სხვა ტრაგედია დატრიალდა დიდ ბრიტანეთში, როდესაც 56 წლის ასაკში 16 შვილის მამა და 33 შვილიშვილის ბაბუა გარდაიცვალა 2014, 9 ოქტომბერი, 11:21 ![]() დიდი ბრიტანეთის ერთ - ერთ საგრაფოში 16 შვილის მამა და 33 შვილიშვილის ბაბუა ტერი გუარტი 56 წლის ასაკში გულის მწვავე შეტევით გარდაიცვალა, რის შესახებაც ინფორმაციას ბრიტანული საიტი ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომლისთვისაც ოჯახი ყველაფერი იყო და რომელიც 24 საათინ სამუშაოს ასრულებდა, ბევრი ტრაგედიის მომსწრე იყო, რამდენადაც მას წლების წინ სამი შვილი გარდაეცვალა. ახალშობილების დაღუპვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მრავალ შვილს გააჩენდა და მათზე იზრუნებდა. ტერიმ ცოლი 1979 წელს შეირთო და 12 ქალიშვილი და 4 ვაჟი გაუჩინა საყვარელმა მეუღლემ. ![]() ![]() ![]() ![]() ამ ფოტოზე გარდაცვლილი ტერი ოთხ ვაჟთან ერთად არის კადრში და ფოტო 2000 წელს არის გადაღებული. ![]() ამ ფოტოზე კი მისი 12 გოგონაა. ![]() ![]() ![]() ![]() P. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ბრიტანეთის ერთ - ერთ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია, მომხდარს ბრიტანულმა პრესამ დიდი სტატია მიუძღვნა. 254 5-ს მოსწონს
|