სხვა მოსკოვის ცენტრში ქურდების "სხოდკაზე" 20 კრიმინალური ავტორიტეტი ერთდროულად აიყვანეს 2014, 8 ოქტომბერი, 13:30 დაკავებულთა რიცხვში აღმოჩნდა "დედ ჰასანის" საქმის გამგრძელებელი, იური უსოიანი.
მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალური ავტორიტეტების "სხოდკას" თავს დაეცნენ. აყვანილია 20 ე.წ. კანონიერი ქურდი, იუწყება ТАСС-ი. ყველა დაკავებული პიროვნება გადაყვანილი იქნა შსს-ს განყოფილებაში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების დადგენის მიზნით. თავის მხრივ, Life News-ი აზუსტებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტები შეიკრიბნენ კაფე "Бочка"-ში.მათ შორის იყო 2013 წელს მოკლული "დედ ჰასანის"(ასლან უსოიანი) საქმის გამგრძელებელი, იური უსოიანი. სურათზე:იური უსოიანი ამასთანავე გამოცემამ გამოაქვეყნა იმ კანონიერი ქურდების სია, რომელიც "სხოდკაზე" აიყვანეს: 1 უსოიანი იური 2 აკბულატოვი ხიზირი 3 ხრისტოფოროვი ედუარდი 4 მალაშკინი ვლადიმერი 5 პოტაპოვი აკიმი 6 კალაშიანი გიორგი 7 ზიატკოვი ვლადიმერი 8 ანდრეი ტკაჩენკო 9 კოშაევი რომანი 10 რასოევი რომანი 11 ალექსანდრე ვასილიევი 12 პეჩერენი დიმიტრი 13 ზიატკოვი ვლადიმერი 14 პროტოპოპოვ ანტონი 15 მინაზიანი ვართანი 16 ოკუევი ჟალბენი 17 პოდკოლოტინ ლეონიდი 279 3-ს მოსწონს
|