ინგლისური “ჩელსისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის, ეშლი კოულის ყოფილი ცოლი, მომღერალი შერილი, თურმე მუდმივად პარიზში დასეირნობს და ღამის კლუბებში ატარებს დროს.
ერთ-ერთ ღამის კლუბში პაპარაცებმა მოჰკრეს თვალი მაგიდასთან მარტოდმარტო მჯდარ მშვენიერ შერილს, რომელსაც შესანიშნავი კაბა ეცვა და ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ იქ მყოფნი თვალს ვერ აშორებდნენ.
როგორც იცით, შერილი ბრიტანეთში საკმაოდ წარმატებული მომღერალია და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში მის კარიერაში ერთგვარი წყვეტაა, კოულის ნაცოლარი მომავალში გრანდიოზული კონცერტების გამართვას კიდევ აპირებს.
www.worldsport.ge