x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
რა ფილმს ვუყუროთ ?
image



































ვაგრძელებ ჩემს რუბრიკას ''რა ფილმს ვუყუროთ'' და გთავაზობთ მესამე ფილმს. ''the blind side'' - ''უხილავი მხარე'' 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მისი რეჟისორია ჯონ ლი ჰენკოკი. მთავარ როლებს კი სანდრა ბალოკი, ქუანტინ აარონი და ტიმ მაკგროუ ასრულებენ. ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და მოგვითხრობს ისტორიას ამერიკული ფეხბურთის გუნდის წევრზე მაიკლ ორეიზე. ახალგაზრდა აფროამერიკელი, თავისი ფიზიკური ზომით გამორჩეული მაიკლი უსახლკარო, მძიმე წარსულის და სულიერად ტრამვირებული მოზარდია. იგი საკუთარ თავშია ჩაკეტილი და გარესამყაროსთან და მასში მცხოვრებ ადამიანებთან, რომელთა ნდობაც დიდი ხნის წინ დაკარგა არ სურს. პირიქით მას ეშინია ადამიანების და მხოლოდ ცუდს მოელის მათგან. ამის მიუხედავად მაიკლი წყნარი და ზრდილობიანია, გარეგნული სიმკაცრის მიუხედავად სინამდვილეში ნამდვილი პონჩიკაა.

მაიკლის ცხოვრება შეიცვლება, როდესაც პატარა ბიჭს გაიცნობს, რის შემდეგაც მისი მშობლები იშვილებენ და ისე მიიღებენ როგორც ოჯახის წევრს. მაიკლი ახლა მდიდრულ სახლში ცხოვრობს და არაფერი აკლია, მიუხედავად ამისა თავიდანმაინც უჭირს შეგუება ახალ მდგომარეობასთან. დედობილის მხარდაჭერითა და საკუთარი ენთუზიაზმით მაიკლი დიდ წარმატებებს აღწევს ფეხბურთში რაც საკუთარი თავის რწმენაში დაეხმარება.

ფილმი გვიჩვენებს თუ რამდენად კეთილი და დიდსულოვანი შეიძლება ვიყოთ უცხო, გაურკვეველი და თუნდაც არასანდო ადამიანის მიმართ და რამდენი რამ შეგვიძლია შევცვალოთ მის ცხოვრებაში. სიყვარული არის ის რაც ყველა ადამიანს ფერადკანიანს, მდიდარსა თუ უსახლკაროს სჭირდება და აძლიერებს.


რატომ არ უნდა გავიღოთ იგი თუ შეგვიძლია სხვას დავეხმაროთ. სანდრა ბალოკის გმირი მართლაც რომ გმირობას სჩადის თავისი საქციელით და გვიჩვენებს ადამიანობის, ნდობის, სიყვარულისა და გამბედაობის მაგალითს.

უუყურეთ ფილმს და დაიტვირთეთ დადებითი ემოციებით. დამიჯერეთ, კმაყოფილი დარჩებით.

ესეც ფილმის ტრეილერი.

0
70
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0