x
image
natia.a
როგორ წარმოიშვა "ვიაგრა" და რას ნიშნავს მისი სახელწოდება

image1992 წელს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სენდვიჩში კომპანია Pfizer-ი ახალი წამლის - სილდენაფილის ციტრატის კვლევას აწარმოებდა. პრეპარატის შემქნელები ვარაუდობდნენ, რომ სილდენაფილის ციტრატი ხელს შეუწყობდა გულის კუნთისათვის სისხლის მიწოდებას და არტერიული წნევის დარეგულირებას.


მაგრამ კვლევის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ პრეპარატი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მიოკარდიუმში სისხლის მიწოდებაზე ან არტერიულ წნევაზე. სამაგიეროდ ექსპერიმენტის ზოგიერთ მონაწილეს, განსაკუთრებით მამაკაცებს, აღარ სურდათ აბების უკან დაბრუნება (ერთ-ერთი მათგანი ლაბორატორიაშიც კი შეიჭრა პრეპარატის ზდმეტი დოზის მისაღებად). წამლისადმი ამგვარი სწრაფვის მიზეზი იყო ერექციული ფუნქციის საგრძნობი გაუმჯობესება.


ფარმაკოლოგიური კომპანია Pfizer-ის მეცნიერებმა, ცხადია, შეამჩნიეს სილდენაფილის ციტრატის ამგვარი მოულოდნელი თვისება და აღიარეს იგი ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგო საშუალებად.


ასე წარმოიშვა პრეპარატი "ვიაგრა". სახელწოდება წარმოდგა ორი სიტყვის შეერთებისგან: «Vigor» (ძალაუფლება, ძალა) და ნიაგარა — ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე ძლიერი და დიდი ჩანჩქერი.


0
784
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
784
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0