მათზე პასუხისმგებელი სახლმმართველები, გამგებლები და ა.შ. ჩვენი ქრონიკული „პირველი კაცით“ დამთავრებული. ![]() ![]() ![]() არ გირჩევთ სირაქლემას პოლიტიკას მიმართოთ. გახსოვდეთ: „ცოდნა ძალაა!“ და რადგან ასეა, თქვენი ხსნა სამი სპეციალისტის (ვენეროლოგის, სექსოლოგის და ფსიქოლოგის) მეთოდური მუშაობით თუ მოიძებნება. შეეცადეთ, სიძულვილიც ჩამოიშოროთ, რაც ახალ ფერებში დაგანახებთ ცხოვრებას. გისურვებთ გამოჯანმრთელებას და დიდ ქალურ ბედნიერებას. 431 3-ს მოსწონს 1-ს არა
|