x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფები კაცობრიობის ისტორიაში
image


















4აპრილი 1933 წელი:ატლანტიკის ოკეანეში ჩავარდა დირიჟაბლი "აკონი", რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკუთვნოდა. დაიღუპა 73 ადამიანი. ეს იყო ისტორიაში დირიჟაბლის ყველაზე დიდი კატასტროფა მსხვერპლის მიხედვით.მიზეზი:ძლიერი ქარიშხალი.


7 მარტი 1977 წელი: აეროპორტ ლოს როდეოსში(ტენერიფე), ერთმანეთს შეასკდა ორი ბოინგ-737, დაიღუპა 583 ადამიანი.მიზეზი:დისპეჩერის შეცდომა. ერთ თვითმფრინავს აფრენის უფლება მისცა, ხოლო მეორეს იმავე ზოლზე გასვლის ნებართვა.


3 ივნისი 1985 წელი:ირლანდიის სანაპიროზე ჩამოვარდა ბოინგ-737 ეირ-ინდია-ს საკუთრება, რეისი დელი-ლონდონი-მონრეალი, დაიღუპა 329 ადამიანი.მიზეზი:პაკისტანელი ტერორისტების მიერ ჩადებული ნაღმი.


2 აგვისტო 1985 წელი: მთას შეასკდა ბოინგ-737, იაპონიის ავიაკომპანიის საკუთრება, დაიღუპა 520 ადამიანი:მიზეზი:ტექნიკური გაუმართაობა, დაზიანდა ჰიდრავლიკული სისტემა.


3 ივლისი 1988წელი:აერობუსი ა-300 რეისი ბანდერ-აბას-დუბაი ჩამოვარდა სპარსეთის ყურეში.დაიღუპა 290 ადამიანი, მათ შორის 66 ბავშვი.მიზეზი:ამერიკის საზღვაო-საჰაერო ძალების მიერ შემთხვევით გასროლილი რაკეტა კრეისერ "ვინსინესი"-დან.


2 ნოემბერი 1996 წელი:ჰაერში შეასკდა ერთმანეთს საუდის არაბეთის ბოინგ737 და ყაზახეთის სატვირთო თვითმფრინავი ილ-76. დაიღუპა 349 ადამიანი.მიზეზი: ილ-76-ის პილოტის შეცდომა, დისპეჩერის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად არ შეცვალა კურსი.(ვარაუდი:ინგლისურის ცუდი ცოდნა)


5 ივლისი 2000 წელი:პარიზის აეროპორტიდან, აფრენიდან 3 წუთში, ჩამოვარდა ზებგერითი თვითმფრინავი"კონკორდი". ეს გახლდათ ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა ამ ბრენდის ისტორიაში.დაიღუპა 109 ადამიანი თვითმფრინავში და 4 მიწაზე სასტუმროში(რაზეც დაეცა თვითმფრინავი).მიზეზი:ასაფრენ ზოლზე ამერიკულ დს-10 -იდან ჩამოვარდნილი ნაწილი, პატარა სალტე.აფრენის დროს "კონკორდმა" ზედ გადაუარა, გასკდა საბურავი, ხოლო ასხლეტილმა ნაწილმა ავზის დაზიანება გამოიწვია.

7 ივლისი 2002 წელი:ლვოვის ავიაშოუზე ჩამოვარდა რუსული სამხედრო გამანადგურებელი სუ-27 .დაიღუპა 77 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი. დასახიჩრდა 500 ადამიანი.მიზეზი:პილოტის შეცდომა. უმაღლესი პილოტაჟის დროს ვერ დაიმორჩილა თვითმფრინავი, გამოედო ხის ტოტს .

19 აგვისტო 2002 წელი:ჩეჩენი "ბოევიკების" მიერ ჩამოგდებული იქნა ვერტმფრენი მი-26. დაიღუპა 127 ადამიანი. ეს გახლავთ ისტორიაში ვერტმფრენის კატასტროფა ყველაზე დიდი მსხვერპლით.


1 ივნისი 2009 წელი:აერობუსი ა-300რეისი პარიზი-რიო დე ჟანეირო ჩამოვარდა ატლანტიკის ოკეანეში. დაიღუპა 228 ადამიანი.მიზეზი:ზუსტი მიზეზი უცნობია, პილოტებმა ბოლოს გადმოსცეს, რომ ძლიერ ტურბულენტობაში იყვნენ მოყოლილები.


10 აპრილი 2010 წელი: სმოლენსკთან ახლოს, დაჯდომის დროს კატასტროფა განიცადა ტუ-154-მა.სულ დაიღუპა 96 ადამიანი.ეს გახლავთ ისტორიაში მთავრობის წევრების დაღუპვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა.თვითმფრინავში იჯდა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მთავრობის წევრებთან ერთად.მიზეზი:არსებობს რამდენიმე ვერსია. ცუდი ხილვადობა, პილოტის შეცდომა, დისპეჩერის შეცდომა.

8 მარტი 2014 წელი:მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 777-200ER კუალა-ლიმპურიდან პეკინში მიფრინავდა.აფრენიდან დაახლოებით 1 საათში უცნობმა პირებმა თვითმფრინავში გამორთეს კავშირის სიტემა.ამის შემდეგ ლაინერი კიდევ 7 საათი უმისამართოდ მიფრინავდა. სავარაუდოდ საბოლოოდ ხომალდი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 227 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ძებნა დღესაც გრძელდება.
მიზეზი: საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

9
399
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
399
  
2016, 14 ივლისი, 7:32
მართალი ხარ....ახლა გადავამოწმე.....ბოდიში.....მართალია არსებითი მნიშვნელობა არა აქვს მ,აგ შემთხვევასი ..მაგრამ შენიშვნისთის მადლობა
2016, 14 ივლისი, 2:09
ადმინ ერთი შეცდომაა, ტენერიფეს ავიაკატასტროფაში ორი ბოინგ 737 კი არა ორი ბოინგ 747 მონაწილეობდა
2014, 6 ოქტომბერი, 12:14
მე მომწონს პირიქით..მარა ეს ბოლო როგორ ვერ გარკვიეს კაცო. ნერვები მეშლება
2014, 6 ოქტომბერი, 10:30
ნუ მიხეთქავს გულს...ჩემი შვილები ძალიან ხშირად დაფრინავენ:(((
2014, 5 ოქტომბერი, 21:41
აუუუ საშინელებაა : (
2014, 5 ოქტომბერი, 20:39
:)))))))))))))
მე ნაქვამი მაქვს თუ ოდესმე დამწირდა გემით ან თვითმფრინავით მგზავრობა აფრენამდე გამიკეთეტ ან დამალევინეთ რამე რომ ჩასვლამდე არ გამეღვიძოს:))))))))))))
2014, 5 ოქტომბერი, 20:37
სწორედ ამიტომაც სამჯერ ვიკექი ცხოვრების განმავლობაში თვითმფრინავში და სამჯერვე ისეთი გახწთქილი მთვრალი,რომ ალბათ რომ ეკითხათ რა გქვიაო..ვერ ვეტყოდი))))
2014, 5 ოქტომბერი, 20:36
)))))))))))))
2014, 5 ოქტომბერი, 20:35
ამიტომ კატეგორიულად მაქ გადაწყვეტილი არასოდეს ვიმგზავრო თვითმფრინავით და გემით
0 1 9