x
image
beko777
Mediator image
ცხოვრებისეული ისტორიები - აზრი მატერიალურია, ნუ ეთამაშებით აზრებს

ცხოვრებისეული ისტორიები - აზრი მატერიალურია, ნუ ეთამაშებით აზრებს - ასხლეტილი სიტყვა


imageქ.რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში ორი განუყრელი მეგობარი მედიკო და ნანა მუშაობდა. ისინი პედაგოგიური ინსტიტუტის მერხიდან დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ნაცნობობის ჩარევით ერთ სკოლაში მიიღეს განაწილება, სადაც უკვე 15 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ. ორივე გათხოვილი იყო. მედიკოს უფრო კარგად ჰქონდა ოჯახური ცხოვრება აწყობილი. ქმარი წესიერი, მეოჯახე მამაკაცი ჰყავდა და ორი შვილის გაზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ნანას ქმარი ხშირად სვამდა და სახლშიც არ მიდიოდა, ალბათ იმიტომ, რომ შვილების დარდი არ აწუხებდა. ამის მიუხედავად, ნანას არასდროს არ შურდა დაქალის, პირიქით მხოლოდ ახარებდა მედიკოს ბედნიერება. თვითონ მედიკო კი ბოლთას სცემდა: „რას დასდევ მაგ ლოთს? ჯერ ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ხარ. გაგიჭირდება სხვა კაცის მოძებნა”? სად არიან ეგ სხვა კაცები, – ფიქრობდა ნანა. ან ვის ვჭირდები, როცა გარშემო ამდენი გასათხოვარი გოგოა?


imageნანამ კარგად იცოდა მეუღლის ოთარის შემთხვევითი რომანების შესახებ. მაგრამ როცა იგი შაბათ-კვირას არ მოვიდა და მხოლოდ ორშაბათის საღამოს გამოცხადდა, თან არც რაღაც იაფიანი სუნამოს არომატი და ზურგზე ვიღაცის გრძელი ფრჩხილების ნაკვალევი დაუმალავს, ნანა უკვე მიხვდა: - ოთარი მხოლოდ წასვლის შესაფერის საბაბს ეძებდა. ქალმა მთელი ღამე ცრემლში გაატარა, დილით კი სამსახურში მისვლისთანავე დაქალს გაუზიარა ყველაფერი.
მედიკომ მეგობრის გულის ტკივილი ძლიერ განიცადა და მორალური მხარდაჭერა გადაწყვიტა. ნანას მაშინვე მოგონილი ისტორია მოუთხრო იმის შესახებ, რომ ერთი შეხედვით მისი წესიერი ქმარი უკვე წელიწადნახევარია ვიღაც თანამშრომელ ქალს ჰყვარობს. ისინი ქობულეთშიც კი ყოფილან დასასვენებლად. შთამბეჭდავი მონდომებით ცრუობდა მედიკო. გახსოვს, სოფელში რომ იყო დედამისთან, ვითომ სამტრედიაში. ჰოდა სინამდვილეში თურმე იმ უსინდისო ქალთან ერთად ყოფილა ზღვაზე, ჩემმა ერთმა ნაცნობმა მომითხრო, რომელიც ჩემს ნუგზარისთან ერთად მუშაობს. ზოგჯერ მეც იმას ვფიქრობ, გავეყარო თუ არა. მაგრამ ჩემი ბიჭების გულისთვის, მეტი რა გზა მაქვს, უნდა ავიტანო. სახლში დაბრუნებულმა მედიკომ ძლივს ამოისუნთქა თავისუფლად: „რამდენი ტყუილი მცოდნია, გავბერე საწყალი ნანა”.


imageზაფხული მოვიდა. ნანა ქმარმა მაინც მიატოვა, მედიკოს კი ძველებურად მშვიდად ჰქონდა საქმეები. ის ქმართან ერთად ზღვაზე აპირებდა დასვენებას. მეორე თაფლობის თვე უნდა მოეწყოთ, მაგრამ მეუღლემ მოულოდნელად გადაიფიქრა. მან თქვა, რომ დედა ჰყოლია, ცუდად და სამტრედიაში უნდა ჩასულიყო სასწრაფოდ. სულ მალე მოვლენები უკვე ცნობილი სცენარით განვითარდა. მედიკომ ისე მოსაკითხად გადაურეკა ნუგზარისთან მომუშავე ნაცნობ დისპეტჩერს ლუიზას, რომელმაც რამდენიმე რიგითი ფრაზის შემდეგ არ დააყოვნა და „საიდუმლოდ” ამცნო, რომ ქმარმა ვიღაც ახალგაზრდა თანამშრომელს დაუწყო დევნა, რომელთან ერთადაც ზღვაზე დასასვენებლად არის წასული. მაგრამ ეს ხომ ვიცოდი, თითქმის შოკში ჩავარდნილმა გაიფიქრა მედიკომ. საიდან? ამ დროს გაახსენდა დაქალთან რამდენიმე თვის წინ ნაჭორავები.
შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ნუგზარი პირველ რიგში მედიკოს გაეყარა და თავისი „ინსტრუქტორი” შეირთო ცოლად. მედიკო ახლა მარტო ზრდის შვილებს და ხშირად ხვდება აგრეთვე მარტოდ დარჩენილ ნანას. დაქალებს ვერ გაუგიათ, რა მოხდა: „ენამ უყივლა, თუ ბუმერანგივით შემოუტრიალდა ოჯახის დამანგრეველი სიტყვა”?

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0