x
image
მანჩო 777
გამდიდრებულმა მათხოვარმა მილიონი აჩუქა იმ ადამიანს, ვინც ოდესღაც დახმარების ხელი გაუწოდა
ჩინეთში მცხოვრებმა უსახლკარო მათხოვარმა შეძლო ფეხზე დამდგარიყო და საკუთარი ბიზნესი აეყვავებინა ერთ-ერთი გამვლელის წყალობით, რომელიც მას 20 წლის წინ დაეხმარა. ბიზნესმენს არ დავიწყებია "კეთილი სამარიტიანელის" მიერ გაწეული სიკეთე და მოძებნა ის, რომ მილიონი იუანი ეჩუქებინა.

ეს სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ჩინეთში მოხდა, თქვენში გააღვიძებს სიკეთის კეთების სურვილს და დაგიბრუნებთ ადამიანების მიმართ დაკარგულ ნდობას.


image


ისტორია დაიწყო 1993 წელს, როცა 17 წლის ჰე რონფერი (He Rongfeng) იძულებული გახდა ქუჩაში ეთხოვა მოწყალება საკუთარი თავი და ოჯახის შიმშილისაგან გადასარჩენად.


"მე და ჩემი მეგობრები ტაიჩჟოუში ჩამოვედით სამუშაოს საძებნელად, მაგრამ არ გაგვიმართლა და საბოლოო ჯამში ჩვენ აღმოვჩნდით ქუჩაში-მშიერნი და ფეხშიშველნი, -იხსენებს ჰე, - ჩვენ ვიყავით სასოწარკვეთილნი და არსაიდან არ ველოდით ხსნას, სანამ არ გამოჩნდა ის ახალგაზრდა ქალი".

ახალგაზრდა ქალი დაი ჰინფენი (Dai Xingfen) აღმოჩნდა, მან ბიჭებს უთხრა, რომ ის და მისი ქმარი ხელმძღვანელობენ პატარა ფირმას, რომელიც მაკარონის ნაწარმის გაყიდვას ეწევა. ქალმა ბიჭები საკუთარ პატარა, ერთოთახიან ბინაში მიიწვია. აქ დაიმ მათ მოუხარშა და აჭამა მაკარონი, გაუთბო წყალი და დააბანინა წყლულებით დაფარული ფეხები, შემდეგ კი საკუთარი საწოლი დაუთმო დასაძინებლად. შემდეგ დაიმ დაურეკა თავის მეგობარს მეზობელ ქალაქში და სთხოვა დახმარებოდა, რომ ბიჭებისათვის სამუშაო ეშოვა.

მეგობარი კეთილი აღმოჩნდა, მან გულთან მიიტანა დაის თხოვნა და ქალს განუცხადა, რომ შეძლებდა ბიჭების დასაქმებას.

გამომშვიდობების წინ დაიმ ბიჭებს ცოტაოდენი ფულიც კი მისცა, რომ სამგზავროდ და რამოდენიმე დღის განმავლობაში საკვებისათვის ყოფნოდათ, უსურვა მათ წარმატებები და ის, რომ მუდამ კარგ ადამიანებად დარჩენილიყვნენ.

"მან გვითხრა, რომ მთავარი არაა გქონდეს ბევრი ფული, მთავარია-ყოველთვის ეცადო, დარჩე ადამიანად, -ამბობს ჰე, - ეს სიტყვები იყო ყველაზე ღირებული, რაც კი მან მოგვცა. მე არასოდეს დამავიწყდება ეს სიტყვები და მის მიერ გაწეული დახმარება".


მრავალი წლის განმავლობაში ჰე მუხლჩაუხრელად მუშაობდა ავეჯის ბიზნესში ქალაქ შენიანში, მან შეძლო საკუთარი პატარა საწარმოს გახსნა და ნელ-ნელა წარმატებული ბიზნესმენი გახდა. მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, მას არასოდეს დავიწყებია ქალი, რომელიც მას დაეხმარა ფეხზე დადგომაში.

წლების შემდეგ, როცა ჰე საკმაოდ შეძლებული ადამიანი გახდა, გადაწყვიტა ახალგაზრდა ქალბატონის მოძებნა. მან იოლად იპოვა დაის მისამართი და რამოდენიმე დღის შემდეგ 45 წლის დაი და 37 წლის ჰე თვალცრემლიანები მხურვალედ ეხვეოდნენ ერთმანეთს.

გაწეული დახმარების და გამოჩენილი გულისხმიერების სანაცვლოდ, მადლობის ნიშნად ჰემ ქალს მილიონი იუანი შესთავაზა, მაგრამ დაიმ უარი თქვა ასეთ მდიდრულ საჩუქარზე, მიუხედავდ იმისა, რომ მისი ცხოვრება საკმაოდ მძიმედ წარიმართა, მეუღლე დაეღუპა და ამჟამად თავს ძლივს ირჩენს, თან არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს.


image


" ჰე გაოცდა, როცა მე უარი ვთქვი შემოთავაზებულ თანხაზე, -ამბობს დაი, -მე არ შემეძლო ამეღო ეს ფული. მე კი არ დავეხმარე მას წარმატების მიღწევაში, მან ყველაფერი თავისი მიზანდასახულობის და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიიღო".

საბოლო ჯამში, დაი დათანხმდა მხოლოდ იმაზე, რომ ჰესაგან მისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიეღო.




6
589
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
589
  
2014, 16 ოქტომბერი, 21:21
ასეა...რას გაუგებ ამ ხალხს
2014, 16 ოქტომბერი, 21:20
მაგრამ ფაქტი ფაქტია, სიკეთე გააკეთა ორივე მხარემ და სხვებისთვის ნამდვილად მაგალითი უნდა იყოს.
2014, 16 ოქტომბერი, 21:19
მართალი ხარ, ის კაცი მაგით არ გაღარიბდებოდა და არც ანგარებად ჩაეთვლებოდა ქალს დახმარების მიღება, თვითონაც ერთ დროს ხომ უანგაროდ გაუწვდინა დახმარების ხელი და მისი გამდიდრება აზრადაც ვერ იარსებებდა..
2014, 16 ოქტომბერი, 21:13
თან იმ კაცს მაგით არაფერი დააკლდებოდა..უანგაროდ შესთავაზა დახმარება და წესით უნდა მიეღო, მეც მაგ აზრზე ვარ.
2014, 16 ოქტომბერი, 21:02
ძალიან მახარებს მათნაირი ადამიანების არსებობა,მაგრამ ცოტა არიყოს დიდ სისულელედ მიმაჩნია დახმარბის მიღებაზე უარის თქმა და მეუღლისა და საკუთარი თავის ასიკვდილოდ გაწირვა, მას ხომ სრულიად დამსახურებულად შეეძლო მიეღო დახმარება.
2014, 16 ოქტომბერი, 11:11
ასეთი ისტორიები მახარებს , ბედნიერებაა რომ ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი და გულმოწყალე ადამიანები
0 1 6