შოუბიზნესი ღია წერილი კულტურის სამინისტროს უარზე, მე-15 საიუბილეო-საქველმოქმედო "მეგას" გვერდში დგომასთან დაკავშირებით (ანუ - მე ვოცნებობ კეთილ ნებას) 2014, 7 ოქტომბერი, 0:14 ![]() 1999 წლიდან, ანუ იმ დროიდან რაც საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი "მეგა" არსებობს უამრავი უსამართლო "კრიტიკული" ცხელი ლავა წამოსულა ჩვენს წინააღმდეგ, ბავშობიდან მეზიზღება უსამართლობა (ალბათ ამიტომაც გამოვედი ჟურნალისტი) და ამიტომ, ყოველთვის ვიცავდი და კვლავ დავიცავ სიმართლეს, მითუმეტეს ჩვენს სიმართლეს, რომელსაც ორთვალგახელილი ვუყურებ და არა ჭუტალასავით ცალი თვალით :) - იმას ვამბობდი, რომ პროექტი რომელიც წელს უკვე მე-15 ტარდება რათქმაუნდა ექვემდებარება კრიტიკას (შინაარსობრივს), მაგრამ ვერასოდეს ვერ შევეგუები "უპრაგონოდ" ჭკუის სწავლებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ერთხელაც კი არ დასწრებიან "მეგას" 15 წლის მანძილზე და ჰაერში ბჭობენ! ![]() - ჩემი შეცდომა იცით რა არის მე მგონი? - ყველას, რომ ვუსმენ და იშვიათად ვპასუხობ ამ ყველას! ვიღაცეები მეუბნებიან: - რომ გაკრიტიკებთ, მერე ბრაზდები და გწყინსო! - ტყუილია! რადგან თქვენ კი არ მაკრიტიკებთ "მეშპილკავებით", რადგან ის, რასაც თქვენ "მირჩევთ" ხოლმე - ისედაც ვიცი - ფულიიიიი! ფული სჭირდება ამ ყველაფერს! ფული!!!!! - ბევრჯერ მითქვამს არაპრიორიტეტული საქმეა-თქო შოუ-ბიზნესის მსახურება, თანაც ქართულის (!), მაგრამ რა ვქნა - მაინც, რომ მჯერა და ვიცი, რომ საქართველოში კულტურის ეს სფეროც ოდესღაც გაბრწყინდება და მანამდე, ზურგით მოვათრევ ამ პროექტს!!! ბეჭებით!!! ![]() ჰოდა, იმ ყველაფრისთვის, რომ - "მეგა" ისეთი ყოფილიყო როგორიც ამ ფორმატს შეეფერება, საქართველოს კულტურის სამინისტროს ვთხოვეთ დახმარება, - ახალი მინისტრი დანიშნეს, ჩვენი ძველი ნაცნობი, ამ სფეროში გარკვეული ადამიანი და იმედი მოგვეცა გვერდში დაგვიდგება-თქო :) რადგან თავის დროზე ჩვენ ყოველთვის (!) დავდგომივართ გვერდში მიშა გიორგაძის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს და ესეც, რომ არ იყოს - ხელოვანების პატივისცემა იცის კაცმა (მართალია მხოლოდ უცხოელი ჯაზმენების) და იმედი გვქონდა და ვფიქრობდით დაგვეხმარება, რომ ქართველი ხელოვანებისთვის არსებული, ეს, აწ უკვე ძველი პროექტი და მისი საიუბილეო მე-15 ცერემონიალი 22, 500 ლარით დაეფინანსებინა :) - ჰო, ჰოო ნუ გეღიმებათ სულ რაღაც 22, 500 ლარს ვთხოვდით საიუბილეო ღონისძიების ჩასატარებლად... (ამ 2 კაპიკს, როგორ ვამყოფინებდით - ეს, უკვე ჩვენი საქმეა - ავტ.) - ხოდა ბევრი იმსჯელეს ალბათ კომისიაზე კულტსამინისტროში და გადაწყვიტეს, რომ - არავითარი "მეგა"! არავითარი ქართველი ხელოვანებისა და კულტურის მოღვაწეების ასეთი მაშტაბური დაფასება! არავითარი ქველმოქმედება "მეგას" ფორმატში! წინ უფრო დიდი საქმეები და პროექტები გვაქვს დასაფინანსებელი და გვჭირდება ეს 22, 500 ლარიო :) - ჰოოოდაა, აი რა პროექტები ფინანსდება და საერთოდ რა ხდება კულტურის სამინისტროში - ამაზე აწი მიყურეთ და აწი მისმინეთ..... და გულდასაწყვეტია, რომ "ოცნების" მთავრობაში კულტურის მინისტრის კანდიდატურას როცა ეძებდნენ, ვერ პოულობდნენ და ვერავის შეტენეს ეს თანამდებობა, არავინ იკითხა - ბოლო-ბოლო იქნებ თავად ხელოვან ხალხს ვკითხოთ ვინ უნდათ მინისტრადო? :) ![]() სხვათაშორის ცოდვას ვერ ვიტყვი - 2014 წლის 15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო პროექტი პატარა 2 წლის ელენიკოს დახმარების ფორმატში 6, 000 ლარით დაგვიფინანსა სამინისტრომ (დარბაზის, განათება-გახმოვანების ხარჯები), გურამ ოდიშარია იყო მაშინ მინისტრი და მოადგილე კი - ალეკო მარგიშვილი, და რაც მთავარია მაშინ არსებობდა - კეთილი ნება. მოკლედ მე კეთილ ნებაზე მაქვს საუბარი, "კეთილი ნება" რომელიც არც "ოცნების" მთავრობის კულტურის სამინისტროს აღმოაჩნდა "მეგასთან" მიმართებაში, ხოდა იმედი მქონდა, ოცნება მქონდა და ამიტომაც "გამიტყდა" - ავდექი და პირადად დავუკავშირდი მინისტრს, დავურეკე... ვრეკე, ვრეკე, ვრეკე... მესიჯები ვაგზავნე, ვაგზავნე და... არსაიდან ხმა, არსით ძახილი! არავინ მპასუხობს... რატო, რატო, რატო მე ამის დედა ვატირე...? 22, 500 ლარზე არაა საუბარი ხალხნო! "მეგა" მაინც ჩატარდება! მე-15-ც, 25-ეც და 55-ეც! გპირდებით! უბრალოდ აქ კეთილ ნებაზეა საუბარი, კეთილ ნებაზე, რომელიც მეგონა, რომ "ოცნების" მთავრობას ჰქონდა! ![]() ![]() პატივისცემით საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალის დამაარსებელი ბესიკ ჩუბინიძე 61 2-ს მოსწონს
|