x
image
ვიზა კოხაძე
ტრაგედია დატრიალდა დიდ ბრიტანეთში, როდესაც 56 წლის ასაკში 16 შვილის მამა და 33 შვილიშვილის ბაბუა გარდაიცვალა
image
დიდი ბრიტანეთის ერთ - ერთ საგრაფოში 16 შვილის მამა და 33 შვილიშვილის ბაბუა ტერი გუარტი 56 წლის ასაკში გულის მწვავე შეტევით გარდაიცვალა, რის შესახებაც ინფორმაციას ბრიტანული საიტი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომლისთვისაც ოჯახი ყველაფერი იყო და რომელიც 24 საათინ სამუშაოს ასრულებდა, ბევრი ტრაგედიის მომსწრე იყო, რამდენადაც მას წლების წინ სამი შვილი გარდაეცვალა. ახალშობილების დაღუპვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მრავალ შვილს გააჩენდა და მათზე იზრუნებდა.

ტერიმ ცოლი 1979 წელს შეირთო და 12 ქალიშვილი და 4 ვაჟი გაუჩინა საყვარელმა მეუღლემ.image
image
























imageimage
ამ ფოტოზე გარდაცვლილი ტერი ოთხ ვაჟთან ერთად არის კადრში და ფოტო 2000 წელს არის გადაღებული.image


ამ ფოტოზე კი მისი 12 გოგონაა.image

როგორც მისი მეუღლე ქალბატონი ჰარი აცხადებს, ტერი იყო მშრომელი მამა და ბრწყინვალე ბაბუა. ის 24 საათი მუშაობდა, რათა მის დიდ ოჯახს თავი კომფორტულად ეგრძნო. მან დიდ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ძლიერი ოჯახი დაგვიტოვა.

ინტერვიუში იხსენებს ქალბატონი ჰარი, რომ ახალგაზრდობაში, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, ის მაინც ახერხებდა და გვიან ღამით სახლში მოდიოდა, რათა მე ბავშვების მოვლაში დამხმარებოდა.ჩვენ 35 წელი ერთად ვცხოვრობდით და დღემდე არც ერთი წყენა არ მახსენდება.მისთვის უდიდესი ტრაგედია იყო, როცა სამი ახალშობილი ჩვილი წლების წინ დავკარგეთ და სწორედ მას შემდეგ აწუხებდა გული.imageimageimage
P. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ბრიტანეთის ერთ - ერთ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია, მომხდარს ბრიტანულმა პრესამ დიდი სტატია მიუძღვნა.

0
254
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0