x
image
მანჩო 777
ყოფილმა კრიმინალმა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით საკუთარი თირკმელი გააჩუქა
ყოფილმა პატიმარმა, 32 წლის უესლი ჯოიმ, რომელიც ოთხი წელი იჯდა ციხეში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა ახალი ცხოვრებით ეცხოვრა. მან საქველმოქმედო მიზნით ცალი თირკმელი 2 შვილის დედას, სალი გრეინჯერს გადაუნერგა.


image


ამ ორმა ადამიანმა საერთოდ არ იცოდა ერთმანეთის არსებობის შესახებ, სანამ სასოწარკვეთილმა სალიმ ადგილობრივ გაზეთში არ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თვალცრემლიანი თხოვდა ხალხს დახმარებოდნენ და მიეცათ მისთვის თორკმელი, რადგან გადანერგვის გარეშე მას სულ რამოდენიმე კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. სალის გულისამაჩუყებელ თხოვნას სულ ათი ადამიანი გამოეხმაურა, ერთი მათგანი ყოფილი პატიმარი უესლი ჯოი აღმოჩნდა...


image



ამჟამად მისს გრეინჯერი რეაბილიტაციის კურსს გადის ბირმინჰემის ჰოსპიტალში. ის ამბობს, რომ უსაზღვროდ ბედნიერია, რადგან მიეცა საშუალება კიდევ მრავალი წელი დატკბეს სიცოცხლით და უყუროს, თუ როგორ იზრდებიან მისი შვილები: 14 და 10 წლის გოგონები. "არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება. მე შემძრა იმ ფაქტმა, რომ სრულიად უცხო ადამიანი უანგაროდ ცდილობდა ჩემს დახმარებას. მე ვფიქრობდი, რომ ასეთი რამე მხოლოდ კინოში ხდება".


image


უესლი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. 2004 წელს ის ციხეში მოხვდა ადამიანზე შეიარაღებული თავდასხმისათვის. ჯოიმ ციხეში 4 წელი გაატარა. ამ წლებმა ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ციხიდან გამოსულმა ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა შეეცვალა ცხოვრების სტილი და კეთისინდისიერ, კანონმორჩილ მოქალაქედ ქცეულიყო.


image


როცა სალის განცხადება ნახა ადგილობრივ გაზეთში, უესლი არც კი დაფიქრებულა, იმწამსვე შეეხმიანა ქალს და დახმარება აღუთქვა. ის იყო ერთ-ერთი იმ ათი ადამიანიდან, რომლებიც თანახმა იყვნენ ქალისათვის თირკმელი ეჩუქებინათ, მაგრამ ჯოი აღმოჩნდა ერთადერთი ამ ათეულიდან, ვისი თირკმელიც სრულიად შეესაბამებოდა ქალის ორგანიზმს.


image


სალი პატარაობიდანვე ავადმყოფობდა ფილტვების დაავადებით, მას ერთი ფილტვი ადრეულ ასაკში გადაუნერგეს და ამიტომ ხშირად უხდებოდა ტოქსიკური პრეპარატების მიღება, რამაც თირკმლის უკმარისობა გამოიწვია. ქალი კვირაში სამჯერ იტარებდა დიალიზის პროცედურას და ბოლო ხანებში მისი სიცოცხლე უკვე ბეწვზე ეკიდა.


image


თავად უესლი 4 შვილის მამაა. ის ამბობს, რომ როდესაც სალის წერილი წაიკითხა, შეხედა თავის შვილებს და გააცნობიერა, რა რთული იქნებოდა მათთვის დედის გარეშე დარჩენა. "მე გავიფიქრე, რომ ჩემს წარსულ ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ გავაკეთე. ახლა დადგა დრო გამეკეთებინა სიკეთე და გადამერჩინა ადამიანის სიცოცხლე, "-ამბობს უესლი.


5
82
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
82
  
2014, 14 ოქტომბერი, 21:42
ნამდვილად:)
2014, 14 ოქტომბერი, 21:40
არასდროსაა გვიან აკეთო სიკეთე
2014, 13 ოქტომბერი, 23:54
ასეთი საქმე მართლაც დასაფასებელია
2014, 13 ოქტომბერი, 20:24
ნამდვილად:)
2014, 13 ოქტომბერი, 20:23
მაგარია მალადეც ამ კაცს !
0 1 5