ქალი და მამაკაცი „ერთმა ბიჭმა დედაბერი მოიყვანა ცოლად და როცა ის გარდაიცვალა, მთელი ქონება ბიჭს დარჩა” 2014, 9 ოქტომბერი, 22:52 „ერთმა ბიჭმა დედაბერი მოიყვანა ცოლად და როცა ის გარდაიცვალა, მთელი ქონება ბიჭს დარჩა” - ცხოვრებისეული ანეკდოტი
![]() „მაქვს უდიდესი პრობლემა, მაგრამ არ ვიცი, რა წყალში გადავარდე. ვისაც ჩემი უბედურების შესახებ ვუყვები – ყველა გაკვირვებული რჩება, მხრებს იჩეჩავენ და ვერაფერი გაუგიათ. მე თვითონ კი ისეთ შოკში ვარ ჩავარდნილი, რომ აღარც ვიცი, როგორ შევძლებ ცხოვრებას. ვარ ოცდასამი წლის, ქმარი ნიკო ოცდაათის. ვცხოვრობდით ჩვენთვის“ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად, მაგრამ არც სხვებზე უარესად ვიყავით. თუ წავკინკლავდებოდით, ერთმანეთზე ცხვირჩამოშვებულები დიდხანს არ ვიყავით. ბავშვი გვინდოდა, მაგრამ რაღაც არ გამოგვდიოდა. გულს მაინც არ ვიტეხდი. ვფიქრობდი, წინ კიდევ ბევრი დრო გვქონდა. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არც ისე მოზრდილი ქალაქია, აქ რამის დამალვა ძალზე ძნელია. ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი ქმარი ვიღაც ქალთან ერთად დაინახა, მერე სხვამაც იგივე თქვა... მართალია, ორივე მეუბნებოდა არ მენერვიულა: ეს ქალი გაცილებით ასაკოვანი ჩანდა ჩემს ქმართან შედარებით, ასე რომ, არანაირ რომანზე არ შეიძლებოდა საუბარი. ალბათ, რამე სამსახურთან დაკავშირებით თუ იყოთ-მეთქი, ვიფიქრე... ყველაფერი ერთი თვის წინ გაირკვა. როცა ქმარმა მითხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა ჩემთან, მაშინვე გულში გამკრა და მივხვდი ყველაფერს. სხვა ქალთან მივდივარო, შემიყვარდაო და მასთან უფრო კარგად ვგრძნობო თავს. პირდაპირ დავუღრიალე: იმ დედაბერთან? მან კი მშვიდად მიპასუხა: „რატომაა დედაბერი, მხოლოდ ორმოცდათერთმეტისაა”. ![]() ქმარი წავიდა, მე კი იმ დედაბერზე დავიწყე ამბების გამოკითხვა. ქვრივი, პედაგოგი, ბინა ერთოთახიანი . მისი შვილი ბიჭი, რომელიც ოცდარვა წლისაა, ცალკე ცხოვრობს. თითქმის ჩემი ყოფილი მეუღლის თანატოლია. მე კი გულში ჩამრჩა ქმრის სიტყვები. რომ ის ასჯერ უფრო მეტად ქალია, ვიდრე მე რა ჰქონდა მხედველობაში? დიასახლისობა? მეც ხომ ვურეცხავდი, ვუვლიდი, ვაჭმევდი. ლოგინი? მე ხომ იმ გადაბეხრიკებულს ალბათ ყველაფერში დავჯაბნი. ან იქნებ მის წლებში შემონახული ახალგაზრდული სხეული, გლუვი კანი? ან იქნებ კიდევ რაიმე? ხომ ვერ მიპასუხებდით, მითუმეტეს, რომ არავინ იცის მსგავსი „სიურპრიზი” სად არის მიმალული. უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის მომენტი მაქვს და მეტი არაფერი”. ქეთინო ![]() აღწერილ შემთხვევაში განსჯის საგანი მხოლოდ პარტნიორთა სქესი შეიძლება გახდეს. ახალგაზრდა გოგონები ჩვეულებრივ მიჰყვებიან ცოლად ასაკოვან სოლიდურ მამაკაცებს, მაგრამ საზოგადოება ამას უკვე შეეგუა. ![]() ![]() სექსოპათოლოგის აზრი – თანამედროვე საზოგადოება ისე ელვისისწრაფით სწრაფად იცვლება, როგორც არასოდეს. სექსუალურ ასპექტში, ემანსიპაციის წყალობით, ქალებს აღარ ერიდებათ საკუთარი სურვილების გამოვლენა. აშკარაა, რომ მოწიფული ქალები უფრო გამოცდილნი არიან. საჭირო აღარ არის მათი ზედმეტად „შებმა”, ისინი სიყვარულის აქტის დროსაც არ არიან კაპრიზულები. მათ ლოგინში ისეთი რაღაცეების კეთება ძალუძთ, რასაც ზოგიერთი გოგონები ცხოვრებაში ვერ მოიფიქრებენ. ისინი მეტად ინიციატიურნი და მგზნებარენი არიან. ხშირად მათ უკვე აღარ აშინებთ ინტიმური კავშირის შესაძლო შედეგები. ![]() არც ოიდიპოს კომპლექსია გამოსარიცხი. ბიჭები ზოგჯერ ქალის იდეალურ ხატოვნებას დედის ეტალონიდან ჰქმნიან. ისინი გაუცნობიერებლად ადარებენ ყველა გოგონას იდეალთან და ვერც ერთი ვერ მიესადაგება მას თუნდაც ასაკის გამო. ამიტომ „მეორე დედის” ასეთ ძიებას ხშირად ლოგიკურად მიჰყავთ მოწიფული ქალის მკლავებში. ზოგჯერ გაუცნობიერებლად ჭაბუკი ეძებს არა ქალს, არამედ მფარველს, დამცველს. როგორც ფროიდიდან დაწყებული, მრავალმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ქცევის ასეთი მოდელი მეტნაკლებად ყველა მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი. 820 2-ს მოსწონს
|