x
image
პერსეპოლისი
ფიქრები, რომლებიც დაძინების საშუალებას არ გვაძლევს

image

კითხვები და ფიქრები, რომლებიც ხშირად დაძინების საშუალებას
არ გვაძლევს, ყველას საერთო გვაქვს და ჩვენთვის კარგად ნაცნობია. ხშირად ამ უაზრო ფიქრების გადამკიდეს, ძილი ოცნებადაც კი გვექცევა. ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა გადაწყვიტა, ჩვენი მოუსვენარი ღამეების მიზეზებისთვის და იმ კითხვებისათვის, რომელსაც ხშირად ძილის წინ საკუთარ თავს ვუსვამთ, ერთად მოეყარა თავი.


1.ნეტა კარი კარგად დავკეტე?

2. თუ ახლავე დავიძინებ, 6 საათი და 17 წუთი ვიძინებ. 6 საათი და 16 წუთი, 6 საათი და 15 წუთი.........

3. რა ხმაური იყო სამზარეულოში?

4. ნამდვილად კატა იყო.


5. კატა რომ აქ არის?

6. აბა იქ ვინ არის?

7. ძალიან ცხელა.

8. ძალიან ცივა.

9. ვგრძნობ თვალებზე უკვე სიმძიმეები მკიდია, მაგრამ.....

10. ხვალ ძალიან დავიღლები.

11. და მაინც, რა ხმაური იყო?

12. ტელეფონს ხელში დავიჭერ და ისე დავიძინებ, ყოველი
შემთხვევისთვის...

13. ჰმ, ბარემ ინსტაგრამს შევამოწმებ.

14. მარტო „ფეისბუქზე“ შევალ ცოტახნით.

15. ახალი შეტყობინება მქონია...

16. თუ ახლავე დავიძინებ, 5 საათი და 32 წუთი ვიძინებ.

17. ნეტა მაღვიძარა თუ დავაყენე?

18. და რომ არ დარეკოს დილით?

19. რა ცუდად მიდევს ბალიშზე თავი.

20. რა შემეხო ახლა მხარზე, ნუთუ ობობაა?

21. ეს ხომ ჩემი თმაა...

22. თმა უნდა შევიჭრა!

23. საინტერესოა, რა ღირს თმის შეჭრა.

24. შესაძლებელია, ჩემითაც შევიჭრა.

25. არა, ბოლოს ასე რომ მოვიქეცი, ცუდად გამომივიდა.

26. ის რა ფილმი იყო, ბრედ პიტს შლიაპა რომ ეხურა?

27. ის მასთან ერთად თამაშობდა...

28. და რა ქვია იმ ქალს?

29. ნუთუ უკვე ყველას ძინავს სახლში.

30. სირენების ხმა... სადმე ხანძარია?

31. გამიკვირდება, რომელიმე ჩემს მეგობარს ახლა თუ ღვიძავს.

32. ღმერთო ჩემო, ახალი მატრასი მჭირდება.

33. მუცელზე დავიძინებ...

34. ასე ვერ ვსუნთქავ, ისევ ზურგზე დავწვები.

35. უკვე 2 საათია ასე ვწევარ. ამ დროში შემეძლო, რამე
გამეკეთებინა.

36. რაღაც მინდა.

37. დილით ბებიას უნდა დავურეკო.

38. დილით აუცილებლად უნდა ვისაუზმო.

39. თუ ახლავე დავიძინებ, 4 საათი ვიძინებ.

40. ჯანდაბა! ისევ კომპიუტერს ჩავრთავ!

0
57
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0